![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/db/Benue_SE_Yola.jpg/640px-Benue_SE_Yola.jpg&w=640&q=50)
ბენუე
From Wikipedia, the free encyclopedia
ბენუე (ფრანგ. la Bénoué, ბანტუს ენები — წყლების დედა) — მდინარე დასავლეთ აფრიკაში (კამერუნი, ნიგერია). მდინარე ნიგერის ყველაზე დიდი მარცხენა შენაკადი. სიგრძე — 1400 კმ[1] (სხვა მონაცემებით 960 კმ). მდინარის აუზის ფართობი — 441 ათასი კმ². წყლის საშუალო ხარჯი 3170 მ³/წმ. სანაოსნოა ქალაქ იბიდან (წვიმების პერიოდში ქალაქ გარუადან). თავისი ხასიათით — დაბლობის მდინარეა, მიედინება ვრცელ ხეობაში და ნოტიო სავანების მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში.
სწრაფი ფაქტები ბენუე ფრანგ. la Bénoué, ქვეყანა ...
ბენუე ფრანგ. la Bénoué | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() ![]() |
სათავე | 8°03′04″ ჩ. გ. 13°42′32″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | კამერუნის მთიანეთი, კამერუნი, ჩრდილოეთის რეგიონი |
შესართავი |
ნიგერი 7°47′00″ ჩ. გ. 6°46′00″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ნიგერია, ლოკოჯა |
სიგრძე | 1400 კმ |
აუზის ფართობი | 441 000 კმ² |
![]() ![]() | |
![]() |
დახურვა
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/Benuerivermap.png/640px-Benuerivermap.png)
მდინარის სათავე მდებარეობს კამერუნის მთიანეთის აღმოსავლეთის ფერდოებზე. ყველაზე დიდი შენაკადებია: ოკვა, მადა, ანკვე, შემანკარი, პაი, გონგოლა (მარჯვენები) და კაცინა-ალა, დონგა, ტემბა, ფარო (მარცხენები).