კოსოვოს ბიომრავალფეროვნება
From Wikipedia, the free encyclopedia
კოსოვოს ბიომრავალფეროვნება— ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკა ხასიათდება მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნებით, სხვადასხვა ეკოსისტემებისა და ჰაბიტატების სიუხვით, რომლებიც განისაზღვრება როგორც კლიმატით, ასევე გეოლოგიითა და ჰიდროლოგიით.[1] უპირატესად მთაგორიანი ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრში. დასავლეთით ესაზღვრება ჩერნოგორიას, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით-სერბეთს,სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩრდილოეთ მაკედონიას და სამხრეთ-დასავლეთით- ალბანეთს.
ქვეყნის უმეტესი ნაწილი გეოგრაფიულად განისაზღვრება დუკაჯინისა და კოსოვოს დაბლობებით. მას ესაზღვრება პროკლეტიეს მთათა მასივი დასავლეთით და შარ- პლანინა სამხრეთ – აღმოსავლეთით, რომლებიც მცენარეთა და ცხოველთა სახეობების თვალსაზრისით ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი რეგიონებია.[2][3]
ქვეყნის კლიმატი წარმოადგენს კონტინენტურ და ხმელთაშუა ზღვის კლიმატის კომბინაციას ოთხი განსხვავებული სეზონით. იგი ძირითადად განისაზღვრება გეოგრაფიული მდგომარეობით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მასზე ძლიერ გავლენას ახდენს ადრიატიკის, ეგეოსის, შავი და ხმელთაშუა ზღვები.
ტყეები ქვეყნის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბუნებრივი ტერიტორიაა. ამჟამად დაცულია კოსოვოს რესპუბლიკის კონსტიტუციის გარკვეული დებულებებით. ტყეების უმეტესობა მნიშვნელოვანია. ისინი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის ასობით მცენარეულ და ცხოველურ სახეობის თავშესაფარია.[4]