![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f6/Juno_spacecraft_model_1.png/640px-Juno_spacecraft_model_1.png&w=640&q=50)
იუნონა (კოსმოსური ხომალდი)
NASA-ს კოსმოსური ხომალდი იუპიტერის საკვლევად / From Wikipedia, the free encyclopedia
იუნონა (ინგლ. Juno) — NASA-ს კოსმოსური ხომალდი, რომელიც მოგზაურობს იუპიტერის ორბიტაზე. იუნონა გაუშვეს კანავერალის კონცხის საავიაციო სადგურიდან (ინგ. Cape Canaveral Air Force Station) 2011 წლის 5 აგვისტოს. არის ნაწილი New Frontiers პროგრამის. იუნონა იუპიტერის ორბიტაზე გავიდა 2016 წლის 4 ივლისს.[2] [3][4] კოსმოსური ხომალდი ამჟამად არის იუპიტერის პოლარულ ორბიტაზე. მის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს იუპიტერის აგებულების შესწავლა, გრავიტაციული, მაგნიტური ველისა და პოლარული მაგნეტოსფეროს კვლევა. იუნონა ასევე ეძებს პასუხებს კითხვებზე თუ, როგორ ჩამოყალიბდა პლანეტა, ამის კვლევა ხდება ქვიანობის, ატმოსფეროში წყლის შემცველობის შესწავლით, მასის გადანაწილების დადგენით, ქარების შესწავლით, რომელთა სიჩქარე საშუალოდ 618 კილომეტრია საათში.[5]
იუნონა | |
---|---|
![]() | |
მისიის ტიპი | იუპიტერის ორბიტაზე გასვლა |
ოპერატორი | NASA / JPL |
NSSDC ID | ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი < ოპერატორი. |
SCN | 37773 37773 [1][1] |
საიტი | |
მისიის ხანგრძლივობა |
სრული 6 წელი მგზავრობა: 5 წელი კვლევები: 20 თვე |
ტექნიკური მახასიათებლები | |
ცარიელის მასა | 3625 კგ |
სიმძლავრე | 400 ვატი (იუპიტერზე) |
კვების წყაროები | მზის ენერგია, 2ცალი 55-ა/სთ-იანი ლითიუმ-იონის ბატარეა |
ექსპედიცია | |
დაწყების თარიღი | 2011 წ. 5 აგვისტო 16:25:00 UTC |
დასრულების თარიღი | 2018 წ. თებერვალი |
ჯუნო მეორე კოსმოსური ხომალდია, რომელიც გავიდა იუპიტერის ორბიტაზე, მისი წინამორბედი იყო გალილეო, რომელიც იუპიტერს გარს უვლიდა 1995 - 2003 წლებში. კოსმოსური ხომალდი იუნონა ფუნქციონირებს მზის ენერგიაზე, რომელიც ძირითადად დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების ენერგიით მომარაგების მექანიზმს წარმოადგენს. დედამიწის ორბიტაზე შორს მიმავალი ხომალდები რადიოაქტიური იზოტოპის თერმოელექტრონულ გენერატორებზე ფუნქციონირებს ხოლმე. თუმცა იუნონას სამი მზის მასივის ფრთა, თამაშობს უდიდეს როლს, როგორც მის სტაბილურობაში ასევე ენერგიით უზრუნველყოფაში. [6]
კოსმოსური ხომალდის სახელი მოდის ბერძნულ-რომაული მითოლოგიიდან. "ღმერთმა იუპიტერმა გარშემო შემოირტყა ღრუბლები, რათა დაემალა საკუთარი ვნება და ხასიათი, თუმცა მის მეუღლეს იუნონას შეეძლო განეჭვრიტა ღრუბლებს მიღმა და დაენახა იუპიტერის ნამდვილი სახე".[7] სახელწოდება JUNO ასევე შეიძლება გავიგოთ, როგორც აბრევიატურა NASA - ს მისიის სრული სახელწოდების JUpiter Near-polar Orbiter.[8]