რომანული არქიტექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
რომანული არქიტექტურა ანუ რომანიკა განვითარდა შუა საუკუნეების ევროპაში. იგი ხასიათდება ანტიკური რომაული ტექნიკის, კერძოდ ქვის თაღის შემოტანით. კოლონები, რომლებსაც უჭირავთ თაღი, ტიპური ცილინდრული ფორმისაა და ბოლოვდება მეტ-ნაკლებად გეომეტრიული ფორმის სიმბოლოების, ცხოველებისა თუ მცენარეების გამოსახულებიანი კაპიტელით.