From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოლი ჰანტერი (ინგლ. Holly Hunter; დ. 20 მარტი, 1958) — ამერიკელი მსახიობი. ფილმში შესრულებული როლისთვის „პიანინო“, მიენიჭა ოსკარის პრემია ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი. შესრულებული როლებისთვის ფილმებში „ტელეამბები“ „ფირმა“ და „ცამეტი“ ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე. მოგებული აქვს აგრეთვე ორი ემის პრემია და ოქროს გლობუსი.
ჰოლი ჰანტერი | |
---|---|
ჰოლი ჰანტერი 2015 წელს | |
დაბადების სახელი | ჰოლი ჰანტერი |
დაბადების თარიღი |
20 მარტი, 1958 კონიერსი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1981–დღემდე |
მეუღლე(ები) | იანუშ კამინსკი (1995-2001) |
ოსკარი | 1993 — პიანინო |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში |
BAFTA | 1993 — პიანინო |
ჰოლი ჰანტერი დაიბადა ჯორჯიის შტატის ქალაქ კონიერსში, დედამისის, დიასახლისის ოპალ მარგარიტისა და მამამისის ჩარლზ ედვინ ჰანტერის ოჯახში. ქალაქ პიტსბურგში კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში ჰანტერმა დრამის სფეროში მიიღო ხარისხი და გარკვეული დროით როლებს ასრულებდა თეატრალურ სცენებში. მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ნიუ-იორკში. მისი კინოდებიუტი შედგა 1981 წელს ფილმში „წვა“.
1982 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჟელესში, სადაც როლებს იღებდა სატელევიზიო ფილმებში. 1993 წელს როლი შეასრულა ფილმში „პიანინო“, რომელმაც 3 ოსკარის პრემია და 1 ოქროს გლობუსი მოიპოვა. ჰოლი ჰანტერი ურთიერთობაში იმყოფებოდა ოპერატორ იანუშ კამინსკისთან.[1] აგრეთვე ხვდებოდა ბრიტანელ მსახიობს გორდონ მაკდონალდს.[2] 2006 წლის იანვარს ჰანტერის პუბლიცისტმა განაცხადა, რომ ჰოლის ტყუპების სახით შეეძინა ორი შვილი.
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1981 | ფ | წვა | The Burning | სოფი |
1984 | ფ | დამატებითი შეცვლა | Swing Shift | ჯენი |
1984 | ფ | უბრალოდ სისხლი | Blood Simple | ელენ ტრენდი |
1987 | ფ | არიზონის აღზრდა | Raising Arizona | ედვინა |
1987 | ფ | ხაზის დასასრული | End of the Line | შარლოტი |
1987 | ფ | მოხუცების კრება | A Gathering of Old Men | კენდი მარშალი |
1987 | ფ | ტელეამბები | Broadcast News | ჯეინი |
1989 | ფ | მის ფოიერვერკი | Miss Firecracker | კარნელი სკოტი |
1989 | ფ | ყოველთვის | Always | დორინდა |
1991 | ფ | ერთხელ გარშემო | Once Around | რენატა |
1993 | ფ | პიანინო | The Piano | ადა მაკგრატი |
1993 | ფ | ფირმა | The Firm | ტამი |
1995 | ფ | იმიტატორი | Copycat | ემ ჯეი მონაჰამი |
1995 | ფ | საოჯახო დღესასწაული | Home for the Holidays | კლაუდია |
1996 | ფ | შეტაკება | Crash | ელენ რემინგტონი |
1997 | ფ | ჩვეულებრივზე უარესი ცხოვრება | A Life Less Ordinary | ო'რეილი |
1998 | ფ | ცხოვრება მთელი სიმძლავრით | Living Out Loud | ჯუდითი |
1999 | ფ | იესოს შვილი | Jesus' Son | მირა |
2000 | ფ | ეძებეთ ქალი | Woman Wanted | ემა |
2000 | ფ | ტაიმკოდი | Timecode | რენი |
2000 | ფ | ო, ძმაო, სად ხარ? | O Brother, Where Art Thou? | პენი |
2000 | ფ | ქალის საუდუმლოებები | Things You Can Tell Just by Looking at Her | რებეკა |
2001 | ფ | ფესტივალი კანში | Festival in Cannes | საკუთარი თავი |
2002 | ფ | მთვარის შუქი | Moonlight Mile | მონა |
2003 | ფ | მონანიება | Levity | ადელი |
2003 | ფ | ცამეტი | Thirteen | მელანი ფრილენდი |
2004 | ფ | პატარა შავი წიგნაკი | Little Black Book | ბერბი |
2000 | ანფ | ყველაზე მაგრები მსოფლიოში | The Incredibles | ელენ პარი |
2005 | ფ | ცხრა სიცოხლე | Nine Lives | სონია |
2005 | ფ | თეთრი მიწა | The Big White | მარგარეტი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.