არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
ოსკარ ვიქტორ ტროსერო (ესპ. Oscar Víctor Trossero; დ. 15 სექტემბერი, 1953, გოდეკენი, სანტა-ფე, არგენტინა — გ. 12 ოქტომბერი, 1983, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.[2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ოსკარ ვიქტორ ტროსერო [1] | ||
დაბადების თარიღი | 15 სექტემბერი, 1953 | ||
დაბადების ადგილი |
გოდეკენი, სანტა-ფე, არგენტინა | ||
გარდაცვალების თარიღი | 12 ოქტომბერი, 1983 (30 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 174 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1972 | ბოკა ხუნიორსი | 7 | (1) |
1973–1974 | რასინგ კლუბი | 69 | (24) |
1975–1978 | უნიონი | 169 | (57) |
1978–1980 | ნანტი | 50 | (23) |
1980–1981 | მონაკო | 37 | (18) |
1981–1982 | მონპელიე | 27 | (7) |
1982–1983 | რივერ პლეიტი | 22 | (7) |
ეროვნული ნაკრები | |||
1977 | არგენტინა | 3 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
პირველად „ბოკა ხუნიორსის“ შემადგენლობაში ოსკარ ვიქტორ ტროსერომ 1972 წლის 4 ივნისს ითამაშა. ეს იყო საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა პარაგვაის ეროვნულ ნაკრებთან, რომელიც ასუნსიონში, „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკოზე“ (ესპ. Estadio Defensores del Chaco) გაიმართა და ამერიკო რამონ გოდოისა და პედრო ერნესტო მოლინას გოლების წყალობით მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი „ბოკა ხუნიორსის“ დებიუტანტმა ოსკარ ვიქტორ ტროსერომ შეაგდო.[3] ტროსერო შეხვედრის მეორე ნახევრიდან ჩაერთო თამაშში და მატჩის მე-60 წუთზე გოლიც გაიტანა, თუმცა 77-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ეს იყო ერთადერთი შეხვედრა, რომელიც „ბოკა ხუნიორსის“ შემადგენლობაში ოსკარ ვიქტორ ტროსერომ კლუბის მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, ფეხბურთის ჩილელი სპეციალისტის ფერნანდო ხოსე რიერას (ესპ. Fernando José Riera Bauzá)[4] ხელმძღვანელობით ჩაატარა. თავის მხრივ, ფერნანდო ხოსე რიერასთვის ეს იყო ბოლო მატჩი „ბოკა ხუნიორსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელმაც მოედანზე გუნდი ასეთი შემადგენლობით გამოიყვანა: ანტონიო რომა, ოსკარ მიგელ მალბერნატი, ხულიო მელენდეს კალდერონი, რობერტო დომინგო როგელი, სილვიო მარსოლინი, ხოსე რუბენ პალასიოსი, კარლოს ოსკარ პაჩამე, ორლანდო ხოსე მედინა, რამონ ექტორ პონსე, უგო ალბერტო კურიონი, ალდო ვირხილიო ვილიაგრა, რუბენ ხოსე სუნიე და ოსკარ ვიქტორ ტროსერო.
თავისი მომდევნო და ამავდროულად, პირველი ოფიციალური მატჩში „ბოკა ხუნიორსის“ რიგებში ოსკარ ვიქტორ ტროსერომ 1972 წლის 25 ივნისს ჩაატარა.[5] ეს იყო მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის 21-ე ტურის კალენდარული შეხვედრა „რასინგ კლუბის“ წინააღმდეგ, რომელიც სტუმრად, მეტოქის მინდორზე გაიმართა და მათივე გამარჯვებით 3–1 დამთავრდა.[6] პარაგვაელებთან გამართული წინა შეხვედრის მსგავსად, სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ამჯერადაც „ბოკა ხუნიორსის“ უკვე ოფიციალურმა დებიუტანტმა ოსკარ ვიქტორ ტროსერომ შეაგდო.[7][კომ. 1] ეს შეხვედრა ტროსერომ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა. ამასთან, ეს იყო პირველი ოფიციალური მატჩი, რომელიც „ბოკა ხუნიორსმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტის ხოსე ვარაკას (ესპ. José Varacka)[8] ხელმძღვანელობით ჩაატარა.
„ბოკა ხუნიორსის“ რიგებში 1972 წლის მეტროპოლიტანოს ჩემპიონატზე ტროსერომ 34-დან 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო. „ბოკა ხუნიორსმა“ ტურნირის ფარგლებში გამართული 34 შეხვედრიდან — 12 მატჩი მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 10 წააგო. საერთო ჯამში 36 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილი დაიკავა.
მოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 25.06.1972 | აველიანედა | „რასინგ კლუბი“ | 3–1 | „ბოკა ხუნიორსი“ | 69' | [9] | |
2 | 16.07.1972 | ლანუსი | „ლანუსი“ | 1–1 | „ბოკა ხუნიორსი“ | [10] | ||
3 | 23.07.1972 | ბუენოს-აირესი | „ბოკა ხუნიორსი“ | 3–1 | „ატლანტა“ | [11] | ||
4 | 30.07.1972 | ბუენოს-აირესი | „ურაკანი“ | 5–1 | „ბოკა ხუნიორსი“ | 45' | [12] | |
5 | 13.08.1972 | როსარიო | „როსარიო სენტრალი“ | 1–0 | „ბოკა ხუნიორსი“ | 45' | [13] | |
6 | 27.08.1972 | ბუენოს-აირესი | „ბოკა ხუნიორსი“ | 4–2 | „ინდეპენდიენტე“ | 45' | [14] | |
7 | 17.09.1972 | ბანფილდი | „ბანფილდი“ | 0–0 | „ბოკა ხუნიორსი“ | 60' | [15] |
ოსკარ ვიქტორ ტროსერო „ნანტს“ 1978 წლის ივლისში, ოცდახუთი წლის ასაკში შეუერთდა, რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც არგენტინამ თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის არგენტინელ მსოფლიო ჩემპიონთა შორის არ ირიცხებოდა, მისმა, როგორც მაღალი კლასის ფეხბურთელის რეპუტაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ფრანგული კლუბის მხრიდან მისით დაიტერესების საქმეში.[16]
„ნანტში“ მისი თანაგუნდელები იყვნენ ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, პატრის რიო, მაქსიმ ბოსი, ენსო ტროსერო, ტიერი ტუსო, ანრი მიშელი, ოსკარ მიულერი, ერიკ პეკუ, ჟილ რამპიიონი, ლოიკ ამისი და სხვები,[17] რომლებთან ერთადაც ოსკარ ვიქტორ ტროსერო 1979 წელს ჯერ საფრანგეთის თასს დაეუფლა,[18] ხოლო შემდეგ 1979–80 წლების სეზონის საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო,[19] რომლის ფარგლებში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო და ერიკ პეკუსთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.[20]
არგენტინელი ნანტში 1978 წლის 31 ივლისს ჩავიდა, როდესაც საფრანგეთის ჩემპიონატი უკვე დაწყებული იყო და სათამაშო ფორმის აღდგენის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, პირველად თავისი ახალი კლუბის მაისურით 22 აგვისტოს გამოვიდა მინდორზე.[16] ეს იყო საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის გასვლითი შეხვედრა „სენტ-ეტიენის“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც „სტად ჟოფრუა-გიშარზე“ (ფრანგ. Stade Geoffroy-Guichard) გაიმართა და რომელსაც 26 116 მაყურებელი დაესწო, მასპინძელთა გამარჯვებით 3–1 დამთავრდა.[21][22] ტროსეროსთვის სადებიუტო შეხვედრა „ნანტმა“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, მაქსიმ ბოსი, რეინალდ დენუე (გი ლაკომბი 40'), ანხელ უგო ბარგასი, პატრის რიო, ტიერი ტუსო, ანრი მიშელი, ლოიკ ამისი, ბრუნო ბარონკელი, ერიკ პეკუ, ოსკარ ვიქტორ ტროსერო (ჟილ რამპიიონი 80'). მთავარი მწვრთნელი ჟან ვენსანი (ფრანგ. Jean Vincent; 1930–2013).[კომ. 2]
„ნანტის“ რიგებში 1978–79 წლების სეზონში საფრანგეთის პირველობაზე ტროსერომ 38-დან 17 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი შეაგდო.[23][24][25] „ნანტმა“ ტურნირის ფარგლებში გამართული 38 შეხვედრიდან — 23 მატჩი მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. საერთო ჯამში 54 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.[26][27][28][29]
მოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 22.08.1978 | სენტ-ეტიენი | „სენტ-ეტიენი“ | 3–1 | „ნანტი“ | 80' | [30] | |
2 | 25.08.1978 | ნანტი | „ნანტი“ | 5–0 | „ანჟე“ | 43' (პენ.), 78', 80' | [31] | |
3 | 05.09.1978 | მარსელი | „ოლიმპიკი“ (მ) | 1–1 | „ნანტი“ | 66' | [32] | |
4 | 08.09.1978 | ნანტი | „ნანტი“ | 2–0 | „პარი“ | 4', 40' | [33] | |
5 | 19.09.1978 | ბორდო | „ბორდო“ | 1–1 | „ნანტი“ | 73' | [34] | |
6 | 22.09.1978 | ნანტი | „ნანტი“ | 1–0 | „მეცი“ | [35] | ||
7 | 30.09.1978 | მონბელიარი | „სოშო“ | 3–1 | „ნანტი“ | [36] | ||
8 | 11.10.1978 | ნანტი | „ნანტი“ | 1–0 | „ბასტია“ | 46' | [37] | |
9 | 14.10.1978 | პარიზი | „პარი სენ-ჟერმენი“ | 1–1 | „ნანტი“ | [38] | ||
10 | 21.10.1978 | ნანტი | „ნანტი“ | 4–0 | „ვალანსიენი“ | 12' | 34' | [39] |
11 | 02.03.1979 | პარიზი | „პარი“ | 1–2 | „ნანტი“ | [40] | ||
12 | 20.04.1979 | ბასტია | „ბასტია“ | 1–0 | „ნანტი“ | 70' | [41] | |
13 | 27.04.1979 | ნანტი | „ნანტი“ | 1–0 | „პარი სენ-ჟერმენი“ | 46' | [42] | |
14 | 05.05.1979 | ვალანსიენი | „ვალანსიენი“ | 1–1 | „ნანტი“ | [43] | ||
15 | 18.05.1979 | ნანტი | „ნანტი“ | 3–0 | „ნანსი“ | [44] | ||
16 | 29.05.1979 | ნანტი | „ნანტი“ | 5–1 | „ოლიმპიკი“ (ლ) | 71' | [45] | |
17 | 01.06.1979 | ლავალი | „ლავალი“ | 0–5 | „ნანტი“ | 64' | [46] |
საფრანგეთის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებულ 7 შეხვედრაში ორჯერ აიღო მეტოქეთა კარები. ასევე ორი მატჩი ჩაატარა უეფას თასზე.[47]
საფრანგეთის თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „ნანტი“ და „ოსერი“ დაუპირისპირდნენ, 1979 წლის 16 ივნისს, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მას 46 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.[48][49] ფინალში ტროსეროს გარდა „ნანტის“ შემადგენლობაში იყვნენ: ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, მაქსიმ ბოსი, ტიერი ტუსო, პატრის რიო (რეინალდ დენუე 85'), ანრი მიშელი, ომარ სანუნი, ოსკარ მიულერი, ერიკ პეკუ, ჟილ რამპიიონი, ლოიკ ამისი და ბრუნო ბარონკელი, რომელმაც 61-ე წუთზე ტროსერო შეცვალა. ერიკ პეკუს ჰეთ-თრიკით და ოსკარ მიულერის გოლით „ნანტმა“ 4–1 დაამარცხა მეტოქე და თასს დაეუფლა.[50][51][52]
„ნანტმა“, როგორც 1979 წლის საფრანგეთის თასის მფლობელმა, ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. სწორედ აღნიშნული თასის გათამაშებას უკავშირდება ოსკარ ვიქტორ ტროსეროს საკლუბო კარიერაში ევროთასებზე ასპარეზობის დებიუტი. პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 1979–80 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველი წრის შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიურ საფეხბურთო კლუბ ბელფასტის „კლიფტონვილის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ნანტი“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე — მეკარე ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, მცველები: პატრის რიო, მაქსიმ ბოსი, ენსო ტროსერო, ტიერი ტიუსო, ნახევარდაცვა: ანრი მიშელი, ოსკარ მიულერი, ჟილ რამპიიონი, თავდასხმა: ლოიკ ამისი, ბრუნო ბარონკელი და ოსკარ ვიქტორ ტროსერო. შეხვედრა 1979 წლის 19 სექტემბერს ბელფასტში, „სოლიტუდის“ სტადიონზე (ინგლ. Solitude) გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[53] ქვემოთ მოყვანილია ოსკარ ვიქტორ ტროსეროს მიერ თასების თასზე ჩატარებული მატჩები „ნანტის“ შემადგენლობაში.
მოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | გოლები | შენიშვნა | წყარო |
1 | 19.09.1979 | „კლიფტონვილი“ | 0–1 | „ნანტი“ | [54][55] | |||
2 | 03.10.1979 | „ნანტი“ | 7–0 | „კლიფტონვილი“ | [56][57] | |||
3 | 24.10.1979 | „ნანტი“ | 3–2 | „სტიაუა“ | [58][59] | |||
4 | 07.11.1979 | „სტიაუა“ | 1–2 | „ნანტი“ | [60][61] | |||
5 | 05.03.1980 | „დინამო“ მოსკოვი | 0–2 | „ნანტი“ | [62][63] | |||
6 | 19.03.1980 | „ნანტი“ | 2–3 | „დინამო“ მოსკოვი | [64][65] | |||
7 | 09.04.1980 | „ნანტი“ | 2–1 | „ვალენსია“ | [66][67] | |||
„ნანტის“ რიგებში 1979–80 წლების სეზონში საფრანგეთის პირველობაზე ტროსერომ 38-დან 32 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი შეაგდო. „ნანტმა“ ტურნირის ფარგლებში გამართული 38 შეხვედრიდან — 26 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. საერთო ჯამში 57 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა.[68][69][70]
მოგება | ფრე | წაგება |
---|
1980 წლის ზაფხულში „ნანტი“ დატოვა და კონტრაქტი „მონაკოსთან“ გააფორმა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტურნირზე 44 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
პირველად „მონაკოს“ მაისურით 1980 წლის 24 ივლისს, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში „ნანსის“ წინააღმდეგ ითამაშა.[77]
შემდეგ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფ „მონპელიეს“ შეუერთდა, რომელმაც ის სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულა.[16]
პირველად „მონპელიეს“ მაისურით 1981 წლის 24 ივლისს, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში „ოსერის“ წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი, რომელიც „სტად დე ლა მოსონზე“ (ფრანგ. Stade de la Mosson) გაიმართა და რომელსაც 9 524 მაყურებელი დაესწო, უგოლო ფრით 0–0 დამთავრდა.[78][79] ტროსეროსთვის სადებიუტო შეხვედრა „მონპელიემ“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა — მეკარე გი ფორმიჩი, მცველები: რეჟის დიურანი, ფაუზი მანსური, ნახევარდაცვა: ბერნარ მაიო, ჟოზე პასკუალეტი, მიშელ მეზი, ჟაკ სანტინი, ბერნარ დუკუინგი, თავდასხმა: ლუიზინიო, კრისტიან სარამანია, ვიქტორ ტროსერო. მთავარი მწვრთნელი კადერ ფირუდი.[80][81]
პირველი გოლი „მონპელიეს“ შემადგენლობაში 1981 წლის 28 ივლისს, საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში „ნანსის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში მატჩის მე-6 წუთზე გაიტანა.[82] მატჩი, რომელიც „სტად მარსელ-პიკოზე“ (ფრანგ. Stade Marcel-Picot) გაიმართა და რომელსაც 6 745 მაყურებელი დაესწო, „ნანსის“ გამარჯვებით 3–2 დამთავრდა.[83]
„მონპელიეს“ რიგებში 1981–82 წლების სეზონში საფრანგეთის პირველობაზე ტროსერომ 38-დან 27 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი შეაგდო.[84][85] „მონპელიემ“ ტურნირის ფარგლებში გამართული 38 შეხვედრიდან — 7 მატჩი მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 23 წააგო. საერთო ჯამში 22 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავა.[86][87]
მოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 24.07.1981 | მონპელიე | „მონპელიე“ | 0–0 | „ოსერი“ | [88] | ||
2 | 28.07.1981 | ნანსი | „ნანსი“ | 3–2 | „მონპელიე“ | 6' | [89] | |
3 | 04.08.1981 | მონპელიე | „მონპელიე“ | 2–0 | „ნანტი“ | [90] | ||
4 | 07.08.1981 | ნიცა | „ნიცა“ | 1–0 | „მონპელიე“ | [91] | ||
5 | 11.08.1981 | მონპელიე | „მონპელიე“ | 0–0 | „ვალანსიენი“ | [92] | ||
6 | 28.08.1981 | მონპელიე | „მონპელიე“ | 0–1 | „ბორდო“ | [93] | ||
7 | 01.09.1981 | მონპელიე | „მონპელიე“ | 1–1 | „მეცი“ | 4' | [94] | |
8 | 22.09.1981 | მონპელიე | „მონპელიე“ | 3–2 | „ბასტია“ | [95] | ||
9 | 27.10.1981 | სენტ-ეტიენი | „სენტ-ეტიენი“ | 4–0 | „მონპელიე“ | 68' | [96] | |
10 | 30.10.1981 | მონპელიე | „მონპელიე“ | 1–3 | „სოშო“ | [97] | ||
11 | 07.11.1981 | პარიზი | „პარი სენ-ჟერმენი“ | 1–0 | „მონპელიე“ | [98] | ||
12 | 10.11.1981 | მონპელიე | „მონპელიე“ | 1–1 | „ლანსი“ | [99] | ||
13 | 21.11.1981 | ბრესტი | „ბრესტი“ | 0–1 | „მონპელიე“ | 82' | [100] | |
14 | 12.12.1981 | ნანტი | „ნანტი“ | 7–0 | „მონპელიე“ | 65' | [101] | |
15 | 31.01.1982 | ბორდო | „ბორდო“ | 4–1 | „მონპელიე“ | [102] | ||
16 | 07.02.1982 | მეცი | „მეცი“ | 4–0 | „მონპელიე“ | [103] | ||
17 | 19.02.1982 | მონპელიე | „მონპელიე“ | 2–1 | „ლილი“ | 70', 87' | 54' 75' | [104] |
18 | 27.02.1982 | ბასტია | „ბასტია“ | 1–0 | „მონპელიე“ | [105] | ||
19 | 03.03.1982 | მონპელიე | „მონპელიე“ | 1–3 | „ტური“ | 89' | [106] | |
20 | 13.03.1982 | ლავალი | „ლავალი“ | 2–1 | „მონპელიე“ | [107] | ||
21 | 20.03.1982 | მონპელიე | „მონპელიე“ | 0–0 | „სტრასბური“ | [108] | ||
22 | 27.03.1982 | მონაკო | „მონაკო“ | 1–0 | „მონპელიე“ | [109] | ||
23 | 02.04.1982 | მონპელიე | „მონპელიე“ | 0–1 | „სენტ-ეტიენი“ | [110] | ||
24 | 09.04.1982 | მონბელიარი | „სოშო“ | 1–0 | „მონპელიე“ | [111] | ||
25 | 13.04.1982 | მონპელიე | „მონპელიე“ | 2–5 | „პარი სენ-ჟერმენი“ | 63' | 50' | [112] |
26 | 23.04.1982 | ლანსი | „ლანსი“ | 1–0 | „მონპელიე“ | 89' | [113] | |
27 | 07.05.1982 | ოსერი | „ოსერი“ | 1–1 | „მონპელიე“ | 54' | [114] |
საფრანგეთში გატარებული ოთხი სეზონის შემდეგ, ვიქტორ ტროსერო არგენტინაში დაბრუნდა, სადაც ქვეყნის უდიდესმა კლუბმა, „რივერ პლეიტმა“ მას ძირითად შემადგენლობაში ცენტრფორვარდის ადგილი შესთავაზა. ტროსერომ სამშობლოში დაბრუნება ჩვეულ სტილში — პირველი სამი მატჩიდან თითოეულში გოლის გატანით აღნიშნა.[16]
1977 წელს არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 3 შეხვედრა ჩაატარა, რომლის მაისურით პირველად 18 ივნისს,[115] შოტლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე, როდესაც 70-ე წუთზე ომარ ლაროსას ნაცვლად ჩაერთო თამაშში. არგენტინელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ბალეი, ხორხე კარასკოსა, კილერი, პასარელა, არდილესი, გალიეგო, ლაროსა, პედრო გონსალესი, ჰაუსმანი, ლუკე და ვისენტე პერნია. მატჩი, რომელსაც 57 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. ბუენოს-აირესში, „ბომბონერაზე“ გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[116][კომ. 3][117] ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 3 ივლისს, იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით — 1–0 დასრულდა.[118]
№ | თარიღი | ადგილი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | შეჯიბრება | შენიშვნა | წყარო |
1 | 18.06.1977 | არგენტინა | 1–1 | შოტლანდია | [119][120] | |||
2 | 26.06.1977 | არგენტინა | 0–0 | საფრანგეთი | [121][122] | |||
3 | 03.07.1977 | არგენტინა | 1–0 | იუგოსლავია | ||||
თემატური საიტები |
---|
BDFA · BDFutbol · BeSoccer · CeroaCero · Coleka · Footalist · FootballDatabase · Footballia · Footballstats.fr · Kicker · L’Équipe · National Football Teams.com · oGol.com.br · Pari et Gagne · Transfermarkt · WorldFootball.net |
მედია |
---|
20Minutos · Abri La Cancha · Infobae · MARCA · TN · TyC Sports · Zonales |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.