Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბურნაშეთი — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აზავრეთის თემში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჟირულის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1900 მ, ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით.
სოფელი | |
---|---|
ბურნაშეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | აზავრეთი |
კოორდინატები | 41°35′05″ ჩ. გ. 43°28′04″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ბურნაშენი |
ცენტრის სიმაღლე | 1900 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 488[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ბურნაშეთში ადამიანი ჯერ კიდევ წინაფეოდალურ ხანაში სახლობდა. სოფლის ძველი სახელი „ბურნაშენი“ უნდა ყოფილიყო.
სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია, რომელსაც შეწყვილებულთაღებიანი კარიბჭე აქვს. თავისი სიდიდისა და სიმაგრის წყლობით ეკლესია შედარებით უკეთაა შემონახული. არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთის ფასადის რელიეფების მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს X საუკუნისა.
დაცულია ორი წარწერა (X და XII–XIII სს.). ერთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე — ინტერიერში, ჩრდილოეთის კედელზე.
აღმოსავლეთის მხარეზე არსებული რელიეფი წმ. დანიელი ლომების ხაროში იკითხება შემდეგნაირად:
„უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომაისა, იხსენ ამის წმიდასა ეკლესიის მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯხეთისა.“ |
მეორე წარწერა არის ეპიგრაფიკული საბუთი ყანის შეწირვის შესახებ (XII–XIII სს.):
„სახელითა ღმრთისაჲთა და შუამდგომლობითა წმიდისა გიორგისითა. დაგიწერე მე, გიორგიმან თქუენ, ბურნაშელთა მღვდლთა. მოგეც ყანაჲ თქეროანს ჩემგან ნასყიდი.“ |
სოფლის მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია აგრეთვე მოზრდილი ქვაჯვარი.
1595 წელს სოფელი შედიოდა ხერთვისის ლივის ტყე-ჯავახეთის რაიონში. იგი 11-კომლიანი სოფელი იყო. მოხსენიებულია აგრეთვე ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 488 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.