From Wikipedia, the free encyclopedia
გროდნო (ბელარ. Гродна, პოლ. Grodno, ლიეტ. Gardinas, იდიშ. גראָדנע) — ქალაქი ბელარუსში, გროდნოს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
გროდნო Гродна | |||||
| |||||
ქვეყანა | ბელარუსი | ||||
ოლქი | გროდნო | ||||
შიდა დაყოფა | Q4258360? და Q4333150? | ||||
კოორდინატები | 53°40′00″ ჩ. გ. 23°50′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Andrey Khmel | ||||
დაარსდა | 1128 | ||||
პირველი ხსენება | 1128 | ||||
ფართობი | 142,11 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 137 მ | ||||
მოსახლეობა | 356 557 კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ბელარუსები — 62,57 % პოლონელები — 19,74 % რუსები — 12,2 % უკრაინელები — 1,82 % სხვა— 3,67 %[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +375-15 | ||||
საფოსტო ინდექსი | 230000 | ||||
საავტომობილო კოდი | 4 | ||||
ოფიციალური საიტი | grodno.gov.by | ||||
ქალაქი მდებარეობს ქვეყნისა და რეგიონის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ნემანის ნაპირებზე, პოლონეთისა და ლიტვის საზღვართან ახლოს.
გროდნო ბელარუსის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია. იგი პირველად მოხსენიებულია 1005 წლის ხელნაწერებში, თუმცა საბოლოოდ ეს ვერსია მიღებული არაა. ოფიციალურად ქალაქის დაარსების თარიღად მიჩნეულია 1128 წელი[2]. 1376 წელს გროდნო შეუერთდა ვიტოვტის სამთავროს. 1569 წლიდან ქალაქი რეჩ-პოსპოლიტის გაერთიანებაშია. 1795 წლიდან კი - რუსეთის იმპერიის სამფლობელოა. 1801 წლიდან საგუბერნიო ქალაქია. 1863 წელს ქალაქი იყო იანვრის აჯანყების ერთ-ერთი ცენტრი. 1915 წელს დაიპყრეს გერმანულმა ძალებმა. 1920 წლიდან საბჭოთა კონტოლის ქვეშაა, თუმცა ამავე წლის ოქტომბერში პოლონეთის შემადგენლობაშია და მის კონტროლს ექვემდებარება 1939 წლამდე. 1941 წლის 23 ივნისს ქალაქი გერმანიის ფაშისტურმა არმიამ დაიპყრო. მათგან გაათავისუფლეს 1944 წელს „ოპერაცია ბაგრატიონის“ შედეგად. 1944 წლიდან დღემდე არის გროდნოს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი გროდნო იყოფა ორ, ლენინისა და ოქტომბრის რაიონებად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.