From Wikipedia, the free encyclopedia
ბლუმენბახი, იოჰან ფრიდრიხ (დ. 11 მაისი, 1752, გოთა, გერმანია — გ. 22 იანვარი, 1840, გეტინგენი, გერმანია) — გერმანელი ფიზიოლოგი, ანატომი, ანთროპოლიგი, ზოოლოგი, მედიცინოს დოქტორი და პროფესორი.
იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი | |
---|---|
გერმ. Johann Friedrich Blumenbach | |
დაბ. თარიღი | 11 მაისი, 1752[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბ. ადგილი | გოთა[11] [7] |
გარდ. თარიღი | 22 იანვარი, 1840[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] (87 წლის) |
გარდ. ადგილი | გეტინგენი[11] [7] |
დასაფლავებულია | ალბანიფრიდჰოფი |
მოქალაქეობა |
საქსენ-გოთა-ალტენბურგი Duchy of Saxe-Coburg and Gotha |
საქმიანობა | ანატომი, ანთროპოლოგი[1] [12] , პალეონტოლოგი, ზოოლოგი, ექიმი[12] , უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიოლოგი, კურატორი[12] და ბიოლოგი[12] |
მუშაობის ადგილი | გეტინგენის უნივერსიტეტი[12] |
ალმა-მატერი | გეტინგენის უნივერსიტეტი[12] , იენის უნივერსიტეტი[12] და Ernestinum Gotha |
განთქმული მოსწავლეები | Carl Friedrich Kielmeyer და Johann Michael Ackner |
მამა | Heinrich Blumenbach |
შვილ(ებ)ი | Georg Heinrich Wilhelm Blumenbach |
ჯილდოები | ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[13] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[14] |
იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი დაიბადა 1752 წლის 11 მაისს ტიურინგიაში მდებარე ძველ ქალაქ გოთაში.
ის სწავლობდა იენაში 1776 წლიდან ის იყო მედიცინის პროფესორი და გეტინგენის საბუნებისმეტყველო-ისტორიული კაბინეტის წამყვანი ხელმძღვანელი. ბლუმენბახი მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავდა მსმენელს თავისი მძლავრი სიტყვით, ამის გამო მას თანამედროვენი დიდ პატივს მიაგებდნენ. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ანატომიის მეცნიერების განვითარებაში როგორც ზეპირი სწავლებებით, ისე თავისი წიგნით - «Handb. der vergleichenden Anatomie und Physiologie», რომელიც ევროპის ყველა ენაზე ითარგმნა. მისი ყველაზე საყვარელი სასწავლო საგანი იყო ადამიანის ბუნებრივი ისტორია. მან პირველმა დაჰყო კაცობრიობა რასებად, რომელიც მეცნიერებაში გაბატონებულია თითქმის უკანასკნელ დრომდე. საყოველთაოდ ცნობილია მისი თავის ქალების კოლექცია. «Collectionis craniorum diversarum gentium decades VII» (Гетт., 1790—1820) და «Nova pentas collectionis suae craniorum» (1828, ხელახლა გადამუშავებული 1873წ. იგერინგის მიერ), რომელსაც ეყრდნობა კრანიოლოგიის მტკიცე საფუძველი.
როგორც ფიზიოლოგმა მან გააცნობიერა ყველა ორგანოს თანდაყოლილი სურვილი — მიიღონ გარკვეული ფორმა, შეინარჩუნონ ეს ფორმა საკვების დახმარებით და აღადგინონ დაზიანების შემთხვევაში. ზოგადად, იგი განასხვავებდა სიცოცხლის 5 საწყისს: მგრძობიარობას, გაღიზიანებას, თავად სიცოცხლისუნარიანობას და ზემოთ აღწერილ ინსტიქტს, რომელთა წარმოქმნა დამოკიდებულია არა მხოლოდ კვებასა და ზრდაზე, არამედ განაყოფიერებაზე.
ის 60 წლის ასაკშიც კი აგრძელებდა თავის აკადემიურ მოღვაწეობას, რომელიც მხოლოდ მაშინ მიატოვა, როცა ფიზიკურმა ძალებმა სრულიად შეცვალა იგი. ბლუმენბახი გარდაიცვალა 1840 წლის 22 იანვარს.
იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე შექმნა ნაშრომი — “ადამიანთა ტიპების ბუნებრივი სახესხვაობანი”.
ხსენებულ ნაშრომში მან კაცობრიობა ხუთ უმთავრეს რასად დაჰყო, მათი კრანიომეტრიული მახასიათებლების მიხედვით. ეს ხუთი რასა იყო:
ამ მოსაზრებისაკენ მას უბიძგა 1795 წელს საქართველოში აღმოჩენილმა თავის ქალამ. ბლუმენბახმა წამოაყენა ჰიპოთეზა ევროპელების კავკასიური წარმომავლობის შესახებ.
შემდგომ საუკუნეებში ანთროპოლოგებმა ეს ნაშრომი ანთროპოლოგიის ყველაზე ფუნდამენტურ ნაშრომად შერაცხეს და XX საუკუნის შუა წლებამდე ეს თეორია სამეცნიერო საზოგადოების მიერ ფართოდ იყო აღიარებული.
ქართველთა შესახებ ბლუმენბახი წერდა — “კავკასიონის მთაგრეხილის მახლობლად, კერძოდ მის სამხრეთ ნაწილში ყველაზე თვალწარმტაცი ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები იბადებიან, მე მხედველობაში ქართველები მყავს და სწორად ამიტომაც, ყველა ფიზიოლოგიური წინაპირობისა თუ მიზეზის გათვალისწინებით, არსებობს ყველაზე მაღალი ალბათობა იმისა, რომ კაცობრიობის გაჩენის ადგილი დედამიწაზე, ეს რეგიონია”–ო.
თანამედროვენი ბლუმენბახს მიიჩნევდნენ გერმანული მეცნიერების ამომავალ სინათლედ. კანტი და ფრიდრიხ შელინგი მას უწოდებდნენ თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღრმად განსწავლულ ბიოლოგ-თეორეტიკოსს. მეცნიერებათა ისტორიკოსის პიტერ უოტსონის სიტყვებით " XIX საუკუნის გერმანელი ბიოლოგების ნახევარი მისგან სწავლობდა ან მისით იყო შთაგონებული."
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.