სოფელი საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ეკი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ეკი, საადამიო, საცხვიტაო, შრომისკარი).
სოფელი | |
---|---|
ეკი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სენაკის მუნიციპალიტეტი |
თემი | ეკი |
კოორდინატები | 42°20′35″ ჩ. გ. 42°05′58″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნის 20–იანი წლები |
ცენტრის სიმაღლე | 45 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 42[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 4110[2] |
მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, მდინარე ცივის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა სანაპიროზე, ჩხოროწყუ–სენაკის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 50 მ-ზე, სენაკიდან 18 კმ-ის დაშორებით. სოფელში და მის მიდამოებში არის რამდენიმე ისტორიული ძეგლი და თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმი.
სოფელი წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის 20–იანი წლებიდან. ეკის სამხრეთ–აღმოსავლეთით მთაზე, იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო ანსამბლია, რომელიც მაღალი გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული (შემორჩენილია დასავლეთ მხარე). შუაში აღმართულია ეკლესია (IX-X სს), შიგნით ფრესკების ფრაგმენტებია, ჩრდილოეთით ორსართულიანი სამრეკლო (XIII-XIV სს) და პალატი. სოფლის აღმოსავლეთით კარგად გათლილი ქვის კვადრებით ნაგები და ორნამენტებით შემკული ეკლესია დგას. მას ორიგინალური ქვისებრი გეგმა და წახნაგოვანი აფსიდა აქვს (ვარაუდით XIII ს II ნახევრის).
მდინარე ცივის მიდამოებში, მთაზე, შუა საუკუნეების ციხის ნანგრევებია. ციხე შედგებოდა გალავნისა და ერთი კოშკისაგან, რომელთაგანაც ნაწილობრივ სამი სართულიღაა დარჩენილი. გალავანს გარს უვლიდა ღრმა და განიერი თხრილი. 1971 წელს აღმოჩენილია ვერცხლის მონეტები.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 42 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.