ჰოლი ჰანტერი (ინგლ. Holly Hunter; დ. 20 მარტი, 1958) — ამერიკელი მსახიობი. ფილმში შესრულებული როლისთვის „პიანინო“, მიენიჭა ოსკარის პრემია ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი. შესრულებული როლებისთვის ფილმებში „ტელეამბები“ „ფირმა“ და „ცამეტი“ ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე. მოგებული აქვს აგრეთვე ორი ემის პრემია და ოქროს გლობუსი.

სწრაფი ფაქტები ჰოლი ჰანტერი, დაბადების სახელი ...
ჰოლი ჰანტერი
Thumb
ჰოლი ჰანტერი 2015 წელს
დაბადების სახელი ჰოლი ჰანტერი
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1958 (1958-03-20) (66 წლის)
კონიერსი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1981–დღემდე
მეუღლე(ები) იანუშ კამინსკი (1995-2001)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

1993 — პიანინო
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში

1993 — პიანინო
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი

1993 — პიანინო
დახურვა

ჰოლი ჰანტერი დაიბადა ჯორჯიის შტატის ქალაქ კონიერსში, დედამისის, დიასახლისის ოპალ მარგარიტისა და მამამისის ჩარლზ ედვინ ჰანტერის ოჯახში. ქალაქ პიტსბურგში კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში ჰანტერმა დრამის სფეროში მიიღო ხარისხი და გარკვეული დროით როლებს ასრულებდა თეატრალურ სცენებში. მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ნიუ-იორკში. მისი კინოდებიუტი შედგა 1981 წელს ფილმში „წვა“.

1982 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჟელესში, სადაც როლებს იღებდა სატელევიზიო ფილმებში. 1993 წელს როლი შეასრულა ფილმში „პიანინო“, რომელმაც 3 ოსკარის პრემია და 1 ოქროს გლობუსი მოიპოვა. ჰოლი ჰანტერი ურთიერთობაში იმყოფებოდა ოპერატორ იანუშ კამინსკისთან.[1] აგრეთვე ხვდებოდა ბრიტანელ მსახიობს გორდონ მაკდონალდს.[2] 2006 წლის იანვარს ჰანტერის პუბლიცისტმა განაცხადა, რომ ჰოლის ტყუპების სახით შეეძინა ორი შვილი.

ფილმოგრაფია

მეტი ინფორმაცია წელი, ქართულად ...
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1981 წვა The Burning სოფი
1984 დამატებითი შეცვლა Swing Shift ჯენი
1984 უბრალოდ სისხლი Blood Simpleელენ ტრენდი
1987 არიზონის აღზრდა Raising Arizonaედვინა
1987 ხაზის დასასრული End of the Line შარლოტი
1987 მოხუცების კრება A Gathering of Old Men კენდი მარშალი
1987 ტელეამბები Broadcast Newsჯეინი
1989 მის ფოიერვერკი Miss Firecrackerკარნელი სკოტი
1989 ყოველთვის Alwaysდორინდა
1991 ერთხელ გარშემო Once Aroundრენატა
1993 პიანინო The Pianoადა მაკგრატი
1993 ფირმა The Firmტამი
1995 იმიტატორი Copycatემ ჯეი მონაჰამი
1995 საოჯახო დღესასწაული Home for the Holidaysკლაუდია
1996 შეტაკება Crashელენ რემინგტონი
1997 ჩვეულებრივზე უარესი ცხოვრება A Life Less Ordinaryო'რეილი
1998 ცხოვრება მთელი სიმძლავრით Living Out Loudჯუდითი
1999 იესოს შვილი Jesus' Sonმირა
2000 ეძებეთ ქალი Woman Wantedემა
2000 ტაიმკოდი Timecodeრენი
2000 ო, ძმაო, სად ხარ? O Brother, Where Art Thou?პენი
2000 ქალის საუდუმლოებები Things You Can Tell Just by Looking at Herრებეკა
2001 ფესტივალი კანში Festival in Cannesსაკუთარი თავი
2002 მთვარის შუქი Moonlight Mileმონა
2003 მონანიება Levityადელი
2003 ცამეტი Thirteenმელანი ფრილენდი
2004 პატარა შავი წიგნაკი Little Black Bookბერბი
2000ანფ ყველაზე მაგრები მსოფლიოში The Incrediblesელენ პარი
2005 ცხრა სიცოხლე Nine Livesსონია
2005 თეთრი მიწა The Big Whiteმარგარეტი
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.