From Wikipedia, the free encyclopedia
კაილ ენდრიუ უოკერი (ინგლ. Kyle Andrew Walker; დ. 28 მაისი, 1990) — ინგლისელი ფეხბურთელი. „მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მარჯვენა მცველი. ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად.[1][2][3][4][5]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 28 მაისი, 1990 | ||
დაბადების ადგილი | შეფილდი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ სიტი | ||
ნომერი | 2 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1997–2008 | შეფილდ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008–2009 | შეფილდ იუნაიტედი | 2 | (0) |
2008 | → ნორთჰემპტონ თაუნი | 9 | (0) |
2009–2017 | ტოტენჰემ ჰოტსპური | 183 | (4) |
2009–2010 | → შეფილდ იუნაიტედი | 26 | (0) |
2010–2011 | → ქუინს პარკ რეინჯერსი | 20 | (0) |
2011 | → ასტონ ვილა | 15 | (1) |
2017– | მანჩესტერ სიტი | 199 | (3) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2011– | ინგლისი | 90 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 14 სექტემბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ივლისი, 2024 |
უოკერმა ფეხბურთის თამაში „შეფილდ იუნაიტედის“ ბავშვთა გუნდში შვიდი წლის ასაკში დაიწყო. მისი დებიუტი პირველ გუნდში 18 წლის ასაკში შედგა, როდესაც იჯარით „ნორთჰემპტონ თაუნში“ გადავიდა. მან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა „შეფილდ იუნაიტედის“ რიგებში გამოსვლისას და 2009 წლის ჩემპიონშიპის პლეი-ოფის ფინალში ითამაშა.[6]
საკლუბო კარიერის შემდგომ წლებში „ქუინს პარკ რეინჯერსსა“ და „ასტონ ვილაში“ იჯარით თამაშის შემდეგ, უოკერმა თავისი ადგილი „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ პირველ გუნდში დაიმკვიდრა, რომლის შემადგენლობაშიც პრემიერ ლიგის 183 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი შეაგდო.
უოკერი „მანჩესტერ სიტის“ 2017 წელს შეუერთდა 45 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. „სიტიში“ ყოფნისას მან ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგის ტიტული, ოთხჯერ ინგლისის ლიგის თასი, ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2023 წელს, როგორც კონტინენტური ტრებლის ნაწილი.[7][8]
ის სამჯერ იქნა დასახელებული PFA-ს წლის გუნდში, 2011–12, 2016–17 და 2017–18 სეზონებში.
ნათამაშები აქვს ინგლისის 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. ევროპის 2016 და 2020 წლების და მსოფლიოს 2018 და 2022 წლების მონაწილე ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.
კაილ უოკერი ცნობილია თავისი სისწრაფითა და სიძლიერით,[9] და ნეიმარის შეფასებით იგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქეა, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე უთამაშია.[10] როგორც ამჟამინდელი, ისე ყოფილი თანაგუნდელები მას აფასებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და წარმატებულ მცველს მსოფლიოში.[11][12]
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | ლიგის თასი | ევროპა | სხვა | ჯამში | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
