![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ee/Leman_img_0573.jpg/640px-Leman_img_0573.jpg&w=640&q=50)
რონა
From Wikipedia, the free encyclopedia
რონა (ფრანგ. Rhône, ლათ. Rhodanus) — მდინარე შვეიცარიასა და საფრანგეთში. სათავე აქვს ლეპონტის ალპებში, რონის მყინვარზე. გაედინება ჟენევის ტბაში და გადის რონის დაბლობზე. ორი ტოტით ერთვის ხმელთაშუა ზღვის ლიონის ყურეს და აჩენს დელტას. რონას მთავარი შენაკადებია: მარჯვენა - ენი, სონა, არდეში; მარცხენა - იზერი, დიურანსი. უმთავრესად საზრდოობს თოვლისა და მყინვარების წყლით. მდინარე სონას შეერთების შემდეგ მდინარის წყლიანობა მკვეთრად იზრდება. რონა საფრანგეთის ყველაზე წყალუხვი მდინარეა. შესართავთან წყლის ხარჯი 1780 მ3/წმ. სანაოსნოა მდინარე ენის შესართავამდე.
სწრაფი ფაქტები რონა, ქვეყანა ...
რონა | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() ![]() |
ქალაქები |
ჟენევა (შვეიცარია) ლიონი, ვალანსი, ავინიონი, არლი (საფრანგეთი) |
სათავე | რონის მყინვარი |
სიგრძე | 813 კმ |
აუზის ფართობი | 98 კმ² |
![]() | |
![]() |
დახურვა