გენოციდი
From Wikipedia, the free encyclopedia
გენოციდი (ბერძ. γένος — ჯიში, თემი და ლათ. caedo — ვკლავ) — რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური მოტივებით მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ფიზიკური მოსპობა ან ცხოვრების ისეთ პირობებში ჩაყენება, რაც მათ განადგურებას გამოიწვევს. გენოციდი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია. იგი ორგანულად უკავშირდება რეაქციულ „თეორიებს“, რომლებიც ქადაგებენ რასობრივ და ეროვნულ სიძულვილს, ე. წ. „უმაღლესი“ რასის გაბატონებას „დაბალ“ რასაზე და სხვა. 1948 წლიდან ითვლება საერთაშორისო დანაშაულად.
მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში არის გენოციდის ბევრი შემთხვევა დაწყებული უძველესი დროიდან ჩვენს დრომდე. ყველაზე მეტად ეს დამახასიათებელია გამანადგურებელი ომებისა და თავდასხმებისათვის, დამპყრობლებისათვის, შინაგანი ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებისათვის, ქვეყნის გაყოფის პერიოდში, გაყოფილი მსოფლიოს გადასხვაფერების პროცესისათვის უმკაცრეს ბრძოლებში, რომელიც ორ მსოფლიო ომამდე მივიდა.
თავად ტერმინი „გენოციდი“ ხმარებაში XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. იგი, პოლონელი იურისტის რაფაელ ლემკინის მიერ იქნა შემოღებული (სომხური და ებრაული წყაროს საფუძველზე) და საერთაშორისო სამართლიანობის სტატუსი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 9 დეკემბერს მიიღო, როგორც ყველაზე მძიმე დანაშაული ადამიანის მიმართ.
გენოციდი აღიარებულია საერთაშორისო დანაშაულად. კონკრეტულად, რუსეთში არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გენოციდისთვის, როგორც დანაშაულისა მსოფლიოს და კაცობრიობის უსაფრთხოების წინაშე (357-ე მუხლი)
რამდენიმე მოსაზრების თანახმად, გენოციდი არ მიეწერება სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლებას.
XX საუკუნის ყველაზე ცნობილი გენოციდის ფაქტები:
- ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების განადგურება (ჰოლოკოსტი), სლავების, ბოშების (პარაიმოსი) და გერმანიის მიერ ევროპაში ოკუპირებულ ქვეყნებში სხვა მცხოვრებლები, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
- სამი მილიონი კამბოჯელის განადგურება პოლ პოტასა და იენ სარის რეჟიმის დროს 1974-79 წლებში, კამბოჯაში.
- 1994 წელს-მასობრივი განადგურება რუანდეში, რის შედეგადაც ჰუტუს ტომის წარმომადგენლებმა გაანადგურეს 800 ათასი ტუტსის ტომის წარმომადგენელი.