From Wikipedia, the free encyclopedia
ლეოპოლდ I — ბელგიის მეფე 1831-1865 წლებში. საქსენ-კობურგ-გოთის დინასტიიდან. საქსენ-კობურგ-ზაალფელდის დიდი ჰერცოგის მესამე შვილი.
ლეოპოლდ I | |
---|---|
Léopold Ier de Belgique | |
ბელგიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 4 ივნისი, 1831 |
მმართ. დასასრული: | 10 დეკემბერი, 1865 |
წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე: | ლეოპოლდ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 დეკემბერი, 1790 |
დაბ. ადგილი: | კობურგი, საქსენ-კობურგ-გოთა |
გარდ. თარიღი: | 10 დეკემბერი, 1865 |
გარდ. ადგილი: | ლაკენი, ბელგია |
მეუღლე: |
შარლოტა უელსელი (ქ. 1816 - გარდ. 1817) ლუიზა მარია ორლეანელი (ქ. 1832 - გარდ. 1850) |
შვილები: |
1. ლეოპოლდ II, ბელგიის მეფე 2. ფილიპე, ფლანდრიის გრაფი 3. შარლოტა, მექსიკის იმპერატრიცა |
დინასტია: | საქსენ-კობურგ-გოთა |
მამა: | ფრანცი, საქსენ-კობურგ-ზაალფელდის ჰერცოგი |
დედა: | ავგუსტა კაროლინა რეის ცუ ებერსდორფი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
1830 წელს ბელგიაში დაიწყო რევოლუცია, რომლის შედეგადაც ქვეყანამ ნიდერლანდებისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. 22 ნოემბერს ეროვნულმა კონგრესმა ქვეყანა კონსტიტუციურ მონარქიად გამოაცხადა. 1831 წლის 4 ივლისს 137 ხმით 48-ის წინააღმდეგ ქვეყნის მეფედ აირჩიეს საქსენ-კობურგ-გოთის დინასტიის წარმომადგენელი ლეოპოლდ I. 1931 წლის 21 ივლისს ლეოპოლდ I თეთრ ცხენზე ამხედრებული საზეიმოდ შევიდა ბრიუსელში. ეს დღე ბელგიის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული დღესასწაულია.
1816 წელს დაქორწინდა დიდი ბრიტანეთის მემკვიდრე პრინცის, მომავალი მეფის ჯორჯ IV-ის ქალიშვილზე შარლოტზე, რომელიც ფეხმძიმობის პერიოდში გარდაიცვალა.
1832 წელს იგი მეორედ დაქორწინდა საფრანგეთის მეფის, ლუი-ფილიპე ორლეანელის ქალიშვილ ლუიზა მარიაზე. მასთან შეეძინა შვილები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.