ბელოსტოკი (პოლ. Białystok, ბელარ. Беласток, ლიეტ. Balstogė) — უდიდესი ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ პოლონეთში და მეორე ქალაქი მოსახლეობის სიმჭიდროვით მთელ ქვეყანაში, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 2882,9 ადამიანს. ეს ადგილი მდებარეობს პოლონეთ-ბელარუსისა და პოლონეთ-ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის საიხლოვეს და შედის პოდლასის სავოევოდოს შემადგენლობაში. 2009 წლის ივნისში ჩატარებული აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 294 399 ადამიანი.[1] 1921 წლიდან 1998 წლამდე, ეს ქალაქი შედიოდა ბელოსტოკის სავოევოდოს შემადგენლობაში, 1999 წლიდან კი შევიდა პოდლასის შემადგენლობაში.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
ბელოსტოკი
პოლ. Białystok
ბელარ. Беласток
ლიეტ. Balstogė
Thumb
დროშა გერბი
Thumb Thumb

ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
სავოევოდო პოდლასი
შიდა დაყოფა Osiedle Centrum, Osiedle Białostoczek, Sienkiewicza, Osiedle Bojary, Osiedle Piaski, Osiedle Przydworcowe, Osiedle Młodych, Białystok, Osiedle Antoniuk, Osiedle Jaroszówka, Osiedle Wygoda, Białystok, Osiedle Piasta I, Białystok, Osiedle Piasta II, Białystok, Osiedle Skorupy, Osiedle Mickiewicza, Białystok, Osiedle Dojlidy, Osiedle Bema, Białystok, Osiedle Kawaleryjskie, Nowe Miasto (Białystok), Osiedle Zielone Wzgórza, Białystok, Osiedle Starosielce, Osiedle Słoneczny Stok, Osiedle Leśna Dolina, Osiedle Wysoki Stoczek, Osiedle Dziesięciny I, Osiedle Dziesięciny II, Osiedle Bacieczki, Białystok, Osiedle Zawady, Osiedle Dojlidy Górne, Białystok და Osiedle Bagnówka, Białystok
კოორდინატები 53°07′00″ ჩ. გ. 23°09′00″ ა. გ.
ქალაქის მერი თანუშ ტრუსკოლიასკი
დაარსდა 1692
პირველი ხსენება 1437
ფართობი 102,12 კმ²
ცენტრის სიმაღლე 160
მოსახლეობა 294 399 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 2882,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +48 91
საფოსტო ინდექსი 15-001
საავტომობილო კოდი BI
ოფიციალური საიტი bialystok.pl
Thumb
ბელოსტოკი
დახურვა

ქალაქში მიედინება მდინარე ბიალა, აქ კლიმატი კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა შეადგენს -5 °C, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 7 °C. ქალაქი ბელოსტოკი იყოფა 28 ადმინისტრაციულ ერთეულდა.

ისტორია

ეს ადგილი პირველად იხსენიება 1437 წლიდან. ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერია ლიტვის დიდი სამთავრო, სწორედ მის შემადგენლობაში შედიოდა ეს ტერიტორიაც. ამ პერიოდში, აქ აიგო პირველი ხიდი და ეკლესია. უკვე იწყება ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის დასახლებაც და უკვე 1692 წლიდან ეს ადგილი ქალაქად იხსენიება.

1795 წლიდან ბელოსტოკი მოექცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ქალაქში საკმაოდ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, 1897 წელს ჩატარებული რუსული აღწრის შედეგად, ბელოსტოკში ცხოვრობდა 66 000 ადამიანი, აქედან 41 900 ებრაელი[2] (მთელი მოსახლეობის 63 %).

პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ბელოსტოკზე განხორციელდა დაბომბვები. 1915 წლის 31 აგვისტოს გერმანელმა სარდლებმა აიღეს ეს ქალაქი. ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, ქალაქი სხვა ტერიტორიებთა ერთად შევიდა ბელორუსიის სახალხო რესპუბლის შემადგენლობაში. 1919 წლის 19 თებერვალს უკვე ეს ტერიტორია უბრუნდება პოლონეთს. 1920 წელს დაწყებული პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს, ამ ქალაქზე განხორციელდა დაბომბვები, საბჭოელების მიერ. ომში პოლონეთის გამარჯვებით ეს ქალაქი კვლავ პოლონეთს დარჩა.

1939 წელს დაწყებული მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთი პოლონეთი, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საფუძველზე ოკუპირებული იქნა საბჭოთა კავშირის მიერ. ბელოსტოკი სხვა პოლონურ ქალქებთან ერთან სსრკ-ს შემადგენლობაში მოექცა. 1941 წლის 27 ივნისს გერმანიამ დაიპყრო აღმოსავლეთი პოლონეთი, ქალაქ ბელოსტოკის უკვე გერმანელები სამხედროები აკონტროლებდნენ, აქ მცხოვრები 56 000 ებრაელი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1944 წელს ეს ტერიტორია საბჭოთა არმიის მეშვეობით გათავისუფლებული იქნა გერმანელებისაგან.

დაძმობილებული ქალაქები

გალერეა

ქალაქ ბელოსტოკში მრავალი ისტორიული შენობა და მუზუმი მდებარეობს. აქ კულტურის განვითარება ჯერ კიდევ პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს დროიდან იწყება. აქ არის მრავალი ბაღი და ეკლესია-მონასტერი.

სხვა არქიტექურული ძეგლები

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.