From Wikipedia, the free encyclopedia
2017 წლის მონაცემებით სერბეთში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 5 ძეგლია, რაც ძეგლების საერთო რაოდენობის (1073) დაახლოებით 0,4 %-ია. ყველა ობიექტი სიაში შეტანილია კულტურული კრიტერიუმებით, მათ შორის ორი ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს (კრიტერიუმი i). იუგოსლავიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ იუნესკოს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 2001 წლის 11 სექტემბერს[1]. თუმცა სერბეთის ტერიტორიიდან პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი იყო სტარი-რასი, რომელიც სიაში გაწევრიანდა 96 ნომრით 1979 წელს მე-3 სესიაზე. კოსოვოს მართლმადიდებლური მონასტრები 2006 წლიდან იმყოფებიან იუნესკოს საფრთხის ქვეშ მდგომი ძეგლების სიაში, კოსოვოში მაცხოვრებელ ალბანელთა მასზე შესაძლო თავდასხმის გამო.
ცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.
# | სურათი | სახელწოდება | მდებარეობა | დაარსების თარიღი | სიაში შეტანის წელი | № | კრიტერიუმი |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | სტარი-რასი და სოპოჩანის მონასტერი (სერბ. Стари Рас и Манастир Сопоћани) |
უახლოესი ქალაქი ნოვი-პაზარი ოლქი: რაშკა |
XIII საუკუნე | 1979 | 96 | i, iii | |
2 | სტუდენიცის მონასტერი (სერბ. Манастир Студеница) |
უახლოესი ქალაქი კრალიევო ოლქი: რაშკა |
1190 | 1986 | 389 | i, ii, iv, vi | |
3 | კოსოვოს მართლმადიდებლური მონასტრები * ვისოკი-დეჩანის მონასტერი * გრაჩანიცის მონასტერი * პეჩის საპატრიარქო მონასტერი * ლევიშკის ღვთისმშობლის ეკლესია (სერბ. Средњовековни споменици на Косову и Метохији) |
უახლოესი ქალაქი: პეჩი კოსოვო და მეტოხია |
XII-XIV საუკუნეები | 2004, 2006 | 724 | ii, iii, iv | |
4 | გამზიგრადი (სერბ. Гамзиград-Ромулијана) |
უახლოესი ქალაქი ზაიეჩარი ოლქი: ზაიეჩარი |
III- IV საუკუნეები | 2007 | 1253 | iii, iv | |
5 | სტეჩკები (სერბ. Стећци) | ოლქი: ზლატიბორი | XII—XVI საუკუნეები | 2016 | 1504 | iii, vi |
წითელი წერტილებით მონიშნულია სტეჩკების მდებარეობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.