![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/be/Metro_station_Gotsiridze.png/640px-Metro_station_Gotsiridze.png&w=640&q=50)
გოცირიძე (თბილისის მეტრო)
თბილისის მეტროსადგური / From Wikipedia, the free encyclopedia
გოცირიძე (ყოფილი ელექტროდეპო) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც დიდუბისა და ნაძალადევის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. არქიტექტორები გ. მოძმანიშვილი და ნ. ლომიძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
სწრაფი ფაქტები „გოცირიძე“, ბაქნის მდებარეობა ...
„გოცირიძე“ | |
---|---|
![]() პირველი ხაზი | |
თბილისის მეტროპოლიტენი | |
![]() „გოცირიძე“ რეკონსტრუქციამდე | |
ბაქნის მდებარეობა | 41°44′34″ ჩ. გ. 44°47′02″ ა. გ. |
ამოსასვლელი | 41°44′33″ ჩ. გ. 44°47′04″ ა. გ. |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
გახსნის თარიღი | 11 იანვარი, 1966; 58 წლის წინ (1966-01-11) |
წინა სახელები | „ელექტროდეპო“ (1966–2012) |
ტიპი | ღია მიწისზედა |
ბაქნების რაოდენობა | 2 |
ბაქნების ტიპი | გვერდითი |
ბაქნების სიგრძე | 102 მ |
არქიტექტორ(ებ)ი |
გ. მოძმანიშვილი ნ. ლომიძე |
მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
ქალაქში გასასვლელი |
ზესტაფონის ქუჩა კონსტანტინე სტანისლავსკის ქუჩა |
სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
| |
„გოცირიძე“ ვიკისაწყობში |
დახურვა
მიწისზედა სადგურის არქიტექტურა სადა და ლაკონიურია, რკინაბეტონის საყრდენებზე განლაგებული ბაქნების ბოლოს მოთავსებულია პავილიონის ტიპის ვესტიბიული, რომელიც კიბით უკავშირდება სალაროების დარბაზს და ქალაქში გასასვლელს.[1] ბაქანი გრძელი საფეხმავლო ხიდით მატარებლების სადგომის გავლით წერეთლის გამზირს უკავშირდება[3] (კონსტანტინე სტანისლავსკის ქუჩით).