From Wikipedia, the free encyclopedia
კიტო (ესპ. Quito) — ეკვადორის დედაქალაქი. ქვეყნის ყველაზე პოპულარული ქალაქი.[1] ქალაქის ცენტრი ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, შესაბამისად კიტო ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქებს შორის მეორეა (ლა-პასის შემდეგ). არის ეკვატორთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი.[2] მდებარეობს სამხრეთი ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე გაულაბამბას ბასეინის გასწვირ, ვულკან პიჩინჩას აღმოსავლეთ ფერდობზე,[3] აქტიურ სტრატოვულკანურ ანდების მთებში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კიტო ესპ. Quito San Francisco de Quito | |||||
ზემოდან საათის ისრის მიმართულებით: ქუჩა ლა-რონდა, იესოს საზოგადოების ეკლესია, ელ-პანესილიო - ხედი ჩრდილოეთი კიოტოდან, ეკვადორის მთავრობის სახლი, კიტოს ცენტრალური ნაწილი, ლა-კაროლინას პარკი და წმინდა ფრანსისკის ეკლესია | |||||
| |||||
ქვეყანა | ეკვადორი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 00°15′00″ ს. გ. 78°35′00″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | პაკო მონკაიო | ||||
დაარსდა | 6 დეკემბერი, 1534 | ||||
ფართობი | 324 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2 850 მ | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა და Quichua | ||||
მოსახლეობა | 1 978 376 კაცი (2019) | ||||
სიმჭიდროვე | 4313,9 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | +593 2 | ||||
საფოსტო ინდექსი | P01 | ||||
ოფიციალური საიტი | quito.gob.ec | ||||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 2 ინგლ. • რუს. • ფრ. |
2008 წელს ქალაქი მოეწყო, როგორც სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის მთავარი ოფისი.[4]
კიტოს ისტორიული ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ყველაზე ნაკლებად შეცვლილი და საუკეთესოდ დაცული ადგილია ამერიკაში.[5] კიტო და კრაკოვი (პოლონეთი) იყო პირველი ტერიტორიები, რომლებიც იუნესკომ, 1978 წელს, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობად გამოაცხადა.[5] ქალაქის ცენტრალური მოედანი მდებარეობს ეკვატორიდან 25 კმ-ით სამხრეთით; კიტოს მხოლოდ 1 კმ მონაკვეთი ხვდება 0 გრადუს განედში, სადაც აღმართულია სპეციალური მონუმენტი და მუზეუმი, რასაც ადგილობრივები უწოდებენ la mitad del mundo (მსოფლიოს შუაგული). მის არქიტექტურაში ჰარმონიულადაა შერწყმული ესპანური, ჰოლანდიური და ინდიელების შენობების სტილი.
კიტო მდებარეობს ეკვადორის მთიანეთის ჩრდილოეთით, მდინარე გაულაბამბას აუზის გასწვრივ. ქალაქი აგებულია გრძელ პლატოზე, რომელიც მდებარეობს ვულკან პიჩინჩას აღმოსავლეთ ფერდობზე. გაულამბამბას ხეობა, სადაც კიტო მდებარეობს, ვულკანებით არის შემოსაზღვრული; ზოგი მათგანი თოვლით არის დაფარული და მოწმენდილ დღეს ქალაქიდანაც ჩეიძლება მათი დანახვა. არის ეკვატორთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი. კიტოს საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2,820 მეტრია.[6]
კიტოსთან ყველაზე ახლოს მდებარე ვულკანი არის პიჩინჩა, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კიტო ერთადერთი დედაქალაქია, რომელიც აქტიურ ვოლკანთან ასე ახლოს აშენდა.[7] ვულკან პიჩინჩას რამდენიმე მწვერვალი გააჩნია; მათ შორისაა: რუკუ პიჩინჩა (ზღვის დონიდან 4700 მეტრი) და გუაგუა პიჩინჩა (ზღვის დონიდან 4794 მეტრი).
პიჩინჩა აქტიური ვულკანია, რომელსაც ეროვნული პოლიტექნიკური სკოლის გეოგრაფიული ინსტიტუტის ვულკანოლოგები ამოწმებენ. უდიდესი ამოფრქვევა მოხდა 1660 წელს, როცა ქალაქი 25 სანტიმეტზე მეტი სისქის ფერფლმა დაფარა.[8] XIX საუკუნეში მოხდა სამი მცირე ამოფრქვევა. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1999 წლის 5 ოქტომბერს; კვამლი ქალაქიდანაც შეამჩნიეს; აგრეთვე ქალაქმდე მოაღწია ფერფლის დიდმა ოდენობამაც.[9]
ქალაქზე გავლენის მოხდება სხვა მიმდებარე ვულკანებსაც შეუძლია. 2002 წლის ნოემბერში ვულკანმა რევენტადორმა იფეთქა და ქალაქი თხელი ნაცრის ნაწილაკებით დაიფარა; ფენის სისქემ რამდენიმე სანტიმეტრს მიაღწია.[10]
კიტოს აღმოსავლეთით, გაულამბამბას ველის დასავლეთით მდებარეობს ცენტრალური კორდილიერების (სამეფო კორდილერები) რამდენიმე ვულკანი; მათ შორისაა: ილინზა, ატაკაზო და პულულაჰა (მდებარეობს პულულაჰას გეობოტანიკური ნაკრძალის ტერიტორიაზე).[11]
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით კიტოს სამხრეთ ნაწილი ხასიათდება სუბტროპიკული მაღალმთიანი კლიმატით, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილი თბილ-ზაფხულის ხმელთაშუა ზღვის კლიმატით. ეკვატორზე მისი ადგილმდებარეობისა და სიმაღლის გამო, კიტოს ახასიათებს საკმაოდ გრილი კლიმატი. შუადღის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 21.4 °C-ია, ხოლო ღამის მინიმალური ტემპერატურა საშუალოდ - 9.8 °C.[12] წლიური საშუალო ტემპერატურა 15.6 °C-ია.[13] გამოიყოფა ორი სეზონი: მშრალი სეზონი და წვიმების სეზონი. მშრალი სეზონი, ივნისიდან სექტემბრამდე (4 თვე), მოიხსენიება როგორც ზაფხული; ხოლო წვიმების სეზონი, ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით (8 თვე), ზამთარად არის მოხსენიებული. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე წლიუქი ნალექების ოდენობა დაახლოებით 1,000 მმ-ია.
ზღვის დონიდან ქალაქის სიმაღლის გამო, კიტო, მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით, მზისგან ყველაზე დიდი რაოდენობით იღებს რადიაციულ სხივებს; ამის გამო დღის განმავლობაში UV ინდექსი ზოგჯერ 24-საც კი აღწევს.[14][15]
ის ფაქტი, რომ კიტო თითქმის ეკვატორზე მდებარეობს, ნიშნავს, რომ მაღალი წნევას აქ ძალზე იშვიათად ვხვდებით. წნევა სტაბილურია, ამის გამო როგორც ძალიან მაღალ, ისე ძალიან დაბალ წნევას აქ თითქმის ვერ ვხვდებით. 2010 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 30 ივნისამდე დაფიქსირებულ წნევის მაჩვენებლებს შორის ყველაზე დაბალი 998.2 ჰპა იყო, ხოლო ყველაზე მაღალი 1,015.2 ჰპა. ჩვეულებრივ, წნევა მაქსიმალურ მაჩვენებელს შუაღამისას, ხოლო მინიმალურს შუადღისას აღწევს.[16]
კიტო დაყოფილია ტერიტორიად, რომლებიც ერთმანეთისგან გორაკებით არის გამოყოფილი. მათ შორისაა:
კიტოს ისტორიული ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ყველაზე ნაკლებად შეცვლილი და საუკეთესოდ დაცული ადგილია ამერიკაში.[5] ეს ცენტრი, კრაკოვის ისტორიულ ცენტრთან ერთად, პირველი იყო, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა 1978 წლის 18 სექტემბერს. კიტოს ისტორიული ცენტრი მდებარეობს დედაქალაქის ამჟამინდელი ცენტრის სამხრეთით, გადაჭიმულია 320 ჰექტარ ფართობზე (790 ჰექტარი) და ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მხარეა. ცენტრში 130 მონუმენტური შენობაა განთავსებული. [წყარო არ არის მითითებული 1560 დღე]
