ბოტსვანა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოტსვანა (ინგლ. Botswana, ტსვანა Botswana), ოფიციალურად ბოტსვანის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of Botswana, ტსვანა Lefatshe la Botswana) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. მოსახლეობა საკუთარ თავს ბატსვანას (მრავლობითში: მოტსვანა) უწოდებს.[6] 1966 წლის 30 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროტექტორატმა ბეჩუანალენდმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში და მიიღო თანამედროვე დასახელება.[7] მას შემდეგ სტაბილურად ინარჩუნებს წარმომადგენლობით დემოკრატიას. მას ასევე აფრიკაში ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებლი აქვს.[8]
ბოტსვანის რესპუბლიკა Lefatshe la Botswana Republic of Botswana ბოტსვანა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Pula „წვიმა“ |
||||||
ჰიმნი: Fatshe leno la rona ეს ჩვენი მიწაა |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | გაბორონე 24°40′ ს. გ. 25°55′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ტსვანა (ეროვნული), ინგლისური[1] | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | მოკვეცი მისისი[2] | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | სლუმბერ ცოგვანე | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 581 730 კმ2 (47-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2.7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2022 შეფასებით | 2,384,246 (147-ე) | ||||
- | 2022 აღწერა | 2,359,609[3] | ||||
- | სიმჭიდროვე | 4,1 კაცი/კმ2 (231-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2022 შეფასებით | |||||
- | სულ | $43.474 მილიარდი[4] (120) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $19,287[4] (99) | ||||
აგი (2021) | 0.693[5] (საშუალო) (117-ე) | |||||
ვალუტა | პულა (BWP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | BWA | |||||
Internet TLD | .bw | |||||
სატელეფონო კოდი | +267 | |||||
ქვეყანას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან — ნამიბია, სამხრეთიდან — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ხოლო აღმოსავლეთიდან — ზამბია და ზიმბაბვე ესაზღვრება. ქვეყნის ტერიტორიის 70 % უკავია კალაჰარის უდაბნოს.[9]
ბოტსვანა არის საშუალო ზომის ქვეყანა და მისი მოსახლება შეადგენს მხოლოდ 2 მილიონ ადამიანს, რა მაჩვენებლითაც ის მსოფლიოს ერთ-ერთი ნაკლებად დასახლებული ქვეყანაა. მოსახლეობის დაახლოებით 10% ცხოვრობს ქვეყნის დედაქალაქში და უდიდეს ქალაქ გაბორონეში. ეკონომიკის წამყვანი სექტორებია: სამთო საქმე, ტურიზმი, მესაქონლეობა. 1960-იანებში ბოტსვანა იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 70$ მშპ.-თი, დღეისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონეა. 2017 წლის მონაცემებით მისი მშპ ერთ მოსახლეზე შეადგენდა 17,918$-ს რაც აფრიკის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია,[10] ხოლო ადამიანის განვითარების ინდექსი საუკეთესო აქვს სუბსაჰარული აფრიკაში.[11] ის არის აფრიკის კავშირის, სამხრეთი აფრიკის განვითარების საზოგადოების, ერთა თანამეგობრობის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი.
ქვეყანამ გადაიტანა შიდსის მძიმე ეპიდემია. 2005-2013 წლებიდან ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა (57 %-ით) და ახალშობილთა დაავადება მნიშვნელოვნად შემცირდა.[12] მიუხედავად ყველა ძალისხმევისა ამ პერიოდზე დაავადებულთა რაოდენობა 290 000-დან 320 000-მდე გაიზარდა.[12] 2014 წლის მიხედვით ბოტსვანა შიდსის გავრცელების მასშტაბით მესამე ქვეყანა იყო,[13] თუმცა ბოლო წლებში ამ მიმართულებით სიტუაცია გაუმჯობესდა და დედისგან შვილზე გადაცემის სიხშირე შემცირდა.[14]