შეფილდ იუნაიტედი | 2008–09[35] | ჩემპიონშიპი | 2 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | — | 3[georgian 1] | 0 | 7 | 0 | |
ნორთჰემპტონ თაუნი → | 2008–09[35] | ლიგა 1 | 9 | 0 | — | — | — | — | 9 | 0 | ||||
ტოტენჰემ ჰოტსპური | 2009–10[36] | პრემიერ-ლიგა | 2 | 0 | — | — | — | — | 2 | 0 | ||||
2010–11[37] | პრემიერ-ლიგა | 1 | 0 | — | — | 0 | 0 | — | 1 | 0 | ||||
2011–12[38] | პრემიერ-ლიგა | 37 | 2 | 5 | 0 | 0 | 0 | 5[georgian 2] | 0 | — | 47 | 2 | ||
2012–13[39] | პრემიერ-ლიგა | 36 | 0 | 1 | 0 | 2 | 0 | 11[georgian 2] | 0 | — | 50 | 0 | ||
2013–14[40] | პრემიერ-ლიგა | 26 | 1 | 1 | 0 | 3 | 0 | 4[georgian 2] | 0 | — | 34 | 1 | ||
2014–15[41] | პრემიერ-ლიგა | 15 | 0 | 0 | 0 | 3 | 0 | 3[georgian 2] | 0 | — | 21 | 0 | ||
2015–16[42] | პრემიერ-ლიგა | 33 | 1 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | — | 35 | 1 | ||
2016–17[43] | პრემიერ-ლიგა | 33 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 5[georgian 3] | 0 | — | 39 | 0 | ||
სულ | 183 | 4 | 10 | 0 | 8 | 0 | 28 | 0 | — | 229 | 4 | |||
შეფილდ იუნაიტედი → | 2009–10[36] | ჩემპიონშიპი | 26 | 0 | 2 | 0 | — | — | — | 28 | 0 | |||
ქუინს პარკ რეინჯერსი → | 2010–11[37] | ჩემპიონშიპი | 20 | 0 | — | — | — | — | 20 | 0 | ||||
ასტონ ვილა → | 2010–11[37] | პრემიერ-ლიგა | 15 | 1 | 3 | 1 | — | — | — | 18 | 2 | |||
მანჩესტერ სიტი | 2017–18[44] | პრემიერ-ლიგა | 32 | 0 | 3 | 0 | 6 | 0 | 7[georgian 4] | 0 | — | 48 | 0 | |
2018–19[45] | პრემიერ-ლიგა | 33 | 1 | 5 | 0 | 3 | 1 | 10[georgian 4] | 0 | 1[georgian 5] | 0 | 52 | 2 | |
2019–20[46] | პრემიერ-ლიგა | 29 | 1 | 2 | 0 | 4 | 0 | 6[georgian 4] | 0 | 1[georgian 5] | 0 | 42 | 1 | |
2020–21[47] | პრემიერ-ლიგა | 24 | 1 | 3 | 1 | 4 | 0 | 11[georgian 4] | 0 | — | 42 | 2 | ||
2021–22[48] | პრემიერ-ლიგა | 20 | 0 | 3 | 0 | 1 | 0 | 7[georgian 4] | 1 | 0 | 0 | 31 | 1 | |
2022–23[49] | პრემიერ-ლიგა | 27 | 0 | 5 | 0 | 1 | 0 | 5[georgian 4] | 0 | 1[georgian 5] | 0 | 39 | 0 | |
სულ | 165 | 3 | 21 | 1 | 19 | 1 | 46 | 1 | 3 | 0 | 254 | 6 | ||
სულ ჯამში | 420 | 8 | 38 | 2 | 27 | 1 | 74 | 1 | 6 | 0 | 565 | 12 |
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
ინგლისი | 2011 | 2 | 0 |
2012 | 2 | 0 | |
2013 | 6 | 0 | |
2015 | 3 | 0 | |
2016 | 10 | 0 | |
2017 | 9 | 0 | |
2018 | 12 | 0 | |
2019 | 4 | 0 | |
2020 | 5 | 0 | |
2021 | 12 | 0 | |
2022 | 8 | 0 | |
2023 | 2 | 0 | |
ჯამში | 75 | 0 |
კაილ უოკერის სანაკრებო მატჩები | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
№ | თარიღი | მოწინააღმდეგე | ანგარიში | გოლი | შეჯიბრი | |
1 | 12 ნოემბერი, 2011 | ესპანეთი | 1:0 | - | ამხანაგური მატჩი | |
2 | 15 ნოემბერი, 2011 | შვედეთი | 1:0 | - | ამხანაგური მატჩი | |
3 | 15 აგვისტო, 2012 | იტალია | 2:1 | - | ამხანაგური მატჩი | |
4 | 12 ოქტომბერი, 2012 | სან-მარინო | 5:0 | - | შესარჩევი მატჩი | |
5 | 22 მარტი, 2013 | სან-მარინო | 8:0 | - | შესარჩევი მატჩი | |
6 | 14 აგვისტო, 2013 | შოტლანდია | 3:2 | - | ამხანაგური მატჩი | |
7 | 6 სექტემბერი, 2013 | მოლდოვა | 4:0 | - | შესარჩევი მატჩი | |
8 | 10 სექტემბერი, 2013 | უკრაინა | 0:0 | - | შესარჩევი მატჩი | |
9 | 11 ოქტომბერი, 2013 | მონტენეგრო | 4:1 | - | შესარჩევი მატჩი | |
10 | 19 ნოემბერი, 2013 | გერმანია | 0:1 | - | ამხანაგური მატჩი | |
11 | 31 მარტი, 2015 | იტალია | 1:1 | - | ამხანაგური მატჩი | |
12 | 12 ოქტომბერი, 2015 | ლიეტუვა | 3:0 | - | შესარჩევი მატჩი (ევრო 2016) | |
13 | 26 მარტი, 2016 | გერმანია | 3:2 | - | ამხანაგური მატჩი | |
14 | 29 მარტი, 2016 | ნიდერლანდები | 1:2 | - | ამხანაგური მატჩი | |
15 | 22 მაისი, 2016 | თურქეთი | 2:1 | - | ამხანაგური მატჩი | |
16 | 2 ივნისი, 2016 | პორტუგალია | 1:0 | - | ამხანაგური მატჩი | |
17 | 11 ივნისი, 2016 | რუსეთი | 1:1 | - | შესარჩევი მატჩი (ევრო 2016) | |
18 | 16 ივნისი, 2016 | უელსი | 2:1 | - | ევრო 2016 | |
19 | 27 ივნისი, 2016 | ისლანდია | 1:2 | - | ევრო 2016 | |
20 | 4 სექტემბერი, 2016 | სლოვაკეთი | 1:0 | - | შესარჩევი მატჩი | |
21 | 8 ოქტომბერი, 2016 | მალტა | 2:0 | - | შესარჩევი მატჩი | |
22 | 11 ოქტომბერი, 2016 | სლოვენია | 0:0 | - | შესარჩევი მატჩი | |
23 | 11 ნოემბერი, 2016 | შოტლანდია | 3:0 | - | შესარჩევი მატჩი | |
24 | 22 მარტი, 2017 | გერმანია | 0:1 | - | ამხანაგური მატჩი | |
25 | 26 მარტი, 2017 | ლიეტუვა | 2:0 | - | შესარჩევი მატჩი | |
26 | 10 ივნისი, 2017 | შოტლანდია | 2:2 | - | შესარჩევი მატჩი | |
27 | 13 ივნისი, 2017 | საფრანგეთი | 2:3 | - | ამხანაგური მატჩი | |
28 | 1 სექტემბერი, 2017 | მალტა | 4:0 | - | შესარჩევი მატჩი | |
29 | 4 სექტემბერი, 2017 | სლოვაკეთი | 2:1 | - | შესარჩევი მატჩი | |
30 | 5 ოქტომბერი, 2017 | სლოვენია | 1:0 | - | შესარჩევი მატჩი | |
31 | 10 ნოემბერი, 2017 | გერმანია | 0:0 | - | ამხანაგური მატჩი | |
32 | 14 ნოემბერი, 2017 | ბრაზილია | 0:0 | - | ამხანაგური მატჩი | |
33 | 23 მარტი, 2018 | ნიდერლანდები | 1:0 | - | ამხანაგური მატჩი | |
34 | 27 მარტი, 2018 | იტალია | 1:1 | - | ამხანაგური მატჩი | |
35 | 2 ივნისი, 2018 | ნიგერია | 2:1 | - | ამხანაგური მატჩი | |
36 | 18 ივნისი, 2018 | ტუნისი | 2:1 | - | მსოფლიო ჩემპიონატი 2018 | |
37 | 24 ივნისი, 2018 | პანამა | 6:1 | - | მსოფლიო ჩემპიონატი 2018 | |
38 | 3 ივლისი, 2018 | კოლუმბია | 1:1 (პენ. 4:3) | - | მსოფლიო ჩემპიონატი 2018 | |
39 | 7 ივლისი, 2018 | შვედეთი | 2:0 | - | მსოფლიო ჩემპიონატი 2018 | |
40 | 11 ივლისი, 2018 | ხორვატია | 1:2 | - | მსოფლიო ჩემპიონატი 2018 | |
41 | 11 სექტემბერი, 2018 | შვეიცარია | 1:0 | - | ამხანაგური მატჩი | |
42 | 12 ოქტომბერი, 2018 | ხორვატია | 0:0 | - | ერთა ლიგა 2018–19 | |
43 | 15 ოქტომბერი, 2018 | ესპანეთი | 3:2 | - | ერთა ლიგა 2018–19 | |
44 | 18 ნოემბერი, 2018 | ხორვატია | 2:1 | - | ერთა ლიგა 2018–19 |
ფოტო, ვიდეო და აუდიო |
---|
TCDb |
თემატური საიტები |
---|
AS.com · BDFA · BDFutbol · ESPNFC.com · eu-football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · Kicker.de · Kooora · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · worldfootball.net |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.