პრეზიდენტის სასახლე ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობის ადგილსამყოფელია, რომელიც კიტოს ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. მთავარეპისკოპოსის სასახლესთან, მუნიციპალური სასახლესთან, სასტუმრო პლაზა გრანდესა და მიტროპოლიენის ტაძართან ერთად სასახლე გადაჰყურებს დამოუკიდებლობის მოედნად, ან „პლაზა გრანდედ“ (კოლონიური სახელი) წოდებულ დიდ საზოგადოებრივ სივრცეს. რესპუბლიკური პერიოდის განმავლობაში თითქმის ყველა პრეზიდენტი ქვეყანას ამ ადგილიდან მართავდა. პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს სასახლის მესამე სართულზე, ადმინისტრაციულ ოფისებთან ერთად. რეზიდენცია არის მდიდრული კოლონიური სტილის ბინა, რომელშიც პრეზიდენტი და მისი ოჯახი ცხოვრობდა.
კიტოს ტაძარი არის ქალაქის კათოლიკური საზოგადოებისთვის სულიერი ღირებულების ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური სიმბოლო. კონსტრუქციის მშენებლობა 1562 წელს დაიწყო; კიტოს ეპარქია ჩვიდმეტი წლის შემდეგ, 1545 წელს შეიქმნა. ეკლესიის შენობის მშენებლობა 1806 წელს, პრეზიდენტ ბარონ ჰექტორ დე კარონდეტელის წინამძღოლობის პერიოდში, დასრულდა.[17]
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოვლენა, რომელიც ამ ტაძარში მოხდა, არის 1877 წლის 30 მარტს, დიდ პარასკევს, კიტოს ეპისკოპოს, ჟოზე იგნასიო-ჩერა-ბარბას მკვლელობა, რომელიც ნაკურთხ ღვინოში შერეული საწამლავით მოკლეს. ტაძარის ტერიტორიაზე მდებარეობს გრანდ მარშალ ანტონიო ხოსე დე საქრესა და რამდენიმე რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასევე აქ დაღუპული ეპისკოპოსებისა და მღვდლების საფლავები. ტაძარი თავისუფლების მოედნის სამხრეთ მხარეს მდებარეობს.[18]
სან-ფრანცისკოს ეკლესია არის ლათინური ამერიკის ქალაქების ისტორიულ ცენტრებს შორის უდიდესი შემორჩენილი არქიტექტურული ჯგუფი. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1550 წელს, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი ამერიკელები საქონელგაცვლას აწარმოებდნენ.
ელ-საგრარიოს ეკლესია (Iglesia de El Sagrario) კოლონიურ ეპოქაში იყო კიტოს ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა. აშენდა XVII საუკუნის ბოლოს; ეკლესიის კონსტრუქცია იტალიური რენესანსის სტილის არის. მის ცენტრალურ თაღს მივყავართ გუმბათქვეშ, ფრესკებთან, რომლებზეც გამოსახულია მთავარანგელოზები და სხვადასხვა მომენტი ბიბლიიდან; აღნიშნული ფრესკები ფრანცისკო ალბანმა შექმნა. „ლეგარდას“ მიერაა მოოქროვილი საკურთხეველი. ეკლესია მდებარეობს გარსია მორნოს ქუჩაზე, კიტოს ტაძრის მახლობლად.[19]
ელ-პანესილიო არის ქალაქის შუა დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 3,016 მეტრი სიმაღლეზე, მდებარე მთა. მთის მწვერვალზე მდებარეობს ღვთისმშობლის ძეგლი; მისი დანახვა შესაძლებელია კიტოს უმეტესი ნაწილიდან. 1976 წელს ესპანელ მხატვარს, აგუსტინ დე ლა ჰარემ მატორას, რელიგიური ბრძანებით დაევალა 41 მეტრის სიგრძის ალუმინის მადონას ქანდაკების აშენება, რომელიც ელ-პანესილიოს მწვერვალზე, მაღალ კვარცხლბეკზე, უნდა მდგარიყო. აღნიშნულ გორაკზე მდგარი ღვთისმშობლის ქანდაკება 1732 წელს ბერნარდო დე ლაგერდას მიერ შექმნილი ქანდაკების რეპლიკაა; ამის გამო, აღნიშნულ ძეგლს ორ სახელს, ლეგარდას ღვთისმშობელს ან პანესილიოს ღვთისმშობელს უწოდებენ.
ეკვადორის უმაღლესი განათლების ეროვნული საბჭოს (CONESUP) თანახმად, ეს არის უნივერსიტეტები, რომლებიც ქალაქ კიტოს მახლობლად ან მის გარშემო, 2006 წლამდე დაარსდა:[20]
უნივერსიტეტი | დაარსების თარიღი |
---|---|
ეკვადორის ცენტრალური უნივერსიტეტი | 18/03/1826 |
ეროვნული პოლიტექნიკური სკოლა | 27/08/1869 |
ეკვადორის საკათედრო უნივერსიტეტი | 04/11/1946 |
კვლევების ეროვნული უნივერსიტეტი | 20/06/1972 |
ლათინური ამერიკის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი | 16/12/1974 |
არმიის უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლა E.S.P.E. | 08/12/1977 |
ეკვატორის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი | 18/02/1986 |
სიმონ ბოლივარ ანდესის უნივერსიტეტი | 27/01/1992 |
Internacional SEK | 30/06/1993 |
კიტოს სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი | 25/10/1988 |
ამერიკის უნივერსიტეტი | 29/11/1995 |
ეკვადორის საერთაშორისო უნივერსიტეტი | 30/08/1996 |
წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი: ბიზნესის სკოლა | 18/12/1997 |
ტურისტული სპეციალობების უნივერსიტეტი | 31/03/2000 |
ნახევარსფეროების უნივერსიტეტი | 20/05/2004 |
სალესიანას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი | 05/08/1994 |
ეკვადორის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა არის კიტოში მდებარე ცენტრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. იგი დაარსდა 1586 წელს და მის მფლობელობაშია 170,000 წიგნების სერია.
კიტოში აქვს განლაგებული ძირითადი სათაო ოფისები ქვეყნის შვიდ ცნობილ ფეხბურთის კლუბს. ქალაქის ყველაზე პოპულარულ კლუბებს (კიტო L.D.U., ელ ნასიონალი) ქვეყნის ეროვნული ჩემპონობა 28-ჯერ აქვთ მოპოვებული. ქალაქის პირველი გუნდები, რომლებმაც ეროვნულ ლიგაში ითამაშეს, არიან კიტო დეპორტივო და აუკასი. კიტო L.D.U არის ერთადერთი კლუბი, რომელსაც ოთხი კონტინენტური ტიტული აქვს მოგებული. ეკვადორის ისტორიაში მეორე ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ელ-ნასიონალია.
ქალაქის პროფესიონალურ გუნდებში შედიან: კიტოს ამერიკა, აუკასი, კიტო L.D.U., ელ ნასიონალი, კიტო დეპორტივო, ESPOLI, კათოლიკური უნივერსიტეტი.
ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, კიტოს ყველა სტადიონი ზღვის დონიდან დაახლოებით 2,800 მეტრი სიმაღლეზე მდებარეობს, რაც ადგილობრივ გუნდებს სხვა ქვეყნის კლუბებისა თუ ნაკრებების წინააღმდეგ დიდ უპირატესობას ანიჭებს; ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომლის საშუალებითაც ეკვადორმა გასული ორი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მოახერხა.[21]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.