From Wikipedia, the free encyclopedia
ადოლფ ფრედრიკი (შვედ. Adolf Fredrik; დ. 14 მაისი, 1710, გოტორპი, გერმანია — გ. 12 თებერვალი, 1771, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ჰოლშტაინ-გოტორპთა დინასტიის წარმომადგენელი. ჰერცოგ კრისტიან ავგუსტის ვაჟი. შვედეთის მეფე 1751-1771 წლებში. მეფე გუსტავ III-ისა და კარლ XIII-ის მამა.
ადოლფ ფრედრიკი | |
---|---|
შვედეთის მეფე | |
კორონაცია: | 26 ნოემბერი, 1751 |
მმართ. დასაწყისი: | 25 მარტი, 1751 |
მმართ. დასასრული: | 12 თებერვალი, 1771 |
წინამორბედი: | ფრედრიკ I |
მემკვიდრე: | გუსტავ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 მაისი, 1710 |
დაბ. ადგილი: | გოტორპი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 12 თებერვალი, 1771, (60 წლის) |
გარდ. ადგილი: | სტოკჰოლმი, შვედეთი |
მეუღლე: | ლუიზა ულრიკა პრუსიელი |
შვილები: |
გუსტავ III, შვედეთის მეფე კარლ XIII, შვედეთის მეფე ფრედრიკ ადოლფი, ოსტერგოტლანდის ჰერცოგი სოფია ალბერტინა, კიდლინბურგის აბატისა |
დინასტია: | ჰოლშტაინ-გოტორპი |
მამა: | კრისტიან ავგუსტი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი |
დედა: | ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ადოლფ ფრედერიკი დაიბადა 1710 წლის 14 მაისს გოტორპში. იგი იყო ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კრისტიან ავგუსტისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელის ვაჟი. მამამისი წარმოშობით დანიის მეფე ფრედერიკ I-ის შთამომავალი იყო, ხოლო დედამისი — შვედეთის მეფე გუსტავ I-სა.
დედოს ხაზით ადოლფ ფრედერიკი იყო შვედეთის მეფე კარლ X-ის დის, პრინცესა კრისტინა მაგდალენა პფალც-ცვაიბრიუხენელის შვილთაშვილი, რის გამოც მას შემდეგ, რაც შვედეთში მემკვიდრის კრიზისი დაიწყო, იგი ავტომატურად განიხილებოდა ტახტის ერთ-ერთ მემკვიდრედ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ადოლფ ფრედერიკის ღვიძლი დისწული იყო რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II.
1727 წლიდან ადოლფ ფრედერიკი ლიუბეკის მთავარ-ეპისკოპოსი გახდა. მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა ოტინიც. მას შემდეგ, რაც 1739 წელს მისი ბიძაშვილი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი კარლ ფრედერიკი გარდაიცვალა, ადოლფ ფრედერიკის მმართველობაში შევიდა ჰოლშტაინ-კილის რეგიონიც. ჰოლშტაინში მისი მმართველობა განსაკუთრებით მას შემდეგ განმტკიცდა, რაც კარლ ფრედერიკის ერთადერთი ვაჟი, პრინცი პეტრე (შემდგომში იმპერატორი პეტრე III) თავისმა დეიდამ, რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედ I-მა ტახტის მემკვიდრედ დაინიშნა და რუსეთში გადაასახლა.
1743 წელს შვედეთის უშვილო მეფე ფრედრიკ I-მა ადოლფ ფრედრიკი ოფიციალურად გამოაცხადა თავისი ტახტის მემკვიდრედ. ამ იდეას მიემხრო იმპერატრიცა ელისაბედიც. გარკვეულწილად, სწორედ მისი გავლენით გამოცხადდა იგი შვედეთის ტახტის მემკვიდრედ. ამის შემდეგ ადოლფ ფრედრიკი სტოკჰოლმში, სამეფო კარზე გადასახლდა, სადაც გაატარა შემდგომი რამდენიმე წელი. ამ პერიოდში, 1744 წელს, ადოლფ ფრედრიკი გერმანიასთან კავშირის გასამყარებლად დააქორწინეს პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-ის დაზე, პრინცესა ლუიზა ულრიკა პრუსიელზე, მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I-ისა და დედოფალ სოფია დოროთეა ჰანოვერელის ქალიშვილზე, რომელიც თავის მხრივ დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-ის შვილიშვილიც იყო.
1751 წლის 25 მარტს, ფრედრიკ I-ის გარდაცვალების გამო მეფე ადოლფ ფრედრიკი გახდა. თავისი მეუღლის გავლენით მან რამდენჯერმე სცადა პარლამენტის დაშლა და შვედეთში აბსოლუტური მონარქიის დამყარება, თუმცა ამაოდ. 1756 წელს მან პირდაპირ სცადა მინისტრების დათხოვა და პარლამენტის დაშლილად გამოცხადება, მაგრამ ამ მოქმედებამ კინაღამ ტახტი დააკარგვინა, რის გამოც მისი მცდელობები ფუჭი აღმოჩნდა. პირიქით, მეფე-დედოფლის მცდელობებმა უფრო შეამცირა მათი წოდებრივ-წარმომადგენლობითი ფუნქციები და ძალაუფლება.
1768 წელს ადგილი ჰქონდა ე.წ. „დეკემბრის კრიზისს“, რაც გამოიხატა იმაში, რომ მისმა ვაჟმა, პრინცმა გუსტავმა (მომავალში მეფე გუსტავ III) ამბოხების გზით სცადა მამის დამხობა და პარლამენტში შეჭრა, მაგრამ უშედეგოდ.
მეფე ადოლფ ფრედრიკი 1771 წლის 12 თებერვალს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში. გარდაცვალების მიზეზი გადაჭარბებული რაოდენობით მიღებული საკვები გახდა. სადილად მეფემ მიირთვა კიბორჩხალები, ხიზილალა, ომარები, საუერკრატი, კალმახი და შამპანური დააყოლა. ამის შემდეგ მან თავისი საყვარელი დესერტი — ტკბილკრემიანი რულეტი მოითხოვა. მან თოთხმეტი ცალი ასეთი რულეტი მიირთვა და მთელი ჯამი ცხელი რძეც მიაყოლა. ამის გამო მას მუცლის საშინელი ტკივილი დაეწყო, სულ ცოტა ხანში კი გარდაიცვალა. როგორც შემდეგ გაირკვა, ადოლფ ფრედრიკს კუჭი გაუსკდა. ამის გამო მას ხშირად ადარებენ ინგლისის მეფე ჰენრი I-ს, რომელიც ბევრი გველთევზის ჭამისაგან მოკვდა.
ადოლფ ფრედრიკი 1771 წლის 30 ივლისს დაკრძალეს რიდარჰოლმის კათედრალში, სტოკჰოლმში. მის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი, გუსტავ III ავიდა.
ადოლფ ფრედრიკს დედოფალ ლუიზა ულრიკასთან ჰყავდა შემდეგი შვილები:
პორტრეტი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
გუსტავ III | 24 იანვარი, 1746, | 29 მარტი, 1792,
(46 წლის) |
შვედეთის მეფე 1771-1792 წლებში. ცოლად შეირთო დანია-ნორვეგიის მეფე
ფრედერიკ V-ისა და დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ასული, კრისტიან VII-ის და სოფია მაგდალენა დანიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე გუსტავ IV | |
კარლ XIII | 7 ოქტომბერი, 1748, | 5 თებერვალი, 1818,
(69 წლის) |
შვედეთის მეფე 1809-1818 და ნორვეგიის მეფე 1814-1818 წლებში. ცოლად შეირთო
ოლდენბურგის ჰერცოგ ფრედერიკ ავგუსტ I-ისა და ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელის ქალიშვილი ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ- გოტორპელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია. | |
ფრედრიკ
ადოლფი |
18 ივლისი, 1750, | 12 დეკემბერი, 1803,
(53 წლის) |
ოსტერგოტლანდის ჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო. | |
სოფია
ალბერტინა |
8 ოქტომბერი, 1753, | 17 მარტი, 1829,
(75 წლის) |
კიდლინბურგის აბატისა. იგეგმებოდა მისი მითხოვება პოლონეთის მეფე
სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკზე, მაგრამ არ გამოვიდა, რის გამოც გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო. |
ამის გარდა, მეფეს დედოფალთან კიდევ ერთი ვაჟი ჰყავდა:
ადოლფ ფრედრიკს თავის საყვარელთან, მარგარიტა მორელთან ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი:
ასევე ადოლფ ფრედრიკი მოიაზრება თავისი საყვარლის, ულა ფონ ლიევენის ქალიშვილის, ლოლეტ ფორსბერგის მამად, თუმცა ეს ფაქტი დადასტურებული არაა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.