მდინარე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
ლაჯანურა — მდინარე საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2710 მ სიმაღლეზე. სიგრძე 32 კმ, აუზის ფართობი 296 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 10,5 მ³/წმ. მკაცრ ზამთარში ახასიათებს ყინულნაპირისი და თოში. მდინარეზე აგებულია ლაჯანურის წყალსაცავი.
ლაჯანურა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ცაგერის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე) |
სათავე |
ლეჩხუმის ქედი 42°46′06″ ჩ. გ. 42°56′15″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2710 მ |
შესართავი |
რიონი 42°33′27″ ჩ. გ. 42°51′22″ ა. გ. |
სიგრძე | 32 კმ |
აუზის ფართობი | 296 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 10,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ლაჯანურა ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.