ქართველი მსახიობი From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრო კობალაძე (დ. 15 მარტი, 1920, ფერეთა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — გ. 1984) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1958). განსაკუთრებით სახელი გაითქვა იოსებ სტალინის როლების შესრულებით.
ანდრო კობალაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 მარტი, 1920 ფერეთა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდაცვალების თარიღი | 1984, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოს სსრ |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
დაიბადა 1920 წლის 15 მარტს ფერეთაში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1937 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა. 1937–1941 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტში. სწავლობდა სამხატვრო სტუდიაში. 1941–1945 წლებში მუშაობდა ქუთაისის, 1938-1941 და 1945–1948 წლებში — რუსთაველის, ხოლო 1948 წლიდან გარდაცვალებამდე მარჯანიშვილის თეატრებში. ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტმა, 1938 წელს პირველად შეასრულა იოსებ სტალინის როლი სპექტაკლებში: „ნაპერწკლიდან“ და „თოფიანი კაცი“. მას შემდეგ 35 წლის განმავლობაში ასრულებდა ამ როლს სოციალისტური ბანაკის თითქმის ყველა ქვეყნის სხვადასხვა კინოსტუდიების მიერ გადაღებულ ფილმებში.
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1940 | ფ | იაკოვ სვერდლოვი | Яков Свердлов | ჯუღაშვილი |
1948 | ფ | აკაკის აკვანი | სტუდენტი | |
1948 | ფ | ქეთო და კოტე | კოტეს მეგობარი | |
1957 | ფ | სიმართლე | Правда | იოსებ სტალინი |
1957 | ფ | ქალის ტვირთი | ||
1958 | ფ | ოქტომბრის დღეებში | В дни Октября | იოსებ სტალინი |
1960 | ფ | დილა | Səhər | კობა |
1965 | ფ | ერთ პლანეტაზე | На одной планете | იოსებ სტალინი |
1970 | ფ | დიდოსტატის მარჯვენა | მსახურთუხუცესი | |
1970 | ფ | მარადისობის წარმოგზავნილები | Посланники вечности | იოსებ სტალინი |
1971 | ფ | ვარსკვლავები არ ქვრებიან | Ulduzlar Sönmür Звёзды не гаснут | იოსებ სტალინი |
1972 | ფ | ჰორიზონტები | Көкжиектері Горизонты | სერგო ორჯონიკიძე |
1972 | ფ | ცეცხლის მოთვინიერება | Укрощение огня | ჯუღაშვილი |
1973 | ფ | გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება | Семнадцать мгновений весны | იოსებ სტალინი |
1974 | ფ | ალი | Полымя Пламя | იოსებ სტალინი მთავარი როლი |
1977 | ფ | ტალანტი | Талант | წითელი მეთაური |
1977 | ფ | ფრონტი ფრონტის ხაზისთვის | Фронт за линией фронта | იოსებ სტალინი |
1978 | ფ | სისხლის უკანასკნელ წვეთამდე... | Do krwi ostatniej... До последней капли крови... | იოსებ სტალინი |
1978 | ფ | უმცროსი და (მხიარული მოგზაურობა) | Младшая сестра | მილიციის პოლკოვნიკი |
1979 | ფ | სისხლის უკანასკნელ წვეთამდე | Do krwi ostatniej До последней капли крови | იოსებ სტალინი |
1981 | ფ | ფრონტი მტრის ზურგში | Fronta v týlu nepřítele Фронт в тылу врага | იოსებ სტალინი |
1981 | ფ | გობის და ხინგანის გავლით | Говь хянганд тулалдсан нь Через Гоби и Хинган | იოსებ სტალინი |
1982 | ფ | სახელმწიფო საზღვარი | Дзяржаўная мяжа Государственная граница | იოსებ სტალინი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.