From Wikipedia, the free encyclopedia
ზემო ხანდაკი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზემო ხანდაკი, ზენადრისი, კალოუბანი). ზღვის დონიდან 610 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ზემო ხანდაკი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზემო ხანდაკი |
კოორდინატები | 41°54′09″ ჩ. გ. 44°18′51″ ა. გ. |
რწმუნებული | გია იანვარაშვილი |
ცენტრის სიმაღლე | 610 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1561[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,1 % აზერბაიჯანელები 0,9 % ოსები 0,4 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
1925 წელს სოფელში შეიქმნა ამხანაგობა „ახალი ცხოვრება“. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა სოფლის მკვიდრი მიხეილ გოგიბედაშვილი. ამხანაგობის წევრებმა გადაწყვიტეს მიწის დასამუშავებელი მანქანის შეძენა.ცნობილი მეცნიერის კონსტანტინე ამირეჯიბის დახმარებით მათ შეძლეს ბანკიდან სახელმწიფო კრედიტის მიღება და უცხოური „ჰოლტის“ მარკის ტრაქტორის შეძენა. ტრაქტორი სოფელ ზემო ხანდაკში ჩამოიყვანა ინსტრუქტორ-მექანიკოსმა ივანე ლუკიანოვმა. მისი თანაშემწე იყო სერგო კელაპტრიშვილი, შემდგომში ერთ-ერთი პირველი ქართველი ტრაქტორისტი. ეს მოვლენა დიდი ზეიმით აღნიშნეს ზემო ხანდაკისა და მისი მეზობელი სოფლების მეტეხის, ახალქალაქისა და სხვათა მცხოვრებლებმა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1561 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.