იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები სერბეთში
From Wikipedia, the free encyclopedia
2017 წლის მონაცემებით სერბეთში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 5 ძეგლია, რაც ძეგლების საერთო რაოდენობის (1073) დაახლოებით 0,4 %-ია. ყველა ობიექტი სიაში შეტანილია კულტურული კრიტერიუმებით, მათ შორის ორი ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს (კრიტერიუმი i). იუგოსლავიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ იუნესკოს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 2001 წლის 11 სექტემბერს[1]. თუმცა სერბეთის ტერიტორიიდან პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი იყო სტარი-რასი, რომელიც სიაში გაწევრიანდა 96 ნომრით 1979 წელს მე-3 სესიაზე. კოსოვოს მართლმადიდებლური მონასტრები 2006 წლიდან იმყოფებიან იუნესკოს საფრთხის ქვეშ მდგომი ძეგლების სიაში, კოსოვოში მაცხოვრებელ ალბანელთა მასზე შესაძლო თავდასხმის გამო.