From Wikipedia, the free encyclopedia
ზვარე — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნუნისი, ჩრდილი). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ზვარულის (ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 700 მ. ხარაგაულიდან 24 კმ. სოფელში არის ბიბლიოთეკა[2]
სოფელი | |
---|---|
ზვარე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზვარე |
კოორდინატები | 41°58′29″ ჩ. გ. 43°24′28″ ა. გ. |
ადრეული სახელები | მზვარე |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
მოსახლეობა | 279[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 279 ადამიანი.
სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII ს-ში „მზვარის“ სახელწოდებით. „მზვარე“ აღნიშნავს მზიან ფერდობს. სოფლის თავში, ტყეში, არის ლიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები და სახატე ადგილი, რომელსაც მოსახლეობა „ჯვარნაძვს“ ეძახის.
ზვარე ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია აქ არსებული მინერალური წყლების გამო. სოფელში ასხამენ წყალს „ზვარე“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.