გარუა
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
გარუა (ფრანგ. Garoua) — ქალაქი კამერუნის ჩრდილოეთით. ჩრდილოეთის რეგიონის და ბენუეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2005 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 235 996 ადამიანს[1][2].
ქალაქი | |
---|---|
გარუა ფრანგ. Garoua | |
ქვეყანა | კამერუნი |
რეგიონი | ჩრდილოეთის რეგიონი |
კოორდინატები | 9°18′00″ ჩ. გ. 13°24′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 249 მ |
მოსახლეობა | 235 996 კაცი (2005) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ოფიციალური საიტი | http://www.garouacity.cm/ |
ქალაქი ადამავის ემირატის პირველი მმართველის — მოდიბო ადამას ბრძანებით დაარსდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში[3].
ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ბენუეს მარჯვენა სანაპიროზე[3].
ქალაქი მსხვილი სამდინარე პორტია[3]. მდინარის საშუალებით გარუაში აწვდიან ნავთობს და სამშენებლო მასალებს, ხოლო ქალაქიდან მდინარის დინებით, ქვემოთ ნიგერიაში გააქვთ სოფლის მეურნეობის და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები — ბამბა, არაქისი, ცხოველთა ტყავი. პორტის მნიშვნელობა ნაწილობრივ შეასუსტა რკინიგზამ, რომელმაც ქალაქი გარუა კამერუნის მსხვილ ქალაქთან და საზღვაო პორტთან — დუალასთან დააკავშირა[3].
განვითარებულია მრეწველობის საფეიქრო დარგი: ბამბის გადამუშავება, ქსოვილების ქსოვა და შეღებვა[3].
ქალაქში ფუნქციონირებს გარუას საერთაშორისო აეროპორტი[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.