გერმანელი გეოგრაფი, გეოფიზიკოსი და პოლარეთის მკვლევარი From Wikipedia, the free encyclopedia
ერიხ დაგობერტ ფონ დრიგალსკი (გერმ. Erich von Drygalski; დ. 9 თებერვალი, 1865 — გ. 10 იანვარი, 1949) — გერმანელი გეოგრაფი, გეოფიზიკოსი და პოლარეთის მკვლევარი. 1906-1935 წლებში იყო მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი. 1891 და 1892-1893 წლებში გრენლანდიაში კონტინენტური ყინულის გამოსაკვლევად ხელმძღვანელობდა ბერლინის გეოგრაფიული საზოგადოების 2 ექსპედიციას. 1901-1903 წლებში ხელმძღვანელობდა გერმანულ ანტარქტიკულ ექსპედიციას გემზე „გაუსი“. კერგელენის არქიპელაგზე დააარსა მეტეოროლოგიურ-მაგნიტური სადგური. 1902 წელს აღმოაჩინა და გამოიკვლია ანტარქტიდის ნაწილი, რომელმაც მიიღო სახელწოდება ვილჰელმ II-ის მიწა; გამოიკვლია გაუსის მთა და მისცა მას სახელწოდება. საკუთარი პოლარული მოგზაურობისას მიღებული მასალების საფუძველზე განავითარა მოძრავი ყინულების თეორია. 1910-1912 წლებში არქტიკაში დირიჟაბლების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპედიციის წევრი შპიცბერგენზე. მისი სახელობისაა კუნძული, მყინვარი და სხვა.
ერიხ დრიგალსკი | |
---|---|
გერმ. Erich von Drygalski | |
დაბ. თარიღი | 9 თებერვალი, 1865[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | კენიგსბერგი[7] |
გარდ. თარიღი | 10 იანვარი, 1949[1] [2] [3] [4] [5] [6] (83 წლის) |
გარდ. ადგილი | მიუნხენი[7] |
მოქალაქეობა |
პრუსიის სამეფო გერმანიის იმპერია |
საქმიანობა | მკვლევარი, გეოგრაფი, გეოფიზიკოსი, ოკენოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი, polar explorer[8] და ბოტანიკოსი |
მუშაობის ადგილი | ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბონის უნივერსიტეტი, კენიგსბერგის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი და Kneiphof Gymnasium |
სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერების დოქტორი |
ჯილდოები | მფარველის მედალი[9] , ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, კარლ რიტერის მედალი, გუსტავ ნახტიგალის მედალი და დეივიდ ლივინგსტონის საუკუნოვანი მედალი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.