From Wikipedia, the free encyclopedia
გაბორონე (ინგლ. Gaborone) — ბოტსვანის დედაქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 231 626 ადამიანს[2]. საახელწოდება მიიღო XIX საუკუნის ადგილობრივი მმართველის სახელის მიხედვით.
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
გაბორონე ინგლ. Gaborone | |||
ფაილი:Gaborone Montage.png | |||
| |||
ქვეყანა | ბოტსვანა | ||
კოორდინატები | 24°39′25″ ს. გ. 25°54′31″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1964 | ||
ადრეული სახელები | გაბერონესი | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1969 | ||
ფართობი | 169[1] კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 1014 მ | ||
მოსახლეობა | 231 626 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 1370,57 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 31, 35, 39 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.gov.bw/en/Ministries--Authorities/Local-Authorities/Gaborone-City-Council | ||
გაბორონე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მდებარე ქალაქ მაფეკინგთან ერთად იყო ბეჩუანალენდის დედაქალაქი 1969 წლამდე. ახალი დედაქალაქი შენდებოდა 3 წლის განმავლობაში. აშენდა სამთავრობო ოფისები, ელექტროსადგური, საავადმყოფო, სკოლები, სატელეფონო სადგური, რადიოსადგური, ფოსტა, ბანკები, მაღაზიები, ეკლესია, სასტუმროები, სტადიონი და ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ძირითადი ინფრასტრუქტურა დამოუკიდებლობის დღისათვის (1966 წლის 30 სექტემბერი) უკვე მზად იყო. ძველი სოფელი გადაიქცა ქალაქის რაიონად, რომელსაც ეწოდა „the Village“ („სოფელი“). გაბორონე ამჟამად აფრიკის ყველაზე დინამიურად მზარდი ქალაქია.
მდებარეობს ზღვის დონიდან 1014 მ სიმაღლეზე[3]. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, რკინიგზის გასწვრივ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გასდევს ბულვარი, რომელიც იწყება ვაგზლიდან, სადაც მდებარეობს ნახევარწრიული სამთავრობო ზონა, აეროპორტამდე.
ქალაქის კლიმატი ხასიათდება ნახევრად უდაბნოს ზონებისთვის დამახასიათებელი მშრალი კონტინენტური ჰავით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა — 24 °C, ივლისის — 12 °C. საშუალოდ აქ წელიწადში აღინიშნება 74 დღე 32 °С-ზე მაღალი ტემპერატურით და 196 დღე 26 °С-ზე მაღალი ტემპერატურით. ამავე დროს, საშუალოდ აღინიშნება 51 დღე 7 °С-ზე დაბალი ტემპერატურით და 1 დღე 0 °С-ზე დაბალი ტემპერატურით[4].
ნალექები გაბორონეში საკმაოდ იშვიათობაა და არასტაბილურია. მათი დიდი ნაწილი მოდის ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით. ნალექების საშუალო წლიური დონე შეადგენს დაახლოებით 500 მმ-ს. ყველაზე მაღალი ტენიანობა შეიმჩნევა ივნისში — 90 %, ხოლო ყველაზე დაბალი სექტემბერში — 28 %[5].
2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 191 776 ადამიანს: 92 859 მამაკაცს და 98 917 ქალს. შედეგად, ქვეყნის დედაქალაქში ცხოვრობს ბოტსვანის მთლიანი მოსახლეობის 10 %-ზე მეტი. უფრო მეტიც, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს გაბორონედან 100 კმ-ზე უფრო ნაკლებ მანძილზე[6]. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ქალაქში შეადგენს 3,4 %-ს, რაც ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია ბოტსვანაში. ეს აიხსნება ქვეყნის სხვა რეგიონებიდან მოსახლეობის აქტიური მიგრაციით დედაქალაქში.
2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 231 626 ადამიანს[2].
გაბორონეს მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1971 | 1981 | 1991 | 2001 | 2011 |
---|---|---|---|---|
18 799 | 59 657 | 133 468 | 186 007 | 231 626 |
გაბორონე ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ცენტრია, აქ მდებარეობს ქვეყნის ისეთი ფინანსური ინსტიტუტების შტაბ-ბინები, როგორებიცაა: ბოტსვანის ბანკი, გაბორონეს ბანკი, ბანკი ABC, ბოტსვანის საფონდო ბირჟა, ასევე ისეთი ორგანიზაციების, როგორებიცაა: Air Botswana, Consumer Watchdog, Botswana Telecommunications Corporation და Debswana (მსოფლიოში უმსხვილესი ალმასების მწარმოებელი). ასევე მდებარეობს აფრიკის სამხრეთის განვითარების თანამეგობრობის შტაბ-ბინა. ამას გარდა, გაბორონეში წარმოდგენილია ისეთი უცხოური კომპანიები, როგორებიცაა: Hyundai, IBM, Daewoo, Volvo, Owens-Corning და Siemens.
2008 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონე გაბორონეში შეადგენდა 11,7 %-ს[7].
სერ სერეტსე კჰამას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს გაბორონედან ჩრდილოეთით, 25 კმ-ში. რეისები სრულდება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ფრანსისთაუნი, ჰარარე, ლუსაკა, მაუნი, იოჰანესბურგი და სხვა. ქალაქზე გადის რამდენიმე მთავარი ავტომაგისტრალი, მათ შორის ტრანსკალაჰარის ავტომაგისტრალი, ავტოტრასა კაირო-კეიპტაუნი, ავტოტრასა № 1 და სხვა. არსებობს სარკინიგზო კავშირი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ საიმედოა აფრიკის სხვა მსხვილ ქალაქებთან შედარებით, უპირატესად წარმოდგენილია სამარშრუტო ტაქსებით. ქალაქის გარეუბნებში მდებარე სოფლები გაბორონესთან დაკავშირებულია საავტობუსო მარშრუტებით.
შიდსი სერიოზული პრობლემაა ბოტსვანის დედაქალაქის მაცხოვრებლებისათვის. გაბორონეს მთლიანი მოსახლეობის 17,1 %-ს აქვს აივ-ინფექცია. ქალებს შორის ეს მაჩვენებელი შეადგენს 20,5 %-ს, მაშინ როდესაც მამაკაცებს შორის — 13,6 %-ია. 45-49 წლის ასაკის პირთა შორის აივ-ინფექციის წილი მაქსიმალურია (35,4 %)[7].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.