სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
დაბა — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
დაბა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
თემი | წაღვერი |
კოორდინატები | 41°48′41″ ჩ. გ. 43°26′56″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1025 მ |
მოსახლეობა | 194[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის მარჯვენა მხარეს, გვირგვინას ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, ბორჯომი–ბაკურიანის საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე, ზღვის დონიდან 1025 მ-ზე. ბორჯომიდან დაშორებულია 11 კმ-ით, წაღვერიდან — 3 კმ-ით. სოფელში არის რკინიგზის სადგური.
1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ოსმალთაგან დაპყრობილ სამხრეთ საქართველოში სოფელი დაბა შედიოდა პეტრეს ნაჰიეში, რომელიც პეტრეს ლივაში აღირიცხებოდა. იქ მაშინ მხოლოდ ორი კომლი ქართველი ცხოვრობდა: ბადრია და ალექსა, ძმა მისი, რომლებიც 4 500 ახჩას იხდიდნენ წლიურად. დაბაში ამჟამად XIX საუკუნეში იმერეთიდან და ქართლიდან გადმოსახლებული ქართველები ცხოვრობენ. მათი გვარებია: ჯაფიაშვილი, თედიაშვილი, დათუნაშვილი, შატბერაშვილი, წიქარიშვილი, მესხიძე, ლომიძე, ხაჩიძე და სხვ.
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ორი ძეგლი: მარიამწმინდა და წმინდა გიორგის ეკლესია.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 194 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 238[2] |
2014 | 194 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.