არლი
From Wikipedia, the free encyclopedia
არლი (ფრანგ. Arles) — ქალაქი და კომუნა სამხრეთ საფრანგეთში, ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში, ყოფილ პროვანსის პროვინციაში. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 52 729 ადამიანს შეადგენს. ქალაქს კვეთს მდინარე რონა.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
არლი Arles | |||||
| |||||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||||
კოორდინატები | 43°40′36″ ჩ. გ. 4°37′40″ ა. გ. | ||||
მერი | Patrick de Carolis | ||||
ფართობი | 758.93 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0–57 მ | ||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | ||||
მოსახლეობა | 52 729 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 69 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | |||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 13004/ 13200 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.ville-arles.fr/[1] | ||||
დახურვა
კომუნის ტერიტორიაზე მდებარეობს კამარგის რეგიონის უდიდესი ნაწილი, რაც კომუნას საფრანგეთის მეტროპოლიაში უდიდესს ხდის. ქალაქს დიდი ხნის ისტორია აქვს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნდა რომაულ პროვინცია ნარბონის გალიის შემადგენლობაში. 1981 წელს, არლის რომაული და რომანული მონუმენტები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. 1888-1889 წლებში, არლში ცხოვრობდა ვინსენტ ვან გოგი, რა დროის განმავლობაშიც მან 300-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. 1970 წლიდან, ქალაქში იმართება ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი.