From Wikipedia, the free encyclopedia
ემირ იბნ ალ-ხატაბი (არაბ. ابن الخطاب) (დ. 14 აპრილი, 1969, სავარ. საუდის არაბეთი — გ. 20 მარტი, 2002) — ჩეჩნეთის საველე მეთაური, მოჯახედი, ისლამისტი, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების წიანმძღოლი და დამფინანსებელი.
ხატაბის ზუსტი წარმოშობა უცნობია, ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით დაიბადა საუდის არაბეთში, რუსული წყაროებით წარმოშობით ამანიდანაა, იორდანია. 1988 წელს მონაწილეობდა ავღანეთისა და ტაჯიკეთის სამხერდო კონფლიქტებში, 1995 წლიდან — ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. ხატაბის ყველაზე გახმაურებული ტერორისტული ოპერაცია (რუსულ წყაროზე დაყრდნობით) იყო 1996 წლის 16 აპრილს რუსეთის არმიის 245-ე მოტომსროლელლი პოლკის განადგურება სოფ. იარისმარდისთან; მოკლულ იქნა 95 რუსეთის სამხედრო მოსამსახურე.
ხატაბი მოკლული იქნა რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ გადაბირებული დაღესტნელი ფოსტალიონის მიერ, რომელსაც მასთან პერიოდულად წერილები მიქონდა. ჩეჩნური წყაროების მიხედვით მან გადასცა მოწამლული კონვერტი რამაც გამოიწვია ხატაბის სიკვდილი. ხატაბი ჩაანაჩვლა აბუ ალ–ვალიდმა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.