![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/04/Aerial_image_of_Lake_Brienz_%2528view_from_the_southwest%2529.jpg/640px-Aerial_image_of_Lake_Brienz_%2528view_from_the_southwest%2529.jpg&w=640&q=50)
ბრიენცის ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიენცის ტბა (გერმ. Brienzersee) — ტბა შვეიცარიაში, ბერნის კანტონში. მდებარეობს ბერნის ალპებში, ზღვის დონიდან 564 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 29,8 კმ², სიგრძე 14 კმ, სიგანე 2,8 კმ, მაქსიმალური სიღრმე 260 მ.[2] ტბაში გადის მდინარე აარე, რომელიც მას თუნის ტბასთან აკავშირებს. ერთვის აგრეთვე რამდენიმე მცირე შენაკადი. ტბაში არის ერთადერთი კუნძული შნეგენინზელი, რომლის სიმაღლეა 570 მ.[3] სამხრეთ სანაპიროსთან გისბახის ჩანჩქერია, ხოლო ჩრდილოეთ სანაპიროზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ინტერლაკენი. შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტბაა. განვითარებულია თევზჭერა, მოიპოვება ქორჭილა.[4] სანაოსნოა.
სწრაფი ფაქტები ბრიენცის ტბა ...
ბრიენცის ტბა | |
---|---|
![]() ბრიენცის ტბა | |
კოორდინატები: 46°43′39″ ჩ. გ. 7°58′19″ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ბერნის კანტონი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 564 მ |
სიგრძე | 14 კმ |
სიგანე | 2,8 კმ |
ფართობი | 29,8 კმ² |
მოცულობა | 5.17 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 173 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 260 მ |
![]() |
დახურვა