From Wikipedia, the free encyclopedia
რევაზ სიმონის ძე ებრალიძე (დ. 3 აგვისტო, 1921, თბილისი, — გ. 11 აგვისტო, 1980, იქვე) — ქართველი დრამატურგი, კინოსცენარისტი. საქართველოს და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977).
სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (1940-1942). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1945). მუშაობდა უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების კულტურის განყოფილების მთავარ რედაქტორად (1946–1948), ვოლგა-დონის არხის მშენებლობის ერთ-ერთი მონაკვეთის მთავარ ინჟინრად (1950–1957), კინოსტუდია „ქართული ფილმის“ შემოქმედებით გაერთიანებაში (1971 წლიდან გარდაცვალებამდე). 1959 წლიდან იყო საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობების წევრი.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო როგორც თეატრის დრამატურგმა. მისი ნაწარმოებები დაიდგა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში („მეგობრები“, 1950 თანაავტორი და რეჟისორი ლ. ჭუბაბრია), თბილისის მარჯანიშვილის თეატრში („ნანა“, 1955, რეჟ. თ. წეროძე), თელავის სახელმწიფო თეატრში („ჩამოდით ჩვენთან“, 1947, რეჟ. ა. მაღლაკელიძე), თბილისის რუსთაველის თეატრში (კომპოზიცია „ვეფხისტყაოსანი“, 1966, რეჟ. ა. ჩხარტიშვილი), თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში („მე გაზაფხულზე მომკლეს“, რეჟ. ვ. ანდრონიკაშვილი) და სხვ. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად პიესას „თანამედროვე ტრაგედია“ (რუსთაველის თეატრი, 1960, რეჟ. ა. ჩხარტიშვილი; მოსკოვის სტანისლავსკის სახელობის თეატრი, 1961, რეჟ. მ. იანშინი; სათაურით „გზა მზისკენ“, ზაარბრიუკენის თეატრი, 1974, რეჟ. ჰ. ვედეკინდი).
ებრალიძის სცენარების მიხედვით გადაღებულია არაერთი ფილმი, მ. შ. მხატვრული ფილმები: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (1959, რეჟ. მ. ჭიაურელი), „უდიპლომო სასიძო“ (1961, რეჟ. ლ. ხოტივარი), „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (1968, რეჟ. ს. დოლიძე); დოკუმენტური ფილმები: „კოტე მარჯანიშვილი“ (1962, რეჟ. ს. ჭელიძე), „ზაქარია ფალიაშვილი“ (1971, რეჟ. ვ. ვალიშვილი); მულტიპლიკაციური ფილმები: „მტრობა“ (1956, რეჟ. ა. ხინთიბიძე), „წუნა და წრუწუნა“ (1958, რეჟ. ა. ხინთიბიძე).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.