From Wikipedia, the free encyclopedia
ანტე რებიჩი (ǎːnte rěːbitɕ; დ. 21 სექტემბერი, 1993, სპლიტი, ხორვატია) — ხორვატი ფეხბურთელი. იტალიური „მილანისა“ და ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გარემარბი, რომელსაც შეუძლია თამაში როგორც ორივე ფლანგზე, ასევე მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე.
ანტე რებიჩი ხორვატიის ნაკრების რიგებში, 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანტე რებიჩი [1] | ||
დაბადების თარიღი | 21 სექტემბერი, 1993[1] | ||
დაბადების ადგილი | სპლიტი, ხორვატია | ||
სიმაღლე | 185 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი, მეორე თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მილანი | ||
ნომერი | 12 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2002–2008 | ვინიანი | ||
2008–2010 | იმოცკი | ||
2010–2011 | სპლიტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2011–2013 | სპლიტი | 59 | (18) |
2013–2018 | ფიორენტინა | 5 | (2) |
→ 2014–2015 | ლაიფციგი | 11 | (0) |
→ 2015–2016 | ჰელას ვერონა | 10 | (0) |
→ 2016–2018 | აინტრახტი ფრანკფურტი | 49 | (8) |
2018–2020 | აინტრახტი ფრანკფურტი | 29 | (9) |
2019–2020 | → მილანი | 26 | (11) |
2020– | მილანი | 51 | (13) |
ეროვნული ნაკრები | |||
2011 | ხორვატია 18-წლ. | 3 | (0) |
2011–2012 | ხორვატია 19-წლ. | 5 | (3) |
2012–2013 | ხორვატია 20-წლ. | 6 | (3) |
2012–2013 | ხორვატია 21-წლ. | 8 | (4) |
2013–2021 | ხორვატია | 42 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მისი პროფესიონალური კარიერა „სპლიტში“ დაიწყო სადაც 2013 წელს სერიე A-ს კლუბ „ფიორენტინას“ შეუერთდა. გუნდში ყოფნის დიდი ნაწილი მან იჯარით გაატარა „ლაიფციგში“, „ვერონასა“ და ფრანკფურტის „აინტრახტში“. 2019 წლის სექტემბერში რებიჩი „მილანმა“ ორწლიანი იჯარით აიყვანა, თუმცა ერთ სეზონში ის გუნდს ოფიციალურად შეუერთდა.
რებიჩის დებიუტი ნაკრებში 2013 წელს შედგა. ამავე წელს ის დასახელდა „ხორვატიული ფეხბურთის წლის იმედად“, რაც მიუთითებდა რომ იგი ახალგაზრდა ხორვატ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რებიჩი იყო გუნდის წევრი ორ მსოფლიო ჩემპიონატსა (2014 და 2018) და ერთ ევროპის ჩემპიონატზე (2020). 2018 წელს ითამაშა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში.
„სპლიტში“ 10 და 11, „ფიორენტინაში“ 9 და 93, „ჰელას ვერონაში“ 27, „აინტრახტში“ 4 და 17, ხოლო „მილანში“ 12 და 18 ნომრიანი მაისურებით გამოდიოდა. [2]
რებიჩმა თამაში ახალგაზრდულ დონეზე „ვინიანში“ დაიწყო, საიდანაც 2008 წელს „იმოცკის“ შეუერთდა, სადაც 2 სეზონი გაატარა. მას შემდეგ რაც მან თავი გამოიჩინა იტალიაში გამართულ ტურნირზე, სადაც „ჰაიდუკ სპლიტთან ერთად“ იყო, რებიჩი „სპლიტმა“ შეიძინა.[3]
რებიჩის დებიუტი ძირითად გუნდში 2011 წლის 21 მაისს, ხორვატიის საფეხბურთო ლიგის შეხვედრაში, ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ შედგა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა, შეხვედრის მიწურულს ანგარიშის გათანაბრება რებიჩმა მოახერხა.[4][5] 2011 წლის აგვისტოს, რებიჩმა „სპლიტთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[6] 2011–12 წლების სეზონში რებიჩმა ლიგის 20 შეხვედრაში 5 ბურთის გატანა მოახერხა, აქედან 4 მოედანზე გამოსვლის შემდეგ. 2012–13 წლების სეზონში კი 29 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.
2013 წლის 28 აგვისტოს რებიჩმა ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს იტალიურ „ფიორენტინასთან“ (გაურკვეველი სატრანსფერო ღირებულება).[7] სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ რებიჩმა 9-ნომრიანი მაისური მიიღო.[8] მისი დებიუტი გუნდში 30 სექტემბერს შედგა, როდესაც „პარმასთან“ ფრედ, 2–2 დასრულებულ შეხვედრაში მატჩის 36-ე წუთზე მოედანზე ჯუზეპე როსი შეცვალა.[9] სადებიუტო შეხვედრაში რებიჩმა ტრავმა მიიღო, რის გამოც 3 კვირა გაუცდა. გუნდში ჩატარებული კიდევ 3 შეხვედრის შემდეგ, 2014 წლის 8 იანვარს იტალიის საფეხბურთო თასი 1/16 ფინალურ მატჩში ვერონულ „კიევოს“ გაუტანა, მატჩი კი 2–0 დასრულდა.[10] 18 მაისს „არტემიო ფრანჩიზე“ „ტორინოსთან“ გამართულ შეხვედრაში, სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა, რაც ცვლილებაზე შემოსვლიდან 2 წუთში მოახერხა.[11]
2014 წლის 3 აგვისტოს ბუნდესლიგა 2-ის კლუბ „ლაიფციგს“ ერთსეზონიანი იჯარით შეუერთდა. მეორე ბუნდესლიგაში რებიჩმა 10 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.[12] „ლაიფციგში“ ადგილის დამკვიდრება მან ერთის მხრივ, მწვრთნელთან, ახიმ ბაიერლოცერთან კონფლიქტის, მეორეს მხრივ კი, ტრავმიანობის გამო ვერ მოახერხა. იჯარის დასრულების შემდეგ, რებიჩი „ფიორენტინას“ დაუბრუნდა 11-ნომრიანი მაისური მიიღო, რომელსაც მანამდე მარცხენა გარემარბი ხუან კუადრადო ირგებდა. მისი ევროპული დებიუტი გუნდის რიგებში „ბელენენსეშის“ წინააღმდეგ, უეფა-ს ევროპა ლიგაზე შედგა, და „ფიორენტინას“ გამარჯვებით, 4–0 დასრულდა. ტურნირზე გამართულ შემდეგ შეხვედრაში რებიჩი მოედნიდან გააძევეს, გუნდი კი პოლონურ პოზნანის „ლეხთან“ 2–1 დამარცხდა. 1 ნოემბერს „ფროზინონესთან“ 4–1 მოგებულ შეხვედრაში სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა.[13]
გუნდში ექვსი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, სადაც თავის გამოჩენა ერთხელ მოახერხა, რებიჩი 2016 წლის 14 იანვარს იჯარით „ჰელას ვერონაში“ გადავიდა.[14] ხორვატმა გუნდის რიგებში 9 შეხვედრის ჩატარების მიუხედავად ვერ მოახერხა გოლის გატანა, „ვერონა“ კი ,სერიე B-ში გავარდა. 20 მარტს, „კარპისთან“ წაგებულ შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა ჯამპაოლო პაცინი, მაგრამ ორი ყვითელი ბარათის მიღბის შემდეგ მოედნიდან გააძევეს.[15]
რებიჩი შეუერთდა ფრანკფურტის აინტრახტს იჯარით 2016 წლის 11 ივლისს, სადაც მან მუშაობა ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელ, ნიკო კოვაჩთან გააგრძელა.[16] ინფექციური მონუკლეოზის დამარცხების შემდეგ, რებიჩის დებიუტი გუნდში 17 სექტემბერს, „ბაიერ ლევერკუზენის“ წინააღმდეგ შედგა, სადაც მოედანზე მარკო ფაბიანი შეცვალა და გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა (2–1).[17] 2017 წლის 5 თებერვალს გუნდის რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა, კომერცბანკ არენაზე, „დარმშტადტ 98“-ის წინააღმდეგ.[18] 27 მაისს გაიტანა გერმანიის საფეხბურთო თასის ფინალში, აღადგინა რა წონასწორობა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შეხვედრაში. მიუხედავად ამისა გუნდი ფინალში 2–1 დამარცხდა.[19]
2017 წლის 31 აგვისტოს რებიჩი გუნდს იჯარით ხელმეორედ, ამჯერად გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.[20] ამ სეზონში რებიჩმა ყველა ტურნირზე 9 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.[21] მათ შორის ორი გოლი 19 მაისს გამართულ 2018 წლის გერმანიის საფეხბურთო თასის ფინალში, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ. „აინტრახტმა“ 3–1 გაიმარჯვა და 1988 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა გერმანიის თასს. „ბაიერნმა“ კი ამ მარცხის გამო ვერ მოახერხა სატიტულო დუბლის გაფორმება (მეორე ტიტულის მოგება სეზონში).[22] სეზონის მიწურულს „აინტრახტმა“ გამოიყენა შესაძლებლობა და რებიჩი 2 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
2018 წლის 10 აგვისტოს რებიჩმა გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.[23] მას აკვირდებოდნენ ისეთი კლუბები როგორიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემ ჰოტსპური“, „ბაიერნი“ და „სევილია“.[24] ორი დღის შემდეგ, ფრანკფურტის „აინტრახტი“ 2018 წლის გერმანიის საფეხბურთო სუპერთასის ფინალში, მიუნხენის „ბაიერნთან“ 0–5 დამარცხდა. რებიჩი მოედანზე 64-ე წუთზე გამოვიდა.[25]
2019 წლის 11 აგვისტოს, გერმანიის საფეხბურთო თასის შეხვედრაში „ვალდჰოფ მანჰეიმთან“ რებიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. მატჩი ფრანკფურტის „აინტრახტის“ გამარჯვებით, 5–3 დასრულდა.[26]
2019 წლის 2 სექტემბერს რებიჩი იტალიაში დაბრუნდა, და „მილანთან“ ორწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ფრანკფურტის „აინტრახტმა“ ბარტერის შედეგად ანდრე სილვა მიიღო.
2019-20 წლების სეზონის პირველი ნახევარი რებიჩმა „მილანის“ სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ამ დროის მანძილზე მან ბევრად მეტი წუთი ითამაშა ნაკრებში, ვიდრე საკლუბო დონეზე,[27] რებიჩმა პირველი ორი გოლი ლიგაზე „უდინეზეს“ წინააღმდეგ (3–2), 2020 წლის 19 იანვარს გაიტანა, როდესაც მეორე ტაიმში შეცვლაზე ჯაკომო ბონავენტურა შეცვალა.[28] ერთი კვირის შემდეგ, მან გააგრძელა თავისი გოლების სერია, „ბრეშასთან“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც 1–0 დასრულდა.[29] 9 თებერვალს მან გახსნა ანგარიში, „დერბი დელა მადონინაში“, მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც „მილანის“ გამარჯვებით 4–2 დასრულდა.[30] ოთხი დღის შემდეგ მან გაიტანა იტალიის საფეხბურთო თასის შეხვედრაში, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, ფრედ 1–1 დასრულებულ შეხვედრაში.[31][32][33] 17 თებერვალს მან გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი „ტორინოსთან“ გამართულ დაპირსპირებაში, რომელიც 1–0 დასრულდა.[34][35] 12 ივნისს, პირველ შეხვედრაში რომელიც რებიჩმა გუნდის რიგებში კორონავირუსის პანდემიის დროს ჩაატარა, იგი მოედნიდან გააძევეს „იუვენტუსის“ მცველ დანილოსთან უხეშობის გამო, იტალიის საფეხბურთო თასის შეხვედრაში.[36] 4 ივლისს მან გაიტანა გუნდის მესამე გოლი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა „ლაციოსთან“ გამართულ შეხვედრაში. ამ სეზონში ეს „ლაციოს“ პირველი საშინაო მარცხი იყო.[37] 7 ივლისს მან გააკეთა საგოლე გადაცემა და მოიპოვა თერთმეტმეტრიანი „იუვენტუსთან“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც „მილანელთა“ სასარგებლოდ 4–2 დასრულდა.[38] ამ სეზონში რებიჩმა ჯამში 12 გოლის შეგდება და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.[39]
2020 წლის 12 სექტემბერს „მილანმა“ გამოიყენა რებიჩის სამუდამოდ შეძენის შესაძლებლობა და მოთამაშესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[40] 27 სექტემბერს მან მოიპოვა თერთმეტრიანი „კროტონესთან“ შეხვედრაში, რომელიც გოლად ფრანკ კესიმ აქცია, და „მილანის“ 2–0 გამარჯვება უზრუნველყო. მატჩის 58-ე წუთზე კონტრშეტევის დროს დაცემის შედეგად რებიჩმა იდაყვის ტრავმა მიიღო.[41] ის გუნდს პირველ ნოემბერს დაუბრუნდა. მატჩის 71-ე წუთზე „უდინეზესთან“ 2–1 მოგებულ შეხვედრაში რაფაელ ლეანი შეცვალა.[42] 23 დეკემბერს მან გაიტანა „მილანელთა“ პირველი გოლი „ლაციოსთან“ 3–2 მოგებულ შეხვედრაში.[43] 6 იანვარს რებიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც „იუვენტუსთან“ გამართული შეხვედრა გამოტოვა, რომელშიც „მილანმა“ სეზონში პირველი მარცხი იწვნია, ანგარიშით 3–1.[44][45] 28 თებერვალს „რომასთან“ 2–1 მოგებულ შეხვედრაში რებიჩმა გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.[46] 9 მაისს რებიჩმა „იუვენტუსთან“ 3–0 მოგებულ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა, „მილანმა“ კი ამ მოგების შედეგად მოპოვებული სამი ქულით გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესასვლელად.[47] სამი დღის შემდეგ, „მილანმა“ „ტორინო“ 7–0 გაანადგურა. რებიჩმა გაუკეთა საგოლე გადაცემა ტეო ერნანდესს, რის შემდეგაც თავად მოახერხა ჰეთ-თრიკის შესრულება.[48] ჯანმში ამ სეზონში რებიჩმა 11 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.[49]
2021 წლის 12 სექტემბერს „ლაციოსთან“ 2–0 მოგებულ შეხვედრაში რებიჩმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. [50] სამი დღის შემდეგ, რებიჩმა პირველად ითამაშა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე. „ლივერპულთან“ 3–2 მოგებულ შეხვედრაში რებიჩმა „მილანელთა“ პირველი გოლი გაიტანა.[51] 19 სექტემბერს გაიტანა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რითაც შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა (1-1). ჯამში ლიგაში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ეს მისი მესამე გოლი იყო.[52] 24 ნოემბერს ცნობილი გახდა რომ რებიჩი ვარჯიშზე დაშავდა და 1 თვე გაუცდებოდა.[53] მან 2022 წლის 9 იანვრამდე, „ვენეციასთან“ გამართულ შეხვედრამდე იუქმა.[54] 19 თებერვალს მან გაათანაბრა ანგარიში „სალერნიტანასთან“ გამართულ შეხვედრაში. რებიჩმა ძლიერი დარტყმით მეტოქის კარის აღება 25 იარდის (დაახლოებით 23 მეტრი) მანძილიდან მოახერხა, შეხვედრა კი საბოლოოდ ანგარიშით 2-2 დასრულდა. ეს იყო მისი პირველი გოლი ბოლო 5 თვის მანძილზე.[55][56][57]
2013 წლის 31 ივლისს რებიჩი პირველად გამოიძახეს ეროვნული ნაკრების რიგებში. 14 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. მატჩის 63-ე წუთზე რებიჩმა მოედანზე ივიკა ოლიჩი შეცვალა და შემოსვლიდან ოთხ წუთში გოლის გატანაც მოახერხა, რითაც შეიტანა წვლილი გუნდის მძიმედ, ანგარიშით 3–2 მოპოვებულ გამარჯვებაში. შეხვედრის შემდეგ ის ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა, იგორ შტიმაცმა შეაქო.[58] ნაკრებში მისი დებიუტი 19 წლისა და 10 თვის ასაკში შედგა.
ხორვატიის ნაკრებში ნიკო კოვაჩის მოსვლის შემდეგ, რომელთანაც რებიჩს 21 წლამდელთა ნაკრებში უკვე ჰქონდა მუშაობის გამოცდილება, ის 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრებისთვის ნაკრების რიგებში გამოიძახეს. ორი მატჩის ჯამში ხორვატებმა ისლანდია 2–0 (0–0, 2–0) დაამარცხეს და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლა მოახერხეს.[59][60]
კოვაჩმა რებიჩი ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის, ნაკრების 23-კაციან სიაში შეიყვანა.[61] მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, რომელიც სან-პაულუში გაიმართა. ხორვატები მასპინძელ ბრაზილიასთან 3–1 დამარცხდნენ. რებიჩი შეხვედრაში 78-ე წუთზე ჩაერთო.[62] კამერუნთნ 4–0 მოგებულ შეხვედრაში რებიჩი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მექსიკასთან, ცვლილებაზე 69-ე წუთზე შემოვიდა, მაგრამ 89-ე წუთზე წითელი ბარათით გააძევეს კარლოს პენიასთან უხეშობის გამო. ხორვატია 1–3 დამარცხდა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რითაც მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.[63]
2015 წლის ივნისიდან 2017 წლის ნოემბრამდე რებიჩს ნაკრების რიგებში არ უთამაშია.[21] ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა რუსეთში გასამართი 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის რებიჩი გუნდის შემადგენლობაში დაასახელა.[64] ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, რომელშიც ხორვატები ნიჟნი-ნოვგოროდს არგენტინაში დაუპირსპირდნენ, რებიჩმა არგენტინელთა მეკარის, ვილი კაბალიეროს შეცდომით ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 3–0 დააფიქსირა.[65] დანიასთან გამართულ შეხვედრაში, 1/8 ფინალურ ეტაპზე, რებიჩს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ მასზე დანიელთა მცველმა, მატიას იორგენსენმა იუხეშა. დანიელთა კარში დანიშნული თერთმეტრიანი კი ლუკა მოდრიჩმა ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა ხორვატებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვეს.[66] ნახევარფინალურ შეხვედრაში ინგლისთან, რებიჩმა მატჩის 96-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 5 წუთში კი მის ნაცვლად მოედანზე ანდრეი კრამარიჩი შემოვიდა.
რებიჩმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში, რომელშიც ხორვატია საფრანგეთს ლუჟიინკრების სტადიონზე დაუპირსპირდა. რებიჩი მატჩის 71-ე წუთზე მოედანზე კრამარიჩმა შეცვალა. შეხვედრაში ხორვატია ანგარიშით 4–2 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.[67] მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რებიჩის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონიდან 30 მილიონ ევრომდე გაიზარდა. [68]
რებიჩმა ნაკრების რიგებში მესამე გოლი 2019 წლის 24 მარტს, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ბუდაპეშტში, უნგრეთთან გამართულ, 2–1 წაგებულ შეხვედრაში გაიტანა.[69] მას შემდეგ რაც კლუბში სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა, და მისი ფორმის ვარდნა შეინიშნებოდა შესარჩევი ეტაპის თამაშებში, გაჩნდა მოსაზრება და საშიშროება იმის არომ ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შემადგენლობის მიღმა მოხვედრილიყო.[70][71][72][73]
After missing the majority of Croatia's 2020–21 Nations League campaign due to injuries,[74] Rebić was included in Dalić's final squad for the UEFA Euro 2020. In Croatia's first two group stage games against England and the Czech Republic, Rebić was deployed by Dalić as a striker rather than a winger with poor results, as Croatia lost 1–0 and drew 1–1 respectively.[75] In the Round of 16 match against Spain, Rebić came off the field in the 38th minute to change his boots. At that moment, Croatia were 1–0 up and Spain were in the attack, resulting in Pablo Sarabia's equalizing goal. Croatia would go on to lose the match 5–3 after extra time.[76][77][78][79] Following the intense criticism he received in his homeland for that gesture,[80] part of which came from Dalić himself,[81][82] Rebić criticized Dalić and the Croatian Football Federation on his Instagram account saying that "it is a fact that [the national team] have been [shit] for the past two, three years" and that he is "personally sorry that they had nobody to make use of this talented generation". He also went on to ironically criticize Croatian pundits (more precisely Robert Prosinečki, Goran Vlaović and Antun Samovojska), telling them to "let go of spritzer before broadcasts" (alluding to Prosinečki's drinking issues)[83] and to "cheer for Croatia instead". Shortly after, he deleted the posts and deactivated his account.[84][85] Ahead of the September World Cup qualifiers against Russia, Slovakia and Slovenia, Rebić was omitted from the national team.[86]
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | წყარო |
1 | 14.08.2013 | ლიხტენშტაინი | 2–3 | ხორვატია | ანგარიში | ||
2 | 15.11.2013 | ისლანდია | 0–0 | ხორვატია | 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფი |
ანგარიში | |
3 | 19.11.2013 | ხორვატია | 2–0 | ისლანდია | 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფი |
ანგარიში | |
4 | 31.05.2013 | ხორვატია | 2–1 | მალი | ანგარიში | ||
5 | 06.06.2014 | ხორვატია | 1–0 | ავსტრალია | ანგარიში | ||
6 | 14.06.2014 | ბრაზილია | 3–1 | ხორვატია | ანგარიში | ||
7 | 19.06.2014 | კამერუნი | 0–4 | ხორვატია | ანგარიში | ||
8 | 23.06.2014 | ხორვატია | 1–3 | მექსიკა | ანგარიში | ||
9 | 07.06.2015 | ხორვატია | 4–0 | გიბრალტარი | ანგარიში | ||
10 | 12.06.2015 | ხორვატია | 1–1 | იტალია | ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი |
ანგარიში | |
11 | 09.11.2017 | ხორვატია | 4–1 | საბერძნეთი | 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
12 | 12.11.2017 | საბერძნეთი | 0–0 | ხორვატია | 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
13 | 24.03.2018 | მაიამი-გარდენსი |
პერუ | 2–0 | ხორვატია | ანგარიში | |
14 | 28.03.2018 | მექსიკა | 0–1 | ხორვატია | ანგარიში | ||
15 | 03.06.2018 | ბრაზილია | 2–0 | ხორვატია | ანგარიში | ||
16 | 08.06.2018 | ხორვატია | 2–1 | სენეგალი | ანგარიში | ||
17 | 16.06.2018 | ხორვატია | 2–0 | ნიგერია | ანგარიში | ||
18 | 21.06.2018 | არგენტინა | 0–3 | ხორვატია | ანგარიში | ||
19 | 01.07.2018 | ხორვატია | 1–1 (3–2) | დანია | ანგარიში | ||
20 | 07.07.2018 | რუსეთი | 2–2 (3–4) | ხორვატია | ანგარიში | ||
21 | 07.07.2018 | ხორვატია | 2–1 (დ.დ.) | ინგლისი | ანგარიში | ||
22 | 15.07.2018 | საფრანგეთი | 4–2 | ხორვატია | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018 – ფინალი |
ანგარიში | |
23 | 12.10.2018 | ხორვატია | 0–0 | ინგლისი | უეფა-ს ერთა ლიგა 2018–2019 |
ანგარიში | |
24 | 15.10.2018 | ხორვატია | 2–1 | იორდანია | ანგარიში | ||
25 | 15.11.2018 | ხორვატია | 3–2 | ესპანეთი | უეფა-ს ერთა ლიგა 2018–2019 |
ანგარიში | |
26 | 18.11.2018 | ინგლისი | 2–1 | ხორვატია | უეფა-ს ერთა ლიგა 2018–2019 |
ანგარიში | |
27 | 21.03.2019 | ხორვატია | 2–1 | აზერბაიჯანი | ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
28 | 24.03.2019 | უნგრეთი | 2–1 | ხორვატია | ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
29 | 06.09.2019 | ტრნავა |
სლოვაკეთი | 0–4 | ხორვატია | ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში |
30 | 09.09.2019 | აზერბაიჯანი | 1–1 | ხორვატია | ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
31 | 10.10.2019 | ხორვატია | 3–0 | უნგრეთი | ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
32 | 13.10.2019 | უელსი | 1–1 | ხორვატია | ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
33 | 16.11.2019 | ხორვატია | 3–1 | სლოვაკეთი | ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
ანგარიში | |
34 | 19.11.2019 | ხორვატია | 2–1 | საქართველო | ანგარიში | ||
35 | 05.09.2020 | პორტუგალია | 4–1 | ხორვატია | უეფა-ს ერთა ლიგა 2020–2021 |
ანგარიში | |
36 | 08.09.2020 | სენ-დენი |
საფრანგეთი | 4–2 | ხორვატია | უეფა-ს ერთა ლიგა 2020–2021 |
[ანგარიში] |
37 | 01.06.2021 | ველიკა-გორიცა |
ხორვატია | 1–1 | სომხეთი | ანგარიში | |
38 | 06.06.2021 | ბელგია | 1–0 | ხორვატია | ანგარიში | ||
39 | 13.06.2021 | ინგლისი | 1–0 | ხორვატია | ანგარიში | ||
40 | 18.06.2021 | ხორვატია | 1–1 | ჩეხეთი | ანგარიში | ||
41 | 22.06.2021 | ხორვატია | 3–1 | შოტლანდია | ანგარიში | ||
42 | 28.06.2021 | ხორვატია | 3–5 | ესპანეთი | ანგარიში | ||
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | წყარო |
1 | 10.09.2012 | ესპანეთი | 6–0 | ხორვატია | 2013 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი |
ანგარიში | |
2 | 24.03.2013 | ხორვატია | 3–0 | შვედეთი | |||
3 | 10.09.2012 | უკრაინა | 0–2 | ხორვატია | 2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი |
||
4 | 14.10.2013 | შვეიცარია | 0–2 | ხორვატია | 2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი |
||
5 | 28.05.2014 | ხორვატია | 1–1 | უკრაინა | 2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი |
||
6 | 03.09.2014 | ლატვია | 1–3 | ხორვატია | 2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი |
||
7 | 10.10.2014 | ინგლისი | 2–1 | ხორვატია | 2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი |
||
8 | 14.10.2014 | ვინკოვცი |
ხორვატია | 1–2 | ინგლისი | 2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი |
|
რებიჩი ცნობილია მისი ფიზიკური შესაძლებლობისა და სიჩქარის გამო, მას შეუძლია სწრაფად მოძრაობა, როგორც ბურთით, ისე მის გარეშე. 2019 წელს, „აინტრახტში“ თამაშის პერიოდში, აშრაფ ჰაკიმის შემდეგ იყო მეორე ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში.[87] 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად იყო ტურნირის ყველაზე ჩქარი ფეხბურთელი.[88] რებიჩს შესანიშნავად გამოსდის დრიბლინგი, განსაკუთრებით მეტოქესთან ერთი ერთზე ყოფნის მომენტებში, მას კარგად შეუძლია ბურთის დაცვა ფიზიკურ ორთაბრძოლებში.[89] მისი პირველი შეხება ბურთთან ის უნარია, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს. ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია პასის სიზუსტე, ჩაწოდება, შორი მანძილიდან დარტყმა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღბის უნარი მაღალი წნეხის შემთხვევაში.[90] ტაქტიკურად, რებიჩი არის მრავალმხრივი ფორვარდი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ტაქტიკურ ფორმაციაზე მოგება, და რამდენიმე პოზიციაზე თამაში. 4–3–3 ან 4–2–3–1 ტაქტიკური სქემის დროს, იგი მარცხენა გარემარბად თამაშობს. ასევე შეუძლია ითამაშოს როგორც ძირითად, ისე მეორე თავდამსხმელად 4–4–2 ტაქტიკურ სქემაში. „აინტრახტში“ ყოფნის პერიოდში 2018–19 წლების სეზონში მას უწევდა შემტევი ნახევარმცველის პოზიციის დაკავება 3–4–1–2 ტაქტიკაში, სადაც ქმნიდა გოლების გამტან ტრიოს, ლუკა იოვიჩთან და სებასტიან ჰალერთან ერთად.[91][92] გარდა შემტევი პოზიციებისა, იგი აქტიურად ერთვება დაცვით თამაშში, თუკი გუნდი დაცვით ტაქტიკაზეა ორიენტირებული.[90]
ყველაზე მეტი გოლი რებიჩს „ტორინოს“ კარში აქვს გატანილი. ამ გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ 6 შეხვედრაში რებიჩმა 5 გოლის გატანა მოახერხა. ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა კი „ლაციოს“ წინააღმდეგ აქვს გაკეთებული (3 საგოლე გადაცემა 8 შეხვედრაში). [93] მიუხედავად იმისა რომ რებიჩი მარცხენა გარემარბად თამაშობს, ის მარჯვენა ფეხს ბევრად უფრო უკეთესად იყენებს. გარდა მარცხენა გარემარბის პოზიციისა, შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრფორვარდად, ისე მეორე შემტევად.
ანტე რებიჩის კარიერაში ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ტრავმიანობა. რებიჩმა კარიერის მანძილზე გადაიტანა ჯვარედინი იოგების, ბარძაყის, მუხლის, ზურგის, ფეხის, წვივის, კუნთის და კოჭის ტრავმა. [94]
2018 წლის ივნისში ცნობილი გახდა რომ რებიჩმა მისი ბავშვობის სოფლის, ვინიანი დონის მოსახლეობის ყველა სესხი გადაიხადა.[95] 2021 წლის თებერვალში რებიჩმა 10 000 ევრო გაიღო რათა დახმარებოდა სლავონსკი ბროდში ბავშთა საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო დაწესებულების აშენებას.[96][97][98]
– ილია ჯერკოვიჩი, ფონდის ხელმძღვანელი [99]
2021 წლის იანვარში რებიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. მან დაავადება მარტივად დაამარცხა და გამოჯანმრთელდა. [100]
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი[georgian 1] | ევროპა | სხვა | ჯამი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
სპლიტი | 2010–11 | Prva HNL | 1 | 1 | 0 | 0 | — | — | 1 | 1 | ||
2011–12 | Prva HNL | 20 | 5 | 1 | 0 | 3[georgian 2] | 0 | — | 24 | 5 | ||
2012–13 | Prva HNL | 29 | 10 | 2 | 2 | — | — | 31 | 12 | |||
2013–14 | Prva HNL | 4 | 0 | 0 | 0 | — | — | 4 | 0 | |||
ჯამი | 54 | 16 | 3 | 2 | 3 | 0 | 0 | 0 | 60 | 18 | ||
ფიორენტინა | 2013–14 | სერია A | 4 | 1 | 1 | 1 | — | — | 5 | 2 | ||
2015–16 | სერია A | 4 | 1 | 1 | 0 | 2[georgian 2] | 0 | — | 7 | 1 | ||
ჯამი | 8 | 2 | 2 | 1 | 2 | 0 | 0 | 0 | 12 | 3 | ||
ლაიფციგი (იჯარა) | 2014–15 | 2. ბუნდესლიგა | 10 | 0 | 1 | 0 | — | — | 11 | 0 | ||
ჰელას ვერონა (იჯარა) | 2015–16 | სერია A | 10 | 0 | 0 | 0 | — | — | 10 | 0 | ||
აინტრახტი ფრანკფურტი (იჯარა) | 2016–17 | ბუნდესლიგა | 24 | 2 | 4 | 1 | — | — | 28 | 3 | ||
2017–18 | ბუნდესლიგა | 25 | 6 | 3 | 3 | — | — | 28 | 9 | |||
აინტახტი ფრანკფურტი | 2018–19 | ბუნდესლიგა | 28 | 9 | 0 | 0 | 9[georgian 2] | 1 | 1[georgian 3] | 0 | 38 | 10 |
2019–20 | ბუნდესლიგა | 1 | 0 | 1 | 3 | 4[georgian 2] | 0 | — | 6 | 3 | ||
ჯამი | 78 | 17 | 8 | 7 | 13 | 1 | 1 | 0 | 100 | 25 | ||
მილანი (იჯარით) | 2019–20 | სერია A | 26 | 11 | 4 | 1 | — | — | 30 | 12 | ||
მილანი | 2020–21 | სერია A | 27 | 11 | 1 | 0 | 5[georgian 2] | 0 | — | 33 | 11 | |
2021–22 | სერია A | 24 | 2 | 3 | 0 | 2[georgian 4] | 1 | — | 29 | 3 | ||
ჯამი | 77 | 24 | 8 | 1 | 7 | 1 | 0 | 0 | 92 | 26 | ||
კარიერა | 238 | 60 | 22 | 11 | 25 | 2 | 1 | 0 | 286 | 73 |
რებიჩმა სერია A-ში ჩატარებულ 96 შეხვედრაში 28 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 78 შეხვედრაში 17 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ხორვატიის საფეხბურთო ლიგაში 54 ჩატარებულ შეხვედრაში 16 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთა მოახერხა. მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში კი მან ვერც გოლის გატანა და ვერც საგოლე გადაცემის გაკეთება ვერ მოახერხა.
ეროვნული ნაკრები | წელი | თამაში | გოლი |
---|---|---|---|
ხორვატია | 2013 | 3 | 1 |
2014 | 5 | 0 | |
2015 | 2 | 0 | |
2016 | 0 | 0 | |
2017 | 2 | 0 | |
2018 | 14 | 1 | |
2019 | 8 | 1 | |
2020 | 2 | 0 | |
2021 | 6 | 0 | |
ჯამი | 42 | 3 |
No. | თარიღი | ადგილი | მატჩი | მეტოქე | ანგარიში | საბოლოო ანგარიში | ტურნირი |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 14 აგვისტო 2013 | რეინპარკის სატდიონი, ვადუცი, ლიხტენშტაინი | 1 | ლიხტენშტაინი | 2–1 | 3–2 | მატჩი |
2 | 21 ივნისი 2018 | ნიჟნი-ნოვგოროდის სტადიონი, ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი | 18 | არგენტინა | 1–0 | 3–0 | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018 |
3 | 24 მარტი 2019 | გრუპამა არენა, ბუდაპეშტი, უნგრეთი | 28 | უნგრეთი | 1–0 | 1–2 | ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
რებიჩს აგენტობას უწევს LIAN Sports Group. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულებაა 2022 წლის 7 ივნისის მონაცემებით არის 17, 000, 000 ევრო.
კლუბი | პერიოდი | ღირებულება |
---|---|---|
ხორვატია სპლიტი | აგვისტო, 2011 | 300,000 ევრო |
ხორვატია სპლიტი | თებერვალი, 2012 | 650,000 ევრო |
ხორვატია სპლიტი | მარტი, 2013 | 1 000 000 ევრო |
იტალია ფიორენტინა | სექტემბერი, 2013 | 4 500 000 ევრო |
იტალია ფიორენტინა | ივლისი, 2014 | 4 000 000 ევრო |
გერმანია ლაიფციგი | ოქტომბერი, 2014 | 3 500 000 ევრო |
გერმანია ლაიფციგი | იანვარი, 2015 | 2 500 000 ევრო |
იტალია ფიორენტინა | ივლისი, 2015 | 1 500 000 ევრო |
იტალია ფიორენტინა | იანვარი, 2016 | 1 000 000 ევრო |
გერმანია აინტრახტი | ივლისი, 2016 | 900 000 ევრო |
გერმანია აინტრახტი | მარტი, 2017 | 1 500 000 ევრო |
გერმანია აინტრახტი | ივნისი, 2017 | 2 500 000 ევრო |
გერმანია აინტრახტი | დეკემბერი, 2017 | 4 500 000 ევრო |
გერმანია აინტრახტი | აპრილი, 2018 | 8 500 000 ევრო |
გერმანია აინტრახტი | ივნისი, 2018 | 10 000 000 ევრო |
გერმანია აინტრახტი | ივლისი, 2018 | 40 000 000 ევრო |
გერმანია აინტრახტი | დეკემბერი, 2018 | 35 000 000 ევრო |
გერმანია აინტრახტი | ივნისი, 2019 | 40 000 000 ევრო |
იტალია მილანი | დეკემბერი, 2019 | 30 000 000 ევრო |
იტალია მილანი | აპრილი, 2020 | 24 000 000 ევრო |
იტალია მილანი | აგვისტო, 2020 | 32 000 000 ევრო |
იტალია მილანი | დეკემბერი, 2021 | 27 000 000 ევრო |
იტალია მილანი | მარტი, 2022 | 22 000 000 ევრო |
იტალია მილანი | ივნისი, 2022 | 17 000 000 ევრო |
ფრანკფურტის „აინტრახტი“
მილანი
ხორვატია
ინდივიდუალური
ორდენები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.