ინგუშური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ინგუშური ენა (ინგშ. ГIалгIай мотт) — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის ნახური ჯგუფის ვაინახური ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია ძირითადად ინგუშეთის რესპუბლიკაში, რუსეთში. ინგუშეთის რეპუბლიკაში რუსულთან ერთად გააჩნია ოფიციალური ენის სტატუსი. მასზე 405 ათასი კაცი ლაპარაკობს რუსეთში[1] და უზბეკეთში.[2] საკუთარი ორიგინალური დამწერლობა ენას არ გააჩნია, იყენებს ანბან კირილიცას.
სწრაფი ფაქტები
ინგუშური ენა ГIалгIай мотт | |
გავრცელებულია | რუსეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 405 ათასი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილური დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1: — ISO 639-2: inh ISO 639-3: inh |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-inh}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ინგუშური ენა |
დახურვა
ინგუშურ ენას ენათესავება ჩეჩნური ენა, რომელთანაც საერთო დიალექტი ქისტურიც გააჩნია, ასევე ახლოს დგას საქართველოში მოლაპარაკე ბაცბების ბაცბურ ენასთან.[3]