From Wikipedia, the free encyclopedia
კონგოს კრიზისი (ფრანგ. Crise congolaise; 1960-1965) — მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მიმდინარეობდა ბელგიის კონგოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (30 ივნისი 1960) მობუტუ სესე სეკოს ხელისუფლებაში მოსვლამდე. შეტაკებების შედეგად 100 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
კონგოს კრიზისი | |||
---|---|---|---|
ცივი ომის ნაწილი | |||
ბელგიელთა დესანტი კონგოში | |||
თარიღი | 30 ივლისი 1960 - 25 ნოემბერი 1965 | ||
მდებარეობა | კონგო, ამჟამინდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | ||
შედეგი | კონგოს დამოუკიდებლობა, მობუტუ სესე სეკოს ხელისუფლებაში მოსვლა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
კონგოს კრიზისი ვიკისაწყობში |
ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთანავე გამძაფრდა წინააღმდეგობა კონსერვატორ პრეზიდენტ ჟოზეფ კასავუბუ და მემარცხენე-ნაციონალისტ პრემიერ-მინისტრ პატრის ლუმუმბას შორის. დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებიდან უკვე რამდენიმე დღეში გამოაცხადეს მდიდრების თვითგამორკვევის უფლების შესახებ, თუმცა ეს არ შეეხო სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონს კატანგას, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუაზ ჩომბე. კატანგას მიბაძა კასაისს რეგიონმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალბერ კალონჟი.
პრემიერი ლუმუმბა მკაცრად ებრძოდა სეპარატისტებს, ამ მიზნით მან დახმარება თხოვა სსრკ-ს, რისთვისაც მან დაიმსახურა „პროსაბჭოთა“ ლიდერის წოდება. პრეზიდენტთან კონფლიქტის ესკალაციის დროს, მოულოდნელად თავდაცვის მინისტრი გახდა მობუტუ სესე სეკო, ლუმუმბა ცდილობდა შეექმნა სტენლივილის ალტერნატიული მთავრობა (სადაც მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა), მაგრამ კონგოელი ჯარისკაცების ვერსიით ის დააპატიმრეს და გადაიყვანეს ელიზაბეტვილში და მოკლეს 1961 წლის 17 იანვარს.
ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა ლუმუმბას მომხრე ანტუან გიზენგა, რომელიც მალევე შეცვალა სირილ ადულამ, ხოლო 1964 წლის ივლისში აღნიშნულ თანამდებობაზე მოვიდა სეპარატისტების ლიდერი მუაზ ჩომბე. ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად ჩომბემ მოიწვია ბელგიელი დაქირავებულები, რისთვისაც დაიმსახურა „იმპერიალისტის“ რეპუტაცია. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო სიმბის აჯანყება, რომელსაც მხარს უჭერდა სსრკ. აჯანყებულებთან საბრძოლველად ბელგიის ხელისუფლებამ აშშ-სთან ერთად განახორციელა ოპერაცია წითელი დრაკონი. კრიზისი დამთავრდა სამხედრო გადატრიალებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა მობუტუ სესე სეკო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.