კიტო
From Wikipedia, the free encyclopedia
კიტო (ესპ. Quito) — ეკვადორის დედაქალაქი. ქვეყნის ყველაზე პოპულარული ქალაქი.[1] ქალაქის ცენტრი ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, შესაბამისად კიტო ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქებს შორის მეორეა (ლა-პასის შემდეგ). არის ეკვატორთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი.[2] მდებარეობს სამხრეთი ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე გაულაბამბას ბასეინის გასწვირ, ვულკან პიჩინჩას აღმოსავლეთ ფერდობზე,[3] აქტიურ სტრატოვულკანურ ანდების მთებში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კიტო ესპ. Quito San Francisco de Quito | |||||
ზემოდან საათის ისრის მიმართულებით: ქუჩა ლა-რონდა, იესოს საზოგადოების ეკლესია, ელ-პანესილიო - ხედი ჩრდილოეთი კიოტოდან, ეკვადორის მთავრობის სახლი, კიტოს ცენტრალური ნაწილი, ლა-კაროლინას პარკი და წმინდა ფრანსისკის ეკლესია | |||||
| |||||
ქვეყანა | ეკვადორი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 00°15′00″ ს. გ. 78°35′00″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | პაკო მონკაიო | ||||
დაარსდა | 6 დეკემბერი, 1534 | ||||
ფართობი | 324 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2 850 მ | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა და Quichua | ||||
მოსახლეობა | 1 978 376 კაცი (2019) | ||||
სიმჭიდროვე | 4313,9 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | +593 2 | ||||
საფოსტო ინდექსი | P01 | ||||
ოფიციალური საიტი | quito.gob.ec | ||||
2008 წელს ქალაქი მოეწყო, როგორც სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის მთავარი ოფისი.[4]
კიტოს ისტორიული ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ყველაზე ნაკლებად შეცვლილი და საუკეთესოდ დაცული ადგილია ამერიკაში.[5] კიტო და კრაკოვი (პოლონეთი) იყო პირველი ტერიტორიები, რომლებიც იუნესკომ, 1978 წელს, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობად გამოაცხადა.[5] ქალაქის ცენტრალური მოედანი მდებარეობს ეკვატორიდან 25 კმ-ით სამხრეთით; კიტოს მხოლოდ 1 კმ მონაკვეთი ხვდება 0 გრადუს განედში, სადაც აღმართულია სპეციალური მონუმენტი და მუზეუმი, რასაც ადგილობრივები უწოდებენ la mitad del mundo (მსოფლიოს შუაგული). მის არქიტექტურაში ჰარმონიულადაა შერწყმული ესპანური, ჰოლანდიური და ინდიელების შენობების სტილი.