From Wikipedia, the free encyclopedia
ზენადრისი — სოფელი[2] აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში (ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 980 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
ზენადრისი ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიულ აღწერილობასა (XVIII ს. შუა წლები) და იოანე ბატონიშვილის მიერ შედგენილ „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (1794-1799) ზენადრისი თეძმის ხეობის სოფლებს შორის არის დასახელებული.[3] იმ დროს არსებობდა ქვენადრისიც, რომლის ციხე დაზიანებული სახით დგას დღევანდელ ზენადრისსა და სოფელ ჭყოპიანს შორის, მდ. თეძმის მარცხენა ნაპირზე. ზენადრისში შემორჩენილია ასევე შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.
1990-იანი წლების დასაწყისამდე სოფელ დრეში ძირითადად ოსური მოსახლეობა ცხოვრობდა. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 5 მცხოვრები. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ადგილობრივებმა სოფელი დატოვეს. 2002 და 2014 წლების აღწერის მიხედვით იქ არავინ ცხოვრობს.
2002 და 2014 წლის აღწერების მონაცემებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.