From Wikipedia, the free encyclopedia
აჰმედ ხანი (ქურთ. Ehmedê Xanî) (დ. 1650, ქ. ბაიაზიდი, ახლანდელი დოღუბაიაზიდი — გ. 1707) — ქურთი პოეტი, მწერალი და ფილოსოფოსი. დაიბადა ჰაკარის პროვინციაში (დღევანდელი თურქეთი). იცოდა სპარსული, არაბული, თურქული ენები. ბაიაზიდში საკუთარი სახსრებით ააგო მეჩეთი და მედრესე. აჰმადე ხანს აქვს შეტანილი დიდი წვლილი როგორც ქურთულ, ასევე არაბულ და სპარსულ ლიტერატურაში. 1683 წელს მან შეადგინა არაბულ-ქურთული ლექსიკონი „Nûbihara Biçûkan“ („ნუბარი“).
აჰმედ ხანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1650[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ჰაქარის პროვინცია |
გარდაცვალების თარიღი | 1707[2] [3] |
გარდაცვალების ადგილი | დოღუბაიაზითი |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი და ფილოსოფოსი |
ენა | ქურთული ენა |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია |
Magnum opus | მამე და ზინე და Q7004305? |
ქურთისტანში ფართოდ გავრცელებული თქმულების საფუძველზე შექმნა პატრიოტულ-რომანტიკული პოემა „მამე და ზინე“. ეს სასიყვარულო პოემა ქურთულ ლიტერატურ ეპოპეად არის ცნობილი. ავტორია პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ფილოსოფიური ღაზალებისა. აჰმადე ხანი იყო ერთ-ერთი პირველი ქურთი, რომელმაც ქურთისტანის დამოუკიდებლობაზე დაიწყო ლაპარაკი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.