From Wikipedia, the free encyclopedia
ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი (გერმ. Albertina Frederica von Baden-Durlach; დ. 3 ივლისი, 1682 — გ. 22 დეკემბერი, 1755) — ცერინგენების დინასტიის წარმომადგენელი. ბადენ-დურლახის მარკგრაფ ფრიდრიხ VII-ისა და ავგუსტა მარია ჰოლშტაინ-გოტორპელის ასული. ოტინის გრაფ კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელის მეუღლე. შვედეთის მეფე ადოლფ ფრედერიკის დედა და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბებია.
ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი | |
---|---|
წოდებები
ოტინის მთავარი | |
დაიბადა | 3 ივლისი, 1682 |
გარდაიცვალა | 22 დეკემბერი, 1755, (73 წლის) |
საგვარეულო | ცერინგენები |
მეუღლე(ები) | კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი |
შვილ(ებ)ი |
ადოლფ ფრედერიკი, შვედეთის მეფე ფრედერიკ ავგუსტი, ოლდენბურგის ჰერცოგი იოჰანა ელიზაბეთი, ანჰალტ-ცერბსტის მთავარი გეორგ ლუდვიგი |
მამა | ფრიდრიხ VII, ბადენ-დურლახის მარკგრაფი |
დედა | ავგუსტა მარია ჰოლშტაინ-გოტორპელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
ალბერტინა ფრედერიკა დაიბადა 1682 წლის 3 ივლისს დურლახში. იგი იყო ბადენ-დურლახის მარკგრაფ ფრიდრიხ VII-ისა და მისი ცოლის, მარკგრაფინია ავგუსტა მარია ჰოლშტაინ-გოტორპელის ასული. 1704 წლის 2 სექტემბერს, იგი ცოლად შერთეს თავის ბიძაშვილს, ოტინის მთავარ კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელს. მათ ათი შვილი შეეძინათ.
1726 წელს ალბერტინა დაქვრივდა, თუმცა მისი უფროსი ვაჟი მალე შვედეთის ტახტის მემკვიდრე გახდა. მისი უფროსი ვაჟი, კარლ ავგუსტი ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში, უშვილოდ გარდაიცვალა. ამის გამო ტახტი მისმა ვაჟმა, შვედეთის კრონპრინცმა ადოლფ ფრედერიკმა დაიკავა. როგორც ცნობილია, იგი დედის გავლენის ქვეშ იყო, რის გამოც ქვეყანას ფაქტობრივად ალბერტინა ფრედერიკა მართავდა. ამის გამო, მისმა ვაჟმა მას არაერთი დიდი მამული და ქალაქი აჩუქა.
1743 წლიდან, ალბერტინა და მისი ვაჟი შვედეთის სამეფო კარზე გადასახლდნენ, სადაც იგი დაუახლოვდა შვედეთის მეფე კარლ X-ის დასა და თავის ბებიას, პფალცგრაფინია კრისტინა მაგდალენა ცვაიბრიუხენელს. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი მემკვიდრული ხაზის გამო აირჩიეს ადოლფ ფრედერიკი მემკვიდრედ. 1751 წელს იგი მეფე გახდა, ხოლო ალბერტინა ფრედერიკა შვედეთის დედა-დედოფალი. ალბერტინა ფრედერიკა ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში, 1755 წელს გარდაიცვალა, 73 წლის ასაკში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.