ქორჭილა
From Wikipedia, the free encyclopedia
ქორჭილა (ლათ. Perca fluviatilis) — ჩვეულებრივი ქორჭილა, მდინარის ქორჭილა, ევროპული ან ცნობილი როგორც ინგლისური ქორჭილა, თევზი ქორჭილასნაირთა რიგისა. არის მტაცებელი მტკნარი წყლის თევზი, მისი მაღალი გვერდებიდან შებრტყელებული სხეულის სიგრძე 40-50 სმ, მასა საშუალოდ — 2 კგ აღწევს. ჩვეულებრივ უფრო პატარებიც არიან. ფართოდაა გავრცელებული ევროპის, აზიის, ამერიკის მტკნარ წყლებში. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული შავი ზღვის აუზის მდინარეებში, სუფსაში, რიონში, ტეხურაში, აბაშაში, ხობში; პალიასტომის, ბებესირი, შაორის წყალსაცავი, ტყიბულის წყალსაცავი, წოდორეთის ტბა, საწირეს ტბა, და სხვა ტბებში. ბოლო ათწლეულში ის მასიურად აღმოჩნდა ხელოვნური სელექციის გზით აღმოსავლეთ საქართველოს ტბებსა და მდინარეებში, ალგეთის წყალსაცავი, წალკის წყალსაცავი, თბილისის წყალსაცავი, კუს ტბა. კუმისის ტბა, ლისის ტბა, ბაზალეთის ტბა, სიონის წყალსაცავი, ლაკბეს წყალსაცავი და სხვა. ქორჭილა დიდ ტბებსა და წყალსატევებში 2 ეკოლოგიურ ფორმას ქმნის: წვრილსა და მსხვილს. წვრილი იკვებება მწერების მატლებით და ზოოპლანქტონით, მსხვილი — თევზებით. ქორჭილა ფართოდ პოპულარული, სპორტული თევზჭერის ობიექტია.
ევროპული ქორჭილა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Perca fluviatilis | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Perca fluviatilis | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 16580 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
![]() | |||||||||||||||
|