![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/35/African_language_families.png/640px-African_language_families.png&w=640&q=50)
ბანტუს ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანტუს ენები (ტექნიკურად ვიწრო ბანტუს ენები რადგან ფართე ბანტუს ენები ბანტოიდურ ენებსაც მოიცავს) — ნიგერი-კონგოს ენების ტრადიციული განშტოება. თავისმხრივ მოიცავს დაახლოებით 250 ენას, რომლებსაც გააჩნიათ საერთო მეტყველების გარკვეულობის ზღურბლი.[1] Ethnologue-ს (მსოფლიო ენების ონლაინ კატალოგი) მიხედვით ბანტუ მოიცავს 535 ენასა და დიალექტს (მათ შორის 13 მბამ ენები რომელიც გასრის კლასიფიკაციით ბანტუს ენებს არის მიკუთვნებული), რომელთა შორისაც ხშირად გასხვავების დადგენა რთულია.[2] ბანტუს ენები გავრცელებულია მთელს სუბსაჰარული აფრიკაში.
ბანტუ | |
გავრცელებულია | სუბსაჰარული აფრიკა |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 180 მილიონი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნიგერი-კონგოს ენები
|
ენის კოდები | ISO 639-2/5: bnt |
რუკა | |
![]() აფრიკული ენების განაწილების რუკა |
ბანტუს ენებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი მოლაპარაკე ჰყავს სუაჰილს, თუმცა ამ სუაჰილზე მოსაუბრეების უმეტესობისთვის ის მეორე ენაა. Ethnologue-ის მიხედვით სუაჰილზე საუბრობს დაახლოებით 180 მილიონი ადამიანი, თუმცა მშობლიური მხოლოდ 2 მილიონისთვისაა. ასევე Ethnologue-ის მიხედვით, ყველაზე გავრცელებული როგორც მშობლიური ენა არის შონა,[3] რომელზეც საუბრობს დაახლოებით 10.8 მილიონი ადამიანი (ხოლო მანიკას და ნდაუს დიალექტების ჩთვლით 14.2 მილიონი). მას მოსდევს ზულუ 10.3 მილიონი ადამიანით, ხოლო მასთან ყველაზე ახლოს მყოფ ენებთან კინიარვანდასა და კირუნდისთან ერთად მასზე მოსაუბრეტა რაოდენობა შეადგენს 12.4 მილიონს.[4]