Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Christian August af Holsten-Gottorp; დ. 11 იანვარი, 1673 — გ. 24 აპრილი, 1726) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კრისტიან ალბერტისა და ფრედერიკა ამალია დანიელის ვაჟი. ოტინის მთავარი. შვედეთის მეფე ადოლფ ფრედერიკის მამა და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბაბუა.
კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი | |
---|---|
წოდებები
ოტინის მთავარი | |
დაიბადა | 11 იანვარი, 1673 |
გარდაიცვალა | 24 აპრილი, 1726, (53 წლის) |
საგვარეულო | ოლდენბურგები |
მეუღლე(ები) | ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი |
შვილ(ებ)ი |
ადოლფ ფრედერიკი, შვედეთის მეფე ფრედერიკ ავგუსტი, ოლდენბურგის ჰერცოგი იოჰანა ელიზაბეთი, ანჰალტ-ცერბსტის მთავარი გეორგ ლუდვიგი |
მამა | კრისტიან ალბერტი, ჰოშტაინ-გოტორპის ჰერცოგი |
დედა | ფრედერიკა ამალია დანიელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
კრისტიან ავგუსტი დაიბადა 1673 წლის 11 იანვარს. იგი იყო ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კრისტიან ალბერტისა და მისი ცოლის, ფრედერიკა ამალია დანიელის უმცროსი ვაჟი. 1695 წელს, როდესაც მათი მამა გარდაიცვალა, მისი უფროსი ძმა, ფრედერიკ IV გახდა ჰერცოგი, კრისტიან ავგუსტს კი ოტინის მთავრობა ებოძა. 1706 წლის 26 აპრილს იგი ლიუბეკის ეპისკოპოსი გახდა. მას ეს წოდება თვით საღვთო რომის იმპერატორმა უბოძა.
1702 წელს, მართალია მისი ძმა გარდაიცვალა, თუმცა მემკვიდრე დატოვა. 1702-08 წლებში იგი თავისი დაქვრივებული რძლის, ჰედვიგ სოფია შვედის თანა-რეგენტი იყო, რადგანაც მისი ძმისწული მეტად მცირეწლოვანი იყო. 1708 წელს, მისი რძლის გარდაცვალების შემდეგ, იგი დამოუკიდებელი რეგენტი გახდა. სწორედ მან განაპირობა ჰოლშტაინ-გოტორპის ჩრდილოეთის ომში ჩაბმა. იგი გარდაიცვალა 1726 წლის 24 აპრილს, 53 წლის ასაკში.
1704 წლის 2 სექტემბერს ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი, მარკგრაფინია ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.