მაგნიტური ველი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაგნიტური ველი — ელექტრომაგნიტური ველის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აჩენს დროში ცვლადი ელექტრული ველი, ელექტრული დენი ან ნაწილაკების საკუთარი მაგნიტური მომენტი. მაგნიტური ველი არის მატერიის განსაკუთრებული ფორმა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ურთიერთქმედება მოძრავ დამუხტულ სხეულებსა ან/და მაგნიტური მომენტის მქონე სხეულებს შორის. კვანტური თეორიის მიხედვით ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების გადამტანი არის ფოტონი - უმასო ბოზე-ნაწილაკი. მაგნიტური ველის ძირითადი რაოდენობრივი მახასითებელია მაგნიტური ინდუქციის ვექტორი (როგორც წესი აღინიშნება ). მაგნიტური ველის ერთეული SI სისტემაში არის ტესლა.