From Wikipedia, the free encyclopedia
ლორეინ ტუსენი(ინგლ. Lorraine Toussaint; დ. 4 აპრილი, 1960) — ტრინიდადიენ-ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი.
ლორეინ ტუსენი | |
---|---|
დაიბადა | 4 აპრილი, 1960 ტრინიდადი და ტობაგო |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | მსახიობი |
ტუსინმა კარიერა თეატრში დაიწყო, შემდეგ კი გამოჩნდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა: Breaking In (1989), ჰუძონელი ჰოკი (1991) და სახიფათო ფიქრები (1995). როგორც მთავარი როლის შემსრულებელი, იგი ცნობილია როგორც რენე ჯექსონის კრიტიკულად აღიარებულ სატელევიზიო დრამატულ სერიალში ახლა ან არასდროს. 1998 წლიდან 2002 წლამდე ადვოკატის, შამბალა გრინის როლს თამაშბდა, NBC-ს იურიდიულ დრამაში კანონი და წესრიგი . მოგვიანებით გამოჩნდა NBC-ს სერიალში, იორდანიის გადაკვეთა (2002-2003) და TNT-ს კრიმინალურ დრამაში გრეისის გადარჩენა (2007-2010).
მოიპოვა კრიტიკოსთა აღიარება და დამოუკიდებელი სულის ჯილდოს ნომინაცია 2012 წელს დრამატულ ფილმში „Middle of Nowhere“-ში შესრულებული როლისთვის. ფილმის რომლის ავტორი და რეჟისორია ავა დუვერნეი. 2014 წელს მან შეასრულა ივონ "ვე" პარკერის როლი, Netflix-ის კომედიურ-დრამატულ სერიალში, "ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური", სადაც გამოჩნდა მეორე სეზონის მთავარ ანტაგონისტად, რისთვისაც მიიღო კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები და კრიტიკოსთა არჩევანის სატელევიზიო ჯილდო. მოგვიანებით მან ითამაშა ამელია ბოიტონ რობინსონის როლი 2014 წლის ისტორიულ დრამატულ ფილმში „ სელმა“, ფილმის რეჟისორია ავა დუვერნეი. შემდეგ, ტუსენმა ითამაშა ABC-ს ფანტასტიკურ- დრამატულ სერიალში სამუდამოდ (2014-2015), Fox-ის კომედიურ-დრამაში როუზვუდი (2015–2017) და AMC-ს დრამაში სიკვდილის უდაბნოში (2018–2019). გადაიღეს 2019 წლის საშინელებათა ფილმში, „სიბნელეში მოსაყოლი საშინელი ისტორიები“ და ითამაშა ფლორენცია კენედი 2020 წლის ბიოგრაფიულ ფილმში „გლორია“.
ტუსანი დაიბადა 1960 წლის 4 აპრილს, ტრინიდადსა და ტობაგოში. ინტერვიუში მან თქვა: ”მე ბრიტანეთის სისტემაში გავიზარდე, რაც, ჩემი აზრით, საშინელია ბავშვებისთვის - ძალიან, ძალიან მკაცრი - სისტემა, რომელიც არ ცნობს ბავშვებს, როგორც ინდივიდებს. ბავშვობა ჩემთვის მაშინ არაჩვეულებრივად უძლური იყო და როგორც არტისტული ბავშვი, რომელიც ალტერნატიული გზებით სწავლობდა, ჯოჯოხეთი იყო. რეგულარულად მცემდნენ. . . კარგი ბავშვი იყო მშიშარა ბავშვი, მე კი ძალიან, ძალიან კარგი პატარა გოგო ვიყავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ უმეტესად ჩუმად, ბნელ ტერორში ვცხოვრობდი.”დედამისი პედაგოგი იყო და 1960 წლის ბოლოს ტუსენი ბრუკლინში ჩამოიყვანა. [1]
მან 1978 წელს დაამთავრა მანჰეტენის საშემსრულებლო ხელოვნების საშუალო სკოლა. [2] შემდეგ იგი დადიოდაჯულიარდის სკოლის დრამატულ განყოფილებაში, როგორც ჯგუფი 11-ის წევრი (1978–1982), [3] სადაც 1982 წელს მისი კლასელები იყვნენ მეგან გალაჰერი, პენი ჯონსონ ჯერალდი, ჯეკ კენი და ჯეკ სტელინი. [4] ტუსენმა დაამთავრა ჯულიარდი სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხით. სანამ ტელევიზიასა და ფილმებში დაიწყებდა მონაწილეობის მიღებას, იყო სცენის მსახიობი, ძირითადად უილიამ შექსპირის შემოქმედებებში.
ტუსესტის პირველი დებიუტი შედგა 1983 წელს. 1986 წელს მან ითამაშა ბოსტონის პოლიციელების მიერ მოკლული მამაკაცის ქვრივის როლი სატელევიზიო ფილმში „სასიკვდილო ძალის შემთხვევა “, რომელიც ლოურენს ო'დონელის წიგნის მიხედვით შეიქმნა. [5] მოგვიანებით მან ვერა უილიამსის განმეორებადი როლი შეასრულა ABC- ს სერიალში, One Life to Live, და სცენის მსახიობობის პარალელურად გამოჩნდა ფილმებში 227 და კანონი და წესრიგი, სადაც ითამაშა ადვოკატი შამბალა გრინი. 1990-იან წლებში ითამაშა არაერთ სატელევიზიო ფილმში.
ტუსენის ფილმის დებიუტი შედგა ქალის მთავარი როლით, ბურტ რეინოლდსის საწინააღმდეგოდ, კრიმინალურ კომედიაში Breaking In (1989). ფილმმა კრიტიკოსების პოზიტიური შეფასება მიიღო [6], მაგრამ ბიუჯეტურად წარუმატებელი იყო. [7] 1991 წელს იგი ბრიუს უილისთან ერთად გადაიღეს ფილმში, ჰუძონელი ქორი, შემდეგ კი მიშელ ფაიფერთან ერთად ითამაშა ფილმში, საშიში ფიქრები (1995). იგი ასევე გამოჩნდა ფილმებში Point of No Return (1993), დედის ბიჭები (1994) და შავი ძაღლი (1998). ტელევიზიაში, ლორეინს რეგულარული როლები ჰქონდა მოკლემეტრაჟიან სერიალებში „გვამი როგორც მტკიცებულება“ (CBS, 1992), სადაც ვცხოვრობ (ABC, 1993), გასაოცარი გრეისი (NBC, 1995) და Leaving LA (ABC, 1997). [8]
ტუსეინს უდიდესი და წამყვანი როლი ენი პოტსთან ერთად ჰქონდა პირველ ორიგინალურ სატელევიზიო დრამატულ სერიალში, ახლა ან არასდროს. [9] მან შოუში მონაწილეობა მიიღო, რენე ჯექსონის როლით, რომელიც წარმატებული აფრო-ამერიკელი იურისტია. ტუსეინისა და პოტსის სამსახიობო შესრულებისთვის, სერიალმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო, [10] [11] [12] მაგრამ დიდი რეიტინგი არასდროს ჰქონია. [13] 2001 წელს იყო პრაიმტაიმ ემის ჯილდოს, პერსპექტიული პრეტენდენტი დრამატული სერიალების საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებლის კატეგორიაში, თუმცა ნომინაცია არ მიუღია. [14] იგი ასევე ხუთჯერ იყო ნომინირებული NAACP Image Award- ზე დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. სერიალი ''ან ახლა ან არასდროს'' დასრულდა ოთხი სეზონისა და 88 ეპიზოდის შემდეგ.
2002 წლიდან 2004 წლამდე ტუსენს ჰქონდა რეგულარული როლი დოქტორ ელენ დიუშამსის როლში NBC-ს სერიალში, იორდანიის გადაკვეთა. შემდეგ წლებში მან მიიღო მონაწილეობა: ფრეზიერი, ემის გასამართლება, უფრო ახლოს, დანაშაულის ადგილი: ლას ვეგასი, ER და NCIS: სპეციალური ძალები . იგი ასევე რეგულარულად თამაშობდა, ჰოლი ჰანტერსის წინააღმდეგ, TNT-ს კრიმინალურ დრამაში გრეისის გადარჩენა. ქეით პერი 2007 წლიდან 2010 წლამდე. მას ასევე ჰქონდა განმეორებადი როლი ამელია 'იოგა' ბლუმანი 2006 წლის ABC- ს კომედიურ სერიალში უშნო ბეტი, და როგორც ბერდ მერივიზერი NBC-ს დრამაში პარასკევი ღამის შუქები (2009-2011). გამოჩნდა ჯეიმი ფოქსის პერსონაჟის დედის როლში 2009 წლის დრამაში სოლისტი. [15]
ტუსანს ჰყავს ერთი ქალიშვილი, სახელად სამარა. [16] ტუშენის ერთ-ერთი ბებია იყო მარტინიკიდან. [17] მას ჰქონდა ბლოგი, www.everydaylovelybylorraine.com. [18]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.