ალესანდრო მანიასკო
From Wikipedia, the free encyclopedia
ალესანდრო მანიასკო (იტალ. Alessandro Magnasco; დ. 4 თებერვალი, 1667, გენუა — გ. 12 მარტი, 1749, გენუა) — იტალიელი ფერმწერი. მუშაობდა ძირითადად მილანში, გენუასა და ფლორენციაში. განიცადა ს. როზას, ჟ. კალოსა ფერწერის გენუის სკოლის ოსტატების გავლენა. მანიასკოს ჯანრული სურათები, რომლებშიც გამოსახულია ბოშების, ჯარისკაცების, ბერების ცხოვრება, გამსჭვალულია სარკაზმით, აგრეთვე ბუნების ძალებისა და სოციალური სინამდვილის წინაშე ადამიანის არარაობის ტრაგიკული შეგრძნებით (მონასტრის ცხოვრების ამსახველი სურათების სერია, 1720-1725 წლები, ზაიტენშტეტენის მონასტერი, ავსტრია).