From Wikipedia, the free encyclopedia
თავის ქალის მოყვანილობის, სახის ნაკვთების წყობის, თმის ნაირგვარობის, ტანის პროპორციულობის, კანის ფერის და სხვა ფენოტიპური მახასიათებელი ნიშნების მიხედვით კაცობრიობს ყოფენ რამდენიმე ძირითად რასად. რასების ოდენობა მეტად პირობითია და კულტურულ სტერეოტიპებს ემყარება. ბიოლოგიური რასისგან განსხავვებით, არ არსებობს ადამიანთა რასების კლასიფიკაციის ერთი, მეცნიერული მეთოდი. ტერმინი რასა მეთექვსმეტე საუკუნეში გაჩნდა და მას შემდეგ თანდათანობით მისი მნიშვნელობა ეთნიკური მახასიათებლების აღწერისთვის გამოიყენეს. როდესაც ბიოლოგიურ ტაქსონომიაში ტერმინი რასა აღნიშნავს დონეს ქვესახეობასა და შტამს შორის და ზოგჯერ თავად ქვესახეობას, ადამიანთა რასობრივი კლასიფიკაცია არ არის მეცნიერული და მიიჩნევა სოციალურ კონსტრუქციად.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|რასები და ეთნიკური შემადგენლობა}} |
მსოფლიო მოსახლეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული მახასიათებელი ნიშნების მიხედვით, ენისა და ტერიტორიის ერთიანობით, სამეურნეო საქმიანობით და კულტურული ტრადიციებით გამოიყოფა ეთნოსი (ეროვნება). ბერძ. ἔθνος — ერი, საზოგადოება, ჯგუფი, ხალხი. დღეისათვის ითვლიან სამ ათასზე მეტ ეროვნებას, დაახლოებით 40-ამდე ენობრივ ოჯახს და 3000-მდე ენას.
დღეისთვის მსოფლიოში 300-მდე ეროვნებაა, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა ერთ მილიონს სჭარბობს. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვნებს განეკუთვნებიან: ჩინელები, ჰინდუსტანელები, აშშ-ის ამერიკელები, ბენგალიელები, რუსები, ბრაზილიელები, იაპონელები, პენჯაბელები, ბიჰარელები და ა.შ.
მსოფლიო ხალხების ენობრივი ოჯახებიდან აღსანიშნავია: ინდევროპული, სემიტურ-ქამიტური, ქართველური, ჩრდილოკავკასიური, ფინურ-უნგრული, ჩინეთ-ტიბეტის, თურქული და სხვა ენათა ოჯახები, რომლებიც უფრო მცირე ერთეულებად იყოფა.
ინდოევროპულ ენათა ოჯახი:
სხვა დიდი ოჯახები:
ინდოევროპული ჯგუფი, თავის მხრივ, იყოფა ინდო-ირანულ და რამდენიმე ევროპულ ენეთა ჯგუფებად, რომლებიც, ასევე, იერარქიულად იტოტება. მაგალითად, არსებობს ბალტო-სლავური ოჯახი, რომელშიც ბალტიკური და სლავური ენები ერთიანდება. ასევე, არსებობს ენებს შორის რეგიონული გავლენები, მაგალითად რუმინული და მოლდოვური რომანული ენებია, თუმცა მათ სლავურის გავლენა აქვთ.
ზოგიერთი ზედა დონის კლასიფიკაციის მიხედვით, ყველა ენა საერთო წინაპრისგან მოდის. არსებობს შუალედური კლასიფიკაციებიც, რომლების მიხედვითაც ენები და ენათა ოჯახები ჯერ ერთ საერთო ჯგუფში ერთიანდებიან, რომელიც სხვებთან ერთიანდება უფრო ზედა ჯგუფებში. ასეთი ერთი ჯგუფია ალთაური ენების ჯგუფი; თუმცა, ამ მომენტისთვის, არცერთი ასეთი ჯგუფი აკადემიურად არ არის დამოწმებული და ზუსტი ლინგვისტიკურ გენეტიკური (რაც ენის წარმომავლობას ნიშნავს და არა ბიოლოგიურ გენეტიკას) კავშირები ამ ენებს და ენების ოჯახებს შორის ჯერჯერობით მხოლოდ სპეკულაციების საგანია.
ენებს, კულტურასა და ეთნოსს გარკვეული მცირე კავშირი აქვს ადამიანების წარმომავლობასთან, ბიოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა მიგრაციებისა და კულტურულ-გენეტიკური ასიმილაციის გამო, ეთნიკური ჯგუფები, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ მიჰყვება გენეტიკურ პატერნებს; თუმცა, რიგ შემთხვევებში ეთნიკურ წარმომავლობას უფრო მტკიცე კავშირი აქვს კულტურულ და ლინგვისტიკურ ნიშანთვისებებთან.
ერთ-ერთი თეორია, რომელიც სხვებზე უკეთ ხსნის ეთნიკური ნიშანთვისებების წარმომავლობას, არის გეოგრაფიული დეტერმინიზმი, რომლის მიხედვითაც რეგიონული გეოგრაფია მნიშვნელოვან როლს თამაშობს კულტურისა და ენის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში. ცნობილია, რომ ცხოველთა და მცენარეთა მოშინაურება გავლენას ახდენს ადამიანების სალაპარაკო ენაზე, მათ დიეტაზე, ტანსაცმელზე, ჭურჭელზე და სხვა ლინგვისტიკურ-კულტურულ ასპექტებზე, მიგრაციის მცირე დონის პირობებში კი მოსალოდნელია ენისა და კულტურის კავშირი ადამიანთა გავრცელების არეალთან და, შესაბამისად, მათ წარმომავლობასთან.
ასევე, რეგიონული რელიეფი გავლენას ახდენს იქ მცხოვრებ ადამიანთა კულტურულ ნიშან-თვისებებზე. მთიანი რელიეფი, როგორც წესი, ახდენს ადამიანების ბუნებრივ ბოლკანიზაციას, რისი შედეგიც არის მეტი ლინგვისტიკური, კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება, თუმცა ის ასევე განაპირობებს მეტ იზოლაციასა და ნაკლებ ასიმილაციას. მთიანი რელიეფი, ასევე, წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხედრო თვალსაზრისით, რაც გავლენას ახდენს საბრძოლო იარაღისა და სტრატეგიების განვითარებაზე. მთიანი რელიეფის გარდა, მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი შეიძლება იყოს ზღვაზე გასასვლელი, კლიმატი, ნიადაგის ნაყოფიერება, მცენარეული საფარი, ლოკალური ფლორა, ფაუნა, მოსაშინაურებელი ცხოველების: სიცოცხლის ხანგრძლივობა, შთამომავლობის რაოდენობა, მათი ჯგუფების იერარქიული სტრუქტურა და სხვა ფაქტორები.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიული დეტერმინიზმი ხსნის ხალხის ჯგუფების მრავალ ნიშან-თვისებას, ხშირად არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებიც და გეოგრაფიული დეტერმინიზმი ყოველთვის არ არის საუკეთესო გზა რიგი ეთნიკურ-კულტურული და ლინგვისტიკური ფენომენების ასახსნელად. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, აღმოჩენის ერის და კულტურულ-ეკონომიკური გლობალიზაციის შემდეგ კი, გეოგრაფიული დეტერმინიზმი შესარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ბუნებრივი ბარიერებისა და შეზღუდვების გადალახვა მეტად გაადვილდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.