From Wikipedia, the free encyclopedia
ბერნი (გერმ. Kanton Bern; ფრანგ. Canton de Berne) — შვეიცარიის მეორე უმსხვილესი კანტონი, როგორც მოსახლეობის, ისე ფართობის თვალსაზრისით. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება იურისა და ზოლოთურნის კანტონები, დასავლეთით — ნევშატელისა და ფრიბურის კანტონები, სამხრეთით — ვალეს კანტონი, აღმოსავლეთით კი ურის, ნიდვალდენის, ობვალდენის, ლუცერნისა და აარგაუს კანტონები.
კანტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბერნი Kanton Bern Canton de Berne | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
ადმ. ცენტრი | ბერნი | ||||
შიდა დაყოფა | Bernese Jura administrative district, Biel/Bienne administrative district, Seeland administrative district, Oberaargau, Emmental administrative district, Bern-Mittelland administrative district, Thun administrative district, Obersimmental-Saanen administrative district, Frutigen-Niedersimmental administrative district და Interlaken-Oberhasli administrative district | ||||
კოორდინატები | 46°50′24″ ჩ. გ. 7°36′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Beatrice Simon[1] | ||||
დაარსდა | 1353 | ||||
ფართობი | 5 959,44 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | გერმანული ენა | ||||
სალაპარაკო ენები |
გერმანული, ფრანგული | ||||
მოსახლეობა | 979 802 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 160 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საავტომობილო კოდი | BE | ||||
ოფიციალური საიტი | be.ch | ||||
ბერნის კანტონი ორენოვანია და 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 979 802 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 119 930 (12,45%) უცხოელია.[2] კანტონის და ასევე მთლიანად შვეიცარიის ფედერალური დედაქალაქია ბერნი.
შვეიცარიის კონფედერაციას ბერნი 1353 წელს შეუერთდა და 1803—1814 წლებში ნაპოლეონის შვეიცარიის კონფედერაციის ერთ-ერთი კანტონი იყო ექვსიდან.
კანტონს ძირითადად მდინარე აარე და მისი შენაკადები რწყავს. დაყოფილია ექვს რეგიონად. მთლიანი ფართობი 5 959 კმ²-ს შეადგენს.
ადმინისტრაციულად, ბერნი 10 რაიონად იყოფა.
შემოსავლის ძირითადი წყაროა ტურიზმი. სხვა მნიშვნელოვანი სექტორებს შორისაა სოფლის მეურნეობა, ყველის წარმოება და ჰიდროენერგიის გამომუშავება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.