ელ-მუჯაჰიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელ-მუჯაჰიდი (არაბ. كتيبة المجاهدين; ქათიბათ ალ-მუჯაჰიდინ; ბოსნ. odred "El Mudžahedin" — მუჯაჰიდების რაზმი), ასევე ცნობილი ბოსნიელებში როგორც ბოსნიელი მუჯაჰიდები (ბოსნ. Bosanski mudžahedini) — ბატალიონის დონის ქვედანაყოფი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიაში, რომელიც ჩამოაყალიბეს ბოსნიელების დასახმარებლად უცხოეთიდან ჩასულმა მუსლიმებმა, თუმცა ომის დასასრულს უკვე ბევრი ადგილობრივიც შეუერთდა მათ.[1] ისინი ნომინალურად მესამე კორპუსს ექვემდებარებოდნენ, თუმცა რეალურად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.[2]
მუჯაჰიდების რაზმი | |
---|---|
შავი ალამი, რომელსაც იყენებდნენ ბოსნიელი მუჯაჰიდები | |
აქტიური | 1992 – 1995 |
ქვეყანა | ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა
|
შემადგენლობა | მოხალისე მებრძოლები ისლამური სამყაროდან |
ტიპი | მოხალისეთა შენაერთი |
როლი | საიერიშო ბატალიონი |
ბანაკი | პოლევიცა, ტრავნიკი |
დევიზი | არ არის ღვთაება გარდა ღმერთისა და მუჰამმადი მისი მაცნეა. არაბ. لا إله إلا الله محمد رسول الله |
ფერები | |
ბრძოლები | ბოსნიის ომი
|
დაიშალა | 1995 |
მეთაურები | |
ცნობილი მეთაურები |
ანვარ შა'ბანი აბუ 'აბდულ-'აზიზი |
განმასხვავებელი ნიშნები | |
შავი ალამი | |
ძირითადი სიმბოლო | |
შავი ალამი ბეჭდით. |
იბრძოდნენ როგორც ხორვატების, ასევე სერბების წინააღმდეგ და გამოირჩეოდნენ რელიგიური შეუწყნარებლობით. დატყვევებულ სერბებს ისინი ხშირად აიძულებდნენ ისლამის მიღებას და იძულებით წინდაცვეთასაც კი უტარებდნენ. იძულებით რელიგიის შეცვლის შემთხვევები ბოსნიის ომის მანძილზე იშვიათობა იყო მიუხედავად იმისა, რომ მთელ კონფლიქტს დაჰყვებოდა რელიგიური შტრიხები. მებრძოლ მხარეებს მიაჩნდათ რომ ადამიანი ტრადიციულად მისდევდა რელიგიას და სხვა რელიგიის მიმდევრებს სხვა ეთნოსად განიხილავდნენ, ამგვარად მათი "მოქცევა" შეუძლებლად მიაჩნდათ, მხოლოდ მათი განადგურება ან კონკრეტული ტერიტორიიდან განდევნა სურდათ.
ამ შენაერთის შემადგენლობაში იბრძოდნენ შემდგომში საერთაშორისო ტერორიზმში ან ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი პირები, მათ შორის აბუ ჰამზა ალ-მასრი (მუსტაფა ქამილ მუსტაფა)[3][4], ამირ ხატტაბი (სამირ სალიჰ ას-სუვაილიმი), აბუ ლ-მა'ალ ალ-ჯაზაირი ('აბდუ ლ-ყადირ მუხთარი), აბუ ჰიშამ ალ-მაღრიბი (ქარიმ საიდ ათმანი). ასევე ამ შენაერთის ორმა ყოფილმა მებრძოლმა ხალიდ ალ-მიჰდარმა და ნავაფ ალ-ჰაზმიმ, მონაწილეობა მიიღეს 11 სექტემბრის ტერაქტში, მათ მიერ გატაცებული რეისი 77 პენტაგონს დაეჯახა.[